ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 23/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.139.016181
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
10
20/02/2015
ვებგვერდი, 24/02/2015
190040000.35.139.016181
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/02/2015 - 23/12/2022)

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №10

2015 წლის 20 თებერვალი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 99-ე მუხლის და “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი” საქართველოს კანონის 67-ე მუხლის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის (შემდგომ ტექსტში – ბორჯომის მუნიციპალიტეტი) ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი დანართის შესაბამისად. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე



ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დებულება, „ადგილობრივი   თვითმმართველობის   კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, “საქართველოს   საბიუჯეტო   კოდექსი“   საქართველოს კანონის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესს და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი (შემდგომ ტექსტში – წესი) მიზნად ისახავს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას. 
3. სარეზერვო ფონდის მოცულობას ამტკიცებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – გამგებელი. 
4. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით (გარდა გათანაბრებითი ტრანსფერისა) ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის გაზრდა. 

მუხლი 2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა  და განკარგვის მიზნობრიობა
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოიყენება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად, როგორიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობის გადაუდებელი ხარჯების დაფინანსება, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას, ან კანონით დაუცველ სხვა სიკეთეს; წყალდიდობის, მეწყერის, ხანძრის, ქარიშხალის, გადაუდებელი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგების, ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას; სახელმწიფო ან ადგილობრივი ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებით გაუთვალისწინებელი ან/და პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ მძიმე ან/და გადაუდებელი შემთხვევების დაფინანსება და სხვა ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც კანონით აკრძალული არ არის.
2. სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება: 
ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ფარგლებში, სტიქიური მოვლენებისგან გამოწვეული კატასტროფული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები; 
ბ) საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებები; 
გ) ადგილობრივი პროგრამები (ქვეპროგრამები), ღონისძიებები, რომლებიც განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას და მათი გათვალისწინება შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცების დროს ან/და ამ ღონისძიების დაგვიანებით გატარებისაგან გამოწვეული ზიანი არსებითად აღემატება მასზე გასაწევი ხარჯისაგან სხვა მოსალოდნელ მატერიალურ სიკეთეს. სარეზერვო ფონდიდან იკრძალება იმ პროგრამის (ქვეპროგრამის), ღონისძიების დაფინანსება, რომლის ხარჯებიც უკვე განსაზღვრულია წლიურ ბიუჯეტში. 

მუხლი 3. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა
1. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს: 
ა) დასაფინანსებელი პროგრამებით (ქვეპროგრამებით), ღონისძიებით დასახული მიზანი და მოსალოდნელი შედეგი; 
ბ) პროგრამისთვის (ქვეპროგრამისთვის), ღონისძიებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა; 
გ) კონკრეტული მითითება თანხის გადანაწილების თაობაზე, თუ ფინანსდება პროგრამის (ქვეპროგრამის), ღონისძიების ორი ან/და მეტი მიმართულება; 
დ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით. 
2. თუ მიიჩნევა - საფრთხის აცილებისათვის, ნაწილობრივ აცილებისათვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისათვის, საჭიროა დაუყოვნებელი ქმედებების განხორციელება, გამგებელი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. 
3. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვა საჯარო მოხელეები ან/და დამოუკიდებელი ექსპერტები.
4. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვას.