მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელი გზებისა და საშუალებების დამტკიცების შესახებ

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელი გზებისა და საშუალებების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 27/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.018458
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
73
20/02/2015
ვებგვერდი, 23/02/2015
430050000.10.003.018458
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელი გზებისა და საშუალებების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/02/2015 - 24/01/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №73

2015 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელი გზებისა და საშუალებების დამტკიცების შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 217 მუხლის მე-5 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1
ამ დადგენილების დანართის შესაბამისად, დამტკიცდეს ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელი გზები და საშუალებები“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



 

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელ გზებ და საშუალებები


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით (შემდგომში - სქემა) განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელი გზები და საშუალებები აღწერს  სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების პროცესსა და საშუალებებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს ამ დანართის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სქემით განსაზღვრული სტატუსი - პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, ან  უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან  წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი, რომელიც მასწავლებლის შეფასების/სქემაში მასწავლებლების განაწილების  საფუძველზე,  მასწავლებელს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) მასწავლებლის პროფესიული საქაღალდე - სქემით განსაზღვრული სტატუსის შესატყვისი კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტების (შემდგომში - დოკუმენტები) ორგანიზებული კრებული;

გ) თვითშეფასების კითხვარი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმა, რომლის საფუძველზეც მასწავლებელი ახორციელებს თვითშეფასებას, გეგმავს პროფესიულ საქმიანობას;

დ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორი (შემდგომში - ფასილიტატორი) - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი (მენტორი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც ირჩევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური საბჭო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით;

ე) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი - მასწავლებლის შეფასების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შექმნილი ჯგუფი;

ვ) განმავითარებელი შეფასება - მასწავლებლის შეფასება, რომელიც ეხმარება მასწავლებელს პროფესიულ განვითარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში;

ზ) გაკვეთილის შეფასების რუბრიკა -  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების სტანდარტიზებული  ინსტრუმენტი, რომელიც ეფუძნება გაკვეთილის შეფასების გაზომვად და ვალიდურ კრიტერიუმებს და არის მასწავლებლის გაკვეთილის შეფასების უნიფიცირებული ფორმა;

თ) მასწავლებლის სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების შეფასების რუბრიკა - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სტანდარტიზებული ინსტრუმენტი/ინსტრუმენტები, რომლითაც ფასდება მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტები;

ი) პრაქტიკოსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების  შესაბამისად;

კ) უფროსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის   სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული აქვს საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები;

ლ) წამყვანი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე,  შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებსა და სასწავლო რესურსებს, შედეგებს უზიარებს კოლეგებს;

მ) მენტორი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს  წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებისა და დამწყები მასწავლებლის  პედაგოგიურ პრაქტიკას.

ნ) საგნის გამოცდა - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდა;

ო) გარე დაკვირვება - საკლასო დაკვირვება, რომელიც  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში ხორციელდება ერთხელ;

პ) კრედიტქულა - მასწავლებლის პროფესიული მიღწევების გაზომვისა და შეფასების ერთეული;

ჟ) მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემა (შემდგომში - ელექტრონული სისტემა) - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ადმინისტრირებული ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომელიც წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემის ნაწილს. ელექტრონული სისტემის საშუალებით მასწავლებლები განაწილდებიან სქემაში და განხორციელდება მასწავლებლის საქმიანობის შედეგების ელექტრონული აღრიცხვა;

რ) სამოდელო გაკვეთილი - წამყვანი მასწავლებლის ან მენტორის მიერ ჩატარებული საჩვენებელი გაკვეთილი.

მუხლი 3. უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ გასავლელი გზა და საშუალებები

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსი მასწავლებლის გასავლელი გზა და გამოსაყენებელი საშუალებებია:

ა) პრაქტიკოსი მასწავლებლის თვითშეფასება  - პრაქტიკოსი მასწავლებელი, საკუთარი პროფესიული განვითარების მიზნით, თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით ახორციელებს თვითშეფასებას. პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია, შეავსოს თვითშეფასების კითხვარი;

ბ) ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა - თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე, პროფესიული საქმიანობის დაგეგმვის მიზნით, პრაქტიკოსი მასწავლებელი ადგენს ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას;

გ) ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის განხორციელება - პრაქტიკოსი მასწავლებელი ფასილიტატორის დახმარებით და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის რეკომენდაციების საფუძველზე, ახორციელებს ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას;

დ) საგნის გამოცდის ჩაბარება - პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია, ჩააბაროს იმ საგნის გამოცდა, რომელსაც ასწავლის;

ე) მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ გაკვეთილზე დაკვირვება - მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში არანაკლებ  ორჯერ აკვირდება პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას;

 ვ) მასწავლებლის პროფესიულ უნარებში პროფესიული განვითარების კურსის გავლა, რომელიც ორგანიზებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა დაწესებულების მიერ. სხვა დაწესებულების მიერ განხორციელებული პროფესიული განვითარების კურსი აუცილებელია იყოს აკრედიტებული  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) მასწავლებლის პროფესიულ  საქაღალდეში დოკუმენტების განთავსება - პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია, პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობების, ასევე დამატებითი საქმიანობების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები განათავსოს მასწავლებლის პროფესიულ  საქაღალდეში, ელექტრონულ სისტემაში, მისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში; 

თ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ პრაქტიკოსი მასწავლებლის შეფასება - მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებულ დოკუმენტებს, მასწავლებლის სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების შეფასების  რუბრიკის გამოყენებით, ანიჭებს მას კრედიტქულებს და იღებს გადაწყვეტილებას უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის  წარდგენის შესახებ.

მუხლი 4. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებლის მიერ გასავლელი გზა და საშუალებები

1. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებლის მიერ გასავლელი გზა და გამოსაყენებელი საშუალებებია:

ა) უფროსი მასწავლებლის თვითშეფასება - უფროსი მასწავლებელი, საკუთარი პროფესიული განვითარების მიზნით, თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით ახორციელებს თვითშეფასებას. უფროსი მასწავლებელი ვალდებულია, შეავსოს თვითშეფასების კითხვარი;

ბ) ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა - თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე, პროფესიულ საქმიანობის დაგეგმვის მიზნით, უფროსი მასწავლებელი ადგენს ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას;

გ) ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის განხორციელება - უფროსი მასწავლებელი ფასილიტატორის დახმარებით და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის რეკომენდაციების საფუძველზე, ახორციელებს ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას;

დ) მასწავლებლის პროფესიულ  საქაღალდეში დოკუმენტების განთავსება - უფროსი მასწავლებელი ვალდებულია, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები განათავსოს მასწავლებლის პროფესიულ  საქაღალდეში, ელექტრონულ სისტემაში მისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში;

ე) მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება - მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს უფროსი მასწავლებლის მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებულ დოკუმენტებს მასწავლებლის სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების შეფასების რუბრიკის გამოყენებით და ანიჭებს მას კრედიტქულებს;

ვ)  მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ გაკვეთილზე დაკვირვება - მასწავლებლის შეფასების ჯგუფი, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში, არანაკლებ  ორჯერ, აკვირდება უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას;

ზ) გარე დაკვირვება - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში, ერთხელ, აკვირდება უფროსი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და აფასებს მას გაკვეთილის შეფასების რუბრიკის გამოყენებით;

თ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება - მასწავლებლის შეფასებისა და მისთვის მინიჭებული კრედიტქულების საფუძველზე, მასწავლებლის შეფასების ჯგუფი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის  წარდგენის შესახებ.

 2. უფროს მასწავლებელს, რომელიც გაივლის გარე დაკვირვებას და რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

მუხლი 5. მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებლის მიერ გასავლელი გზა და საშუალებები

მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებლის მიერ გასავლელი გზა და გამოსაყენებელი საშუალებებია:

ა) წამყვანი მასწავლებლის თვითშეფასება - წამყვანი მასწავლებელი, საკუთარი პროფესიული განვითარების მიზნით, თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით ახორციელებს თვითშეფასებას. წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია, შეავსოს თვითშეფასების კითხვარი;

ბ) ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შედგენა - თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე, პროფესიული საქმიანობის დაგეგმვის მიზნით, წამყვანი მასწავლებელი ადგენს ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას;

გ) ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის განხორციელება - წამყვანი მასწავლებელი ფასილიტატორის დახმარებით და მასწავლებლის შეფასების ჯგუფის რეკომენდაციების საფუძველზე, ახორციელებს ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას;

დ) მასწავლებლის პროფესიულ  საქაღალდეში დოკუმენტების განთავსება - წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია, მენტორის სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები განათავსოს მასწავლებლის პროფესიულ  საქაღალდეში, ელექტრონულ სისტემაში მისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში;

ე) მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასება - მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს წამყვანი მასწავლებლის მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებულ დოკუმენტებს მასწავლებლის სავალდებულო აქტივობებისა და დამატებითი საქმიანობების შეფასების რუბრიკის გამოყენებით და ანიჭებს მას კრედიტქულებს;

 ვ) სამოდელო გაკვეთილის  ჩატარება - წამყვანი მასწავლებელი, მენტორის სტატუსის მინიჭებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი ვადის განმავლობაში, ატარებს სამოდელო გაკვეთილს/გაკვეთილებს, რომელსაც/რომლებსაც აკვირდება მასწავლებლის შეფასების ჯგუფი და შესაბამისი რუბრიკის გამოყენებით აფასებს მას და ანიჭებს მას კრედიტქულებს;

ზ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება - მასწავლებლის შეფასებისა და მისთვის მინიჭებული კრედიტქულების საფუძველზე, მასწავლებლის შეფასების ჯგუფი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის  წარდგენის შესახებ.