ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.139.016176
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/02/2015 - 19/02/2016)

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2015 წლის 30 იანვარი

ქ. ბორჯომი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2  პუნქტის, 120-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების“  მე-11 მუხლის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდებს  ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონში გამარჯვების დამდასტურებელი  თანდართული  ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება)  ფორმა  (დანართი №1).
მუხლი 2
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების  პირობებით და პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა დანართი №2,   დანართი №3.
მუხლი 3
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების  საკუთრებაში გადაცემისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა დანართი  №4.
მუხლი 4
ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანდართული ფორმის ტექსტი შესაძლებელია შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობისა და საპრივატიზებო/სარგებლობის უფლების  ობიექტის თავისებურების გათვალისწინებით.
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №36 დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის, აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელი ტიპიური ფორმების და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ (სსმ, 55, 25/11/2010, სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.139.016008).
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე



აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება)

დანართი №1

ბორჯომის   მუნიციპალიტეტი

 

აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

 

ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება)

 

N-----

 

„------“„-----  ---------“ 20  წელი                                                                                         ქ. ბორჯომი

აუქციონში  გამარჯვებული პირის/ოქმის  ადმინისტრაციული დაპირების მიმღები პირის მონაცემები:

 

 

 

სახელი გვარი/დასახელება   ------------/-----------------

 

პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი  ------------------------------------------

 

მისამართი --------------------------------------------------------------------------------

 

წარმომადგენელი/მიმდობი პირი ------------------------------------------------------

 

აუქციონზე შეძენილი ქონების მონაცემები:

 

მისამართი ან/და სხვა.--------------------------------------------------------------------

 

საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი N ----------------------------------------------

 

უძრავი ქონების ფართობი კვ.მ; წილის ოდენობა და სხვა-----------------------------------------------------

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ჩატარებული აუქციონის შესახებ ინფორმაცია:

 

ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი (ლარში) -------------------------------

 

აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შემოთავაზებული ფასი (ლარში) -------------------------------

 

ჩატარებული აუქციონის მონაცემები:

 

აუქციონის ჩატარების თარიღი-----------------------------------------------------------------

 

აუქციონის N --------------------------------

 

აუქციონის ლოტის N -----------------------

ჩატარებული აუქციონის პირობები:

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სრული საპრივატიზაციო საფასურის გადახდის ბოლო ვადა

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

შეზღუდვა:-------------------------------------------------------------------------------------------------------------

აუქციონატორი                                                         

 (ხელმომწერი)   

 ------------------------------------------------                                                               

 (რეკვიზიტები)              (ხელმოწერა) .


პირობებით გამოცხადებული აუქციონის

 ხელშეკრულება


 

დანართი №2

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

პირობებით გამოცხადებული აუქციონის

 

 ხელშეკრულება

 

N-----

 

“-------” “--------    ------------------”                                                                   ქ. ბორჯომი

                    (რიცხვი, თვე, წელი)

 

წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 (აუქციონში გამარჯვებულის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ პირადი N, იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი,  პირადი N, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)

მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-- წლის  N----------   დადგენილების საფუძველზე

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა)

             

მდებარე ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 (ქონების  მისამართი)

 

 ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური: ----------------    (----------------------------------------) ლარი.

                                                                   (ციფრებით)       (სიტყვიერად)

შემდგომი პრივატიზების მიზნით ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველის მიერ ჩატარებულ ----N--- აუქციონზე  N------- ლოტზე  მის მიერ

 

შემოთავაზებული ფასის: ---------------------------–––––––----------------------------------

                                         (ციფრებით)                     (სიტყვიერად)

საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – აუქციონში გამარჯვებული) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-- წლის N--- დადგენილების საფუძველზე,  აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი  N---- ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი  ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

   (შემდგომში– ქონება)

(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი,  ქონების სხვა აღწერილობა)

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

(აუქციონის პირობები:)

ა) აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური: ---------  (-----------------------)  ლარი

                                                                                                     (ციფრებით)                  (სიტყვიერად)

გადაიხადოს  აუქციონის ჩატარებიდან --------------------------------------------------------------ვადაში

                                                                          (აუქციონის პირობებით გათვალისწინებული ვადა)

 

შემდეგ საბანკო ანგარიშზე -

 

) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ბ) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გ) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დ) -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სხვა პირობები და ვალდებულებები:

1.  ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში  შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე, აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში,  ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია,  შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათ შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია აუქციონატორს.

3. აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გადასცეს სხვას სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

4. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში,  პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იგივე პირობებით, რაც გათვალისწინებულია  ოქმითა და წინამდებარე ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წინასწარ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.

5. შეძენილი ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს აუქციონში გამარჯვებულის უფლებამონაცვლეს.

6. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს  მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

7.  ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:

ა) ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში,  სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1% - დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ)საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% - დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ)აუქციონში გამარჯვებულის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე - აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%.

8. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი „ბე“ ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება;

9. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის, მომსახურების საფასურის და განვადების საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და  შეძენილი ქონების სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ.   ხოლო, წილებისა და აქციების შემთხვევაში - შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.

10. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ქონების შემძენი.

11.  აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი „ბე“ ჩაითვლება ანგარიშსწორებისას.

12.      ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან.

13.      იმ შემთხვევაში თუკი  ოქმითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულია შეზღუდვები, აღნიშნული განიხილება როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვისა და განვითარებისთვის გასათვალისწინებელი პირობა.

14.      პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით.

15.      წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

16.      პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა  3  წელი.

17.      ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი რჩება გამყიდველს, ხოლო ერთი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს.

18.      აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს, და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას.

19.      ხელშეკრულებას, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:

ა) ამონაწერი საჯარო და/ან სამეწარმეო  რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია,  იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

 

      აუქციონატორი:   

       (ხელმომწერი)

 

------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------

      (რეკვიზიტები)                                                                       (ხელმოწერა)        

 

 

აუქციონში გამარჯვებული პირი

 

          (ხელმომწერი)

--------------------------------------------------               -------------------------------

          (რეკვიზიტები)                                                      (ხელმოწერა)

           

 

----------------------------------    ბეჭდის ადგილი         


პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის

 ხელშეკრულება

 

დანართი №3

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტი

 

 პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის

 

 ხელშეკრულება

 

N-----

 

“-------” “--------    ------------------”                                                                   ქ. ბორჯომი

                    (რიცხვი, თვე, წელი)

 

წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმდა  - 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

(აუქციონში გამარჯვებულის -  ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ პირადი N, იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება საიდენტიფიკაციო კოდი, წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი N, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)

მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20-- წლის N----------   დადგენილების საფუძველზე

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა)

                       

მდებარე - ---------------------------------------------------------------------------------------------------

                                     (ქონების   მისამართი)

 

 ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური: -----------------------    (-----------------------------) ლარი.

                                                                                   (ციფრებით)                  (სიტყვიერად)

შემდგომი პრივატიზების მიზნით ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების მმართველის  მიერ გამართულ ----N----აუქციონზე N ---- ლოტზე მის მიერ

 

 

შემოთავაზებული ფასის: ---------------------------–––––––----------------------------------

                                                        (ციფრებით)                                    (სიტყვიერად)

საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ბორჯომის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 -- წლის  N----------   დადგენილების საფუძველზე, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი  N ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი  ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                                                                                                                           (შემდგომში– ქონება)

(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი,  ქონების სხვა აღწერილობა)

 

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

 

(აუქციონის პირობები:)

ა) აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასური:  --------  (----------------------)  ლარი

                                                                                                                            (ციფრებით)                  (სიტყვიერად)

გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან  30  (კალენდარული) დღის ვადაში

 

შემდეგ საბანკო ანგარიშზე -

 

ა)___________________________________________________________________________

ბ)___________________________________________________________________________

გ)___________________________________________________________________________

დ)___________________________________________________________________________

 

სხვა პირობები და ვალდებულებები:

 

1. ოქმისა და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში  შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე, აუქციონში გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა მფლობელობაში,  ამასთან, აუქციონში გამარჯვებული პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

2.აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, აუქციონის პირობები, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3ю  აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან  შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.

4. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს  მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

5.  თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის სრულ საპრივატიზებო საფასურს და მომსახურების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი „ბე“ ან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ უნაზღაურდება;

6.აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი „ბე“ ჩაითვლება ანგარიშსწორებისას.

7. ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე  საკუთრების უფლება გადადის სრული საპრივატიზებო საფასურის და მომსახურების საფასურის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და  შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. 

8.საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ქონების შემძენი.

9.      წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10.  პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა  3  წელი.

11.  ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი რჩება  გამყიდველს, ხოლო ერთი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს.

12.  აუქციონში გამარჯვებული ადასტურებს, რომ გაეცნო, ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე  ხელშეკრულებას.

13.   ხელშეკრულებას, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:

ა)  ამონაწერი საჯარო და/ან სამეწარმეო  რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული  პირია,  იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) იმ შემთხვევაში თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

             აუქციონატორი:   

              (ხელმომწერი)

---------------------------------------------------------                            --------------------------------

             (რეკვიზიტები)                                                                         (ხელმოწერა) 

აუქციონში გამარჯვებული პირი

              (ხელმომწერი)

-----------------------------------------------------------------               -------------------------------

              (რეკვიზიტები)                                                                        (ხელმოწერა)

       

----------------------------------    ბეჭდის ადგილი        

 


totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.