ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 08/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.172.016068
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6
30/01/2015
ვებგვერდი, 05/02/2015
210070000.35.172.016068
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/02/2015 - 15/06/2015)

 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2015 წლის 30 იანვარი

ქ. ამბროლაური

 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „დ.ბ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვისა და გაუვნებლების მომსახურებისათვის განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ფიზიკურ პირთათვის მოსაკრებელი განისაზღვროს 0,50 თეთრის ოდენობით თვეში ერთ სულზე და არაუმეტეს ოჯახზე 2 (ორი) ლარისა.
მუხლი 3
დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის  ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 4
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლების ხარჯები დაიფაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



დანართი №1
დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა

საქმიანობა

ზომის ერთეული

წლიური დაგროვების ნორმა 3

მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარი)

1

2

3

4

5

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები

საერთო ფართის 1მ2

0.02

0.02

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო დაწესებულებები

საერთო ფართის 1მ2

0.04

0.04

3

თეატრი და კინოთეატრი

მაყურებლის ერთი სავარძელი

0.17

0.18

4

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები

ერთ მოსწავლეზე

0.198

0.1

5

სასტუმროები

ერთი საწოლი

0.48

0.5

6

საავადმყოფო

ერთი საწოლი

0.64

0.67

7

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები

საერთო ფართის 1მ2

0.09

0.09

8

სტომატოლოგიური კაბინეტები

საერთო ფართის 1მ2

0.14

0.15

9

სასურსათო საქონლის მაღაზიები

სავაჭრო ფართის 1მ2

0.38

0.4

10

სამრეწველო საქონლის მაღაზიები აფთიაქი

სავაჭრო ფართის 1მ2

0.13

0.14

11

შერეული საქონლის მაღაზიები

სავაჭრო ფართის 1მ2

0.23

0.24

12

ბაზრობები

საერთო ფართის 1მ2

0.21

კვირაობით 0.08

ყოველდღიურად 0.12

13

ბენზოგასამართი სადგურები

საერთო ფართის 1მ2

0.05

0.05

14

ავტო ტექ. მომსახურების ადგილები

ღია საერთო ფართის 1მ2

0.01

0.01

დახურული საერთო ფართის 1მ2

0.8

0.08

15

აბანოები

საერთო ფართის 1მ2

0.1

0.1

16

სადალაქოები, სილამაზის სალონები

საერთო ფართის 1მ2

0.2

0.20

17

შენობის შიგნით მიმდინარე სამეწარმეო  საქმიანობა, საყოფაცხოვრებო მომსახურ. ობიექტები

საერთო ფართის 1მ2

0.13

0.14

18

რესტორნები, სასადილოები, კაფეები

ერთი დასაჯდომი ადგილი

0.48

0.5

19

საცხობები

სამუშაო ფართის 1მ2

0.14

0.15

20

საავტომობილო სადგურები

ღია ფართის 1მ2                         

0.004

0.004

დახურული ფართის 1მ2

0.04

0.04

21

საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები

საერთო ფართის 1მ2

0.004

0.004

22

სარიტუალო და საბანკაეტო დარბაზები

ერთი დასაჯდომი ადგილი

0.3

0.3

     ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება

     მ=გXრ

     მ - ერთი თვის მოსაკრებელი

     გ - მოსაკრებლის განაკვეთი

     რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი ოდენობა

  შენიშვნა: 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება ქ. ამბროლაურში შეადგენს 12,5 ლარს.


 

დანართი №2

 

დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

   წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“, „მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელ სუბიექტთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.

მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ინსტრუქცია აწესრიგებს ქალაქ ამბროლაურის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება–მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში მოსაკრებელი) წარმოადგენს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში.
4. დასუფთავების წესების დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
5. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას უფლება აქვს მოსაკრებლის ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება.

მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა სუბიექტი.

მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურეობის ორგანიზებასა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს.
2. მოსაკრებელი გაიანგარიშება დაგროვების ნორმის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის მიერ დაკავებული შესაბამისი ფართის, ადგილის მიხედვით.
3. გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სასურველია შენახულ იქნეს 1 წლის განმავლობაში.
4. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
5. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.

მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება
1. გადამხდელი პირისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მომსახურების მიღებისათვის.
2. ნარჩენის წარმომქმნელ სუბიექტს მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება შეუწყდება იმ თვის დასრულებასთან ერთად, რომელ თვეშიც მან შეწყვიტა ნარჩენების წარმოქმნა.

მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე.

მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბმის ანგარიშზე საბანკო ანგარიშსწორების საშუალებით ან/და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად ხელშეკრულება გაფორმებული იურიდიული პირის მიერ დადგენილი წესით.
2. მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 25 დღის განმავლობაში.
3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.