„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016729
62
25/02/2015
ვებგვერდი, 26/02/2015
190040000.22.033.016729
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №62

2015 წლის 25 თებერევალი

ქ. თბილისი

 

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში (სსმ  III, 29.11.2007წ., №169, მუხლი 1871) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №2-ში:

 

ა) ამოღებულ იქნეს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველი:

 

468

4108

ა(ა)იპ - ზუგდიდდასუფთავება

 

ბ) №674 ბიუჯეტის განმკარგველის - „4314“-ის (ა(ა)იპ - ეროვნული სკრინინგ - ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური) შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველები:

 

„675

4315

ა(ა)იპ - „ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახური“

676

4316

ქ. ქუთაისის ააიპ - „სპეციალური სერვისები“

677

4317

ა(ა)იპ - „ქ. გორის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების და მოვლა-პატრონობის

678

4318

ა(ა)იპ - ქ. თელავის სპორტული კლუბთა გაერთიანება „თელავი“

679

4319

ა(ა)იპ - ქალაქ ახალციხის „სათნოების სახლი“

680

4320

ა(ა)იპ - „თბილისელების ადვოკატი“.

 

2. ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №3-ში (ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდები):

 

ა) სახაზინო კოდი - „3460“-ის (წინა წელს გამოუყენებელი საბიუჯეტო სახსრები) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდი:

 

მიზნობრივი გრანტი

7000

 

ბ) სახაზინო კოდი - „7520“-ის (ხელშეკრულების   პირობების   დარღვევისათვის   დაკისრებული პირგასამტეხლო) შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის სახაზინო კოდები:

 

შემოსულობა სსიპ/ააიპ-ს საკუთრებაში არსებული სხვა კულტივირებული აქტივების გაყიდვიდან

7620

შემოსულობა სსიპ/ააიპ-ს საკუთრებაში არსებული სხვა არამატერიალური ძირითადი აქტივების გაყიდვიდან

7630

 

გ) ამოღებულ იქნეს სახაზინო კოდები:

 

სსიპ - საქართველოს ნოტარიუსთა პალატას მიერ გაწეული მომსახურების საფასური

7077

სსიპ - რეფორმების და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურების საფასური

7141

საინფორმაციო ტექნოლოგიების მიერ გაწეული მომსახურების საფასური

7142

სასწავლო ცენტრების მიერ გაწეული მომსახურების საფასური

7147

საგანმანათლებლო (პროფესიული და უმაღლესი) დაწესებულებების მიერ გაწეული მომსახურების საფასური

7251

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური