ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 07/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.139.016180
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
20/02/2015
ვებგვერდი, 24/02/2015
010260000.35.139.016180
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/02/2015 - 28/02/2018)

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2015 წლის 20 თებერვალი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ''გ.ბ'' ქვეპუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ''ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის N27 დადგენილება (ვებგვერდი, 23/07/2014 სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.139.016143).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე



ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური (შემდგომში _ "სამსახური") შექმნილია "ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსის" საქართველოს ორგანული კანონის, სხვა კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე;
2. სამსახური წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას მოქმედებს გამგეობის სახელით და რომელიც ვალდებულია   მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე;
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით;
4. სამსახურის მისამართია: ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. N5;

მუხლი 2. სამსახურის მიზნები და ამოცანები
1. სამსახურის საქმიანობის ძირითადი სფეროა მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების, სივრცითი-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება, არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი საქმიანობის მართვა.
2. მიზანი – ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა პერსპექტიული განაშენიანების განვითარების თვალსაზრისით;
3. ამოცანები:
ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საერთო სივრცით-ტერიტორიული სურათის ასახვა, ანალიზი და შემდგომი განახლება;
ბ)  ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვითარების გეგმაზომიერი და მეთოდური მოწესრიგება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის თვალსაზრისით;
გ)  ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება და შემდომი სრულყოფა.
დ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პერსპექტიული განაშენიანების ხედვის ჩამოყალიბება და ასახვა;

მუხლი 3. ფუნქციები
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების და ობიექტების მეთოდური შესწავლა, მონიშვნა, აღწერა, ასახვა, საინფორმაციო ბანკის შექმნა და ინფორმაციის განახლება მიმდინარე ვითარების საერთო სურათის წარმოდგენის მიზნით;
2. საერთო სურათის ანალიზი, კრიტიკული წერტილების დადგენა და ინფორმაციის მომზადება მუნიციპალიტეტის გამგებელთან წარსადგენად მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ პროექტებში მისი გათვალისწინებისა და გამოყენების მიზნით;
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულებების საფუძველზე მოამზადოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესები;
4. დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული "განაშენიანების რეგულირების წესების" შესაბამისად განახორციელოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების საკითხების რეგულირება;
5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე დასვას საკითხი ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სივრცით_ტერიტორიული მოწყობის სქემის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებათა ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაციათა შემუშავებისათვის საჭირო თანხების გამოყოფის შესახებ;
6. კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ზედამხედველობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავებისა და ქალაქთმშენებლობის პროცესზე;
7. უზრუნველყოს დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმება;
8. განახორციელოს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა;
9. მოამზადოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტები საჯარო განხილვისათვის;
10. მოამზადოს და ინვესტორებზე (დამკვეთებზე) გასცეს შენობა-ნაგებობის დაპროექტებაზე, ასევე სივრცითი მოწყობის დაგეგმვის დოკუმენტაციათა დამუშავებაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები;
11. გაცემული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების  შესაბამისად განიხილოს და შეითანხმოს შენობა-ნაგებობების (მათ შორის ხაზოვანი ობიექტების), მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტები და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციები;
12. უზრუნველყოს ''`მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" დადგენილების შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ჩართვა;
13. კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით მოამზადოს დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვების გასაცემად მისი  კომპეტენციის ფარგლებში;
14. განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი, მის კონტროლს დაქვემდებარებული, სამშენებლო ობიექტების სისტემატური შემოწმება;
15. უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ინტერესების  დაცვა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე;
16. მისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს შენობა-ნაგებობების ვარგისიანად აღიარებისათვის (ექსპლუატაციაში მიღება) ადმინისტრაციული წარმოების და დასკვნის  მომზადების სამუშაოების ჩატარება;
17. განახორციელოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო  შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი არსებული წესის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
18. პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის შესაბამისად წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სხვა პირის ჩართვის უზრუნველყოფა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება.

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისგან;
2. სამსახურის ქვედანაყოფებია:
ა)  ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილება;
ბ)  არქიტექტურის და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილება;
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის    უფლებამოსილებები და სამსახურეობრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
4. სამსახურის განყოფილებები შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

მუხლი 5. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
გ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის.
დ)  ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა ფუნქციებს და უფლებამოსილებებს.
ე)  გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების,საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ.
ვ)  განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; განსაზღვრავს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს თავის კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
თ)  გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოების შესახებ;
ი)   ანგარიშვალდებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე;

მუხლი 6. ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილების ფუნქციები
1. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების განსაზღვრა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
2. არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და განვითარების, ახალი ინფრასტრუქტურული მშენებლობის პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.
4. მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე პროექტის მომზადება;
5. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ჩართვის უზრუნველყოფა;
6. IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინსტრაციული წარმოების პროცესში საამშენებლო საქმიანობის პოლიტიკის განმსაზღვრელ შესაბამის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმების უზრუნველყოფა;
7. საამშენებლო საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მონიტორინგის განხორციელება, მათ შორის უნებართვო მშენებლობის გამოვლენის მიზნით;
8. საამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენისას, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მისი უფლებამოსილების ფარგლებში, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
9. გარე რეკლამის განათვსების რეგულირება;
10. ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შშმ პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის ინფრასტრუქტურის სათანადო ადაპტირების და აღჭურვის უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელება;
11. მისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს შენობა-ნაგებობების ვარგისიანად აღიარებისათვის (ექსპლუატაციაში მიღება) ადმინისტრაციული წარმოების და დასკვნის  მომზადების სამუშაოების ჩატარება.
12. მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, დადგენილ ვადებში განიხილოს და გასცეს პასუხი მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
13. სამსახურში არსებული საამშენებლო დოკუმენტაციის უსაფრთხო შენახვის და დაცვის უზრუნველყოფა;
14. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული და სამსახურის ფუნქცინირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულება.
15. პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის შესაბამისად წარმოდგენილი განცხადებების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სხვა პირის ჩართვის უზრუნველყოფა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება.

მუხლი 7. არქიტექტურის და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციები
1. არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და განვითარების, ახალი ინფრასტრუქტურული მშენებლობის პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე (საქონელი, სამუშაო, მომსახურება) მონიტორინგი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების, ამოცანებისა და პირობების შესრულებაზე სრული კონტროლის განხორციელება.
3. სახელმწიფო შესყიდვის შესრულების უზრუნველმყოფი ღონისძიებების განხორციელება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ხელშეკრულებით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
4. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვასა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფის და დგომა/გაჩერების წესების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
5. მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, დადგენილ ვადებში განიხილოს და გასცეს პასუხი მათ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; შეადგინოს და აწარმოოს საინფორმაციო ბაზა მოსახლეობაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ სახეობების მიხედვით, წარმოადგინოს პრობლემის გადამჭრელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების პროექტი;
6. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული და სამსახურის ფუნქცინირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულება.
7. დასახლებათა ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების შემუშავება და განსახილველად წარდგენა.
8. ახალი მშენებლობით განპირობებული არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოების პირობების შესწავლა;
9. მონიტორინგი სამშენებლო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის უნებართვო მშენებლობის გამოვლენის მიზნით.

მუხლი 8. დასკვნითი დებულებანი
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური დებულების გაუქმება ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს დებულება, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
3. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;