დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მოქმედი მასწავლებლებისათვის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 69 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/02/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.10.003.018454 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/02/2015 - 24/01/2017)
|
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 217 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: |
მუხლი 1 |
ამ დადგენილების დანართის შესაბამისად, დამტკიცდეს ,,მოქმედი მასწავლებლებისათვის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მინიჭების წესი“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მოქმედი მასწავლებლებისათვის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მინიჭების წესი
|
მუხლი 1. წესის მიზანი
მოქმედი მასწავლებლებისათვის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მინიჭების წესის (შემდგომში - წესი) მიზანია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით (შემდგომში - სქემა) განსაზღვრული სტატუსების მოქმედი მასწავლებლებისათვის მინიჭების წესისა და პროცედურის განსაზღვრა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სქემით განსაზღვრული სტატუსი - პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი, რომელიც მასწავლებლის შეფასების/სქემაში მასწავლებლების განაწილების საფუძველზე მასწავლებელს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) მასწავლებლის შეფასება - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა, რომლის საფუძველზეც ხდება ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებულ მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან მასწავლებლის შესაბამისობის დადგენა; გ) კრედიტქულა - მასწავლებლის პროფესიული მიღწევების გაზომვისა და შეფასების ერთეული; დ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი - მასწავლებლის შეფასების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შექმნილი ჯგუფი; ე) მოქმედი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელსაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უკავია ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი მასწავლებლის თანამდებობა; ვ) მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა (შემდგომში - ელექტრონული სისტემა) - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული მონაცემთა ბაზა, რომელიც წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის ნაწილს. ელექტრონული სისტემის საშუალებით მასწავლებლები განაწილდებიან სქემაში და განხორციელდება მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა; ზ) საპრეტენზიო კომისია - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია, რომელიც განიხილავს მასწავლებლის შიდა შეფასების შედეგებთან და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ წარდგენილ წინადადებასთან დაკავშირებულ მასწავლებლის საპრეტენზიო განაცხადებს. მუხლი 3. სქემით განსაზღვრული სტატუსების მინიჭების წესი 1. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, მასწავლებლის შეფასებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასწავლებლისთვის მინიჭებული კრედიტქულების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის წარდგენის შესახებ. 2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ წინადადების განთავსება ელექტრონულ სისტემაში. 3. მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეწყვეტის შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი წინადადების ან/და საპრეტენზიო კომისიის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მასწავლებლისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის, ან მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ; ბ) მასწავლებლისათვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის, ან მენტორის სტატუსის შენარჩუნების შესახებ; გ) მასწავლებლისათვის პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსის, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის, ან მენტორის სტატუსის შეწყვეტის შესახებ. 4. მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან, შენარჩუნებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ მიღებული, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4. მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭების დადასტურება 1. მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭება დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით, რომლის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოფს მასწავლებლის სერტიფიკატების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის (შემდგომში - საგანმანათლებლო რესურსცენტრი) გადაცემას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია მასწავლებელი. 3. საგანმანათლებლო რესურსცენტრი მასწავლებლის სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამის პირებზე მასწავლებლის სერტიფიკატების გაცემას. |
დოკუმენტის კომენტარები