დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პირის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოში წარდგენისა და საბჭოდან გამოწვევის წესის, საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის (დებულების) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 ნოემბრის №630 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.018406 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პირის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოში წარდგენისა და საბჭოდან გამოწვევის წესის, საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის (დებულების) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 25 ნოემბრის №630 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/11/2014, 010220020.10.003.018249) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პირის ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოში წარდგენისა და საბჭოდან გამოწვევის წესის, საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის (დებულების) დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. განისაზღვროს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს (შემდგომში − საუწყებათაშორისო საბჭო) შემდეგი ძირითადი შემადგენლობა: − საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე, საბჭოს თავმჯდომარე; − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; − საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; − საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე; − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; − საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე; − საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; − საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე; − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი; − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; − საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი; − საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი;
ეთხოვოთ საუწყებათაშორისო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა:
− საქართველოს სახალხო დამცველს; − საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს; − საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს; − საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის ანალიტიკური განყოფილების უფროსს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები