ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3098-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.017619
3098-IIს
19/02/2015
ვებგვერდი, 27/02/2015
360160000.05.001.017619
ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) 47-ე მუხლის:

ა) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.“;

ბ) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს აქვს ამ კოდექსის 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით და 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

19 თებერვალი 2015 წ.

N3098-IIს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.