დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010170000.10.003.018443 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №638 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/12/2014, 010170000.10.003.018258) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის“ (დანართი №1):
1. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მენაშენე - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებული ამხანაგობა, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ფლობს მოქმედ მშენებლობის ნებართვას და ამ ნებართვის საფუძველზე, დაპროექტებული და/ან დაწყებული და/ან დამთავრებული აქვს მშენებლობა და/ან დასრულებული საცხოვრებელი ფართ(ებ)ი რეგისტრირებული აქვს საკუთრებაში;“.
2. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საკონკურსო წინადადება – კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, მენაშენის მიერ სამინისტროში წარდგენილი განაცხადი, რომელიც შეიცავს იურიდიული პირებისათვის, ამ პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის ,,ბ.ა“, ფიზიკური პირებისათვის - „ბ.ბ“, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებული ამხანაგობებისათვის - „ბ.ბ1“ ქვეპუნქტებში მითითებულ ყველა დოკუმენტს და „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ მენაშენეების მიერ წარსადგენ დამატებით დოკუმენტაციას;“.
3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს „ბ.ბ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ბ.ბ1) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებული ამხანაგობებისათვის: ბ.ბ1.ა) ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი; ბ.ბ1.ბ) ხელშეკრულებით უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილება პროგრამაში მონაწილეობის თანხმობის თაობაზე; ბ.ბ1.გ) ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან ამხანაგობის რეგისტრაციისა და მის რეორგანიზაციაზე/ლიკვიდაციაზე საქმის წარმოების არ მიმდინარეობის თაობაზე; ბ.ბ1.დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ცნობა/ამონაწერი მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე; ბ.ბ1.ე) ცნობა სასამართლოდან ამხანაგობის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები