დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 130 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018539 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №130
2015 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროგრამის „მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის“ (პროგრამული კოდი: 24 01 03 02) ფარგლებში, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
1. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სარეკლამო-საინფორმაციო და მარკეტინგული მასალების დამზადება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და სხვა სარეკლამო საშუალებებზე (მათ შორის, ტელევიზიებში, რადიოში, გარე რეკლამის საშუალებებზე, ბანერებზე, ბილბორდებზე, ინტერნეტში, საერთაშორისო და ადგილობრივ ბეჭდვით მედიაში და სხვ.) სარეკლამო-საინფორმაციო მასალების განთავსება, სხვადასხვა სახის პროდუქციის ბეჭდვა, პრეზენტაციების და ღონისძიებების ორგანიზება, სპეციალური სასწავლო კურსების, ტრენინგების და პროგრამების ორგანიზება, სასწავლო-მეთოდოლოგიური მასალების მომზადება.
2. ექსპორტის სპეციალური სასწავლო კურსების და პროგრამების ორგანიზება, სასწავლო-მეთოდოლოგიური მასალების მომზადება.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები