დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 15 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/01/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2015 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 14/02/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010170000.10.003.018399 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/01/2015 - 23/09/2015)
|
„ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები |
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ამ ღონისძიებების მიზანია საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ზოგადი განათლების უფლების რეალიზებისათვის აუცილებელი გარემოს შექმნა და ზოგადი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მუხლი 2. ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები 1. საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აწვდის საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე იმ პირების ოჯახების შესახებ მონაცემებს, რომლებსაც ჰყავთ ზოგადი განათლების მიღებას დაქვემდებარებული 18 წლამდე ასაკის შვილ(ებ)ი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების წევრთა (დედა, მამა ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი) მონაცემები უნდა შეიცავდეს პირის: ა) დროებითი საიდენტიფიკაციო ან დროებითი ბინადრობის მოწმობით მინიჭებულ პირად ნომერს; ბ) სახელსა და გვარს; გ) დაბადების თარიღს (რიცხვი/თვე/წელი); დ) სქესს; ე) მოქალაქეობას; ვ) სტატუსს; ზ) ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს საქართველოში. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს წელიწადში ორჯერ, 30 ივლისს და 30 ნოემბერს. 4. საქართველოში თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლებისათვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საბოლოო გადაწყვეტილების, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის სტატუსის შეწყვეტის ან გაუქმების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ინფორმირებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წერილობით. 5. საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარდგენილი მიმართვის საფუძველზე საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ბ) თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება და დაფინანსება, ქართულ ენაში უნარ-ჩვევებისა და ცოდნის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) იმ დონეზე შესაძენად, რომელიც აუცილებელია ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად; გ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ შესაბამის კლასში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის მეშვეობით სწავლება; ე) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლისა და ზოგადი განათლების მიღებისთვის აუცილებელი საგანმანათლებლო რესურსის გამოყოფა. 6. თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე მოსწავლეთა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი, პროგრამის შინაარსი, განხორციელების ვადები და დაფინანსების წესი განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით. მუხლი 3. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დადგენილი წესით უგზავნის ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ყოფითი პირობებისა და მათი სახელმწიფო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სწავლების შესაძლებლობის შესახებ, ასევე, მათი სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის პირობებისა და შესაძლებლობის თაობაზე. მუხლი 4. დაფინანსების წყარო საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი, დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ან დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სახსრების ფარგლებში. |
დოკუმენტის კომენტარები