დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებისა და საქმიანობების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 76 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/02/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.10.003.018461 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/02/2015 - 24/01/2017)
|
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 217 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად: |
მუხლი 1 |
ამ დადგენილების დანართის შესაბამისად, დამტკიცდეს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებისა და საქმიანობების ჩამონათვალი. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებისა და საქმიანობების ჩამონათვალი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებისა და საქმიანობების ჩამონათვალის (შემდგომში - ჩამონათვალი) დამტკიცების მიზანია მასწავლებლის დახმარება მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით (შემდგომში - სქემა) განსაზღვრული სტატუსის მინიჭების/შენარჩუნების მიზნით კრედიტქულების დაგროვებაში. 2. სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობები და საქმიანობები ეფუძნება „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის #1014 ბრძანებით დამტკიცებულ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით (შემდგომში - მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი) განსაზღვრულ პროფესიულ მახასიათებლებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ჩამონათვალში გამოყენებულ ტერმინებს ამ ჩამონათვალის მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სქემით განსაზღვრული სტატუსი - პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი, რომელიც მასწავლებლის შეფასების/სქემაში მასწავლებლების განაწილების საფუძველზე მასწავლებელს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) პრაქტიკოსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომში - ეროვნული სასწავლო გეგმა) მოთხოვნების შესაბამისად; გ) უფროსი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული აქვს საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები; დ) წამყვანი მასწავლებელი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებსა და სასწავლო რესურსებს, შედეგებს უზიარებს კოლეგებს; ე) მენტორი - მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენტებისა და დამწყები მასწავლებლის პედაგოგიურ პრაქტიკას; ვ) თვითშეფასების კითხვარი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული ფორმა, რომლის საფუძველზეც მასწავლებელი ახორციელებს თვითშეფასებას, გეგმავს პროფესიულ საქმიანობას; ზ) მასწავლებლის შეფასების ჯგუფი - მასწავლებლის შეფასების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შექმნილი ჯგუფი; თ) კრედიტქულა - მასწავლებლის პროფესიული მიღწევების გაზომვისა და შეფასების ერთეული; ი) საგნის გამოცდა - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომში - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი) მიერ ორგანიზებული გამოცდა; კ) სამოდელო გაკვეთილი - წამყვანი მასწავლებლის ან მენტორის მიერ ჩატარებული საჩვენებელი გაკვეთილი; ლ) გარე დაკვირვება - საკლასო დაკვირვება, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში ხორციელდება ერთხელ. მუხლი 3. სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად სავალდებულო საქმიანობები სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად სავალდებულო საქმიანობები განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმით, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტითა და მასწავლებელსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით. მუხლი 4. სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობები 1. სქემით განსაზღვრული უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობებია: ა) თვითშეფასების კითხვარის წარმოება; ბ) საგნის გამოცდის ჩაბარება; გ) გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი; დ) მასწავლებლის პროფესიულ უნარებში პროფესიული განვითარების კურსის გავლა, რომელიც ორგანიზებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ან სხვა დაწესებულების მიერ. სხვა დაწესებულების მიერ განხორციელებული პროფესიული განვითარების კურსი აუცილებელია იყოს აკრედიტებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სქემით განსაზღვრული წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობებია: ა) თვითშეფასების კითხვარის წარმოება; ბ) გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს მასწავლებლის შეფასების ჯგუფი; გ) გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი; დ) საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. 3. სქემით განსაზღვრული მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობებია: ა) თვითშეფასების კითხვარის წარმოება; ბ) სამოდელო გაკვეთილის ჩატარება; გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევა; დ) მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი სასწავლო რესურსის ან რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა. 4. სქემით განსაზღვრული მენტორის სტატუსის შესანარჩუნებლად მენტორისათვის სავალდებულო აქტივობებია: ა) თვითშეფასების კითხვარის წარმოება; ბ) სამოდელო გაკვეთილის ჩატარება; გ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისი სასწავლო რესურსის ან რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა; დ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორობა; ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროების კვლევა; ვ) მასწავლებლების საჭიროების შეფასება და მის საფუძველზე მასწავლებლებისათვის პროფესიული განვითარების ღონისძიებების წარმართვა; ზ) სტუდენტების ან/და მასწავლებლების კონსულტაცია. მუხლი 5. გარდამავალი დებულებანი მასწავლებლისათვის, რომელსაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა სქემაში მასწავლებლების განაწილებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სქემით განსაზღვრული წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად, სავალდებულო აქტივობად ამ ჩამონათვალის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აქტივობების გარდა, სავალდებულოა ერთი გაკვეთილის წარმართვა, რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. |
დოკუმენტის კომენტარები