ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.170.016082
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
16/01/2015
ვებგვერდი, 22/01/2015
210020010.35.170.016082
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/01/2015 - 23/01/2018)

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2015 წლის 16 იანვარი

ქ. ზუგდიდი

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, 16-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ–ბ“ ქვეპუნქტის და 93-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს კანონის ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტისა და 121 მუხლის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 20-ე მუხლის და „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტის №34 დადგენილების საფუძველზე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების  მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია  დანართის შესაბამისად.  (დანართი თან ერთვის)  
მუხლი 2
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ამოქმედდეს „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვიტს №34 დადგენილების მე-2 მუხლი.
მუხლი 3
1. ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია



         ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის

გადახდის ინსტრუქცია


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში–ინსტრუქცია) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს კანონის ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საფუძველზე და განსაზღვრავს ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციას.

2. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს  ქალაქ ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი) წარმოადგენს  ქალაქ ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

 


მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
1. მოსაკრებლის გადამხდელია   ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი.

2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განსაზღვრულია 0.5 ლარით თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განსაზღვრულია 4 სულით.

3. მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. სს „ენერგო-პროჯორჯია“-სთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად ერთობლივი მოკვლევის საფუძველზე  აბონენტთა მონაცემების ბაზის შექმნითა და პროგრამული უზრუნველყოფის   შემდგომ  სს „ენერგო-პროჯორჯია“-ს მიერ ელექტროენერგიის გადახდის ქვითარში დაფიქსირდება აბონენტის მიერ  დასუფთავების გადასახდელის ოდენობა,  რომლის გადახდა მოხდება განცალკევებულად და არ არის დამოკიდებული გახარჯული ელექტროენერგის  ოდენობაზე.

4. მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნას ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.

6. ქვითარი შენახულ უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.  

7. მესაკუთრე ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშიც  წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ოჯახის წევრთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.

8. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.


მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე (ოჯახი),  რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის თანახმად ნაკლებია კანონით მიღებულზე (დადგენილზე).

2. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.

3. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის საცხოვრებელ ადგილას არ ყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.


მუხლი 4. მოსაკრებლის  ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.

მუხლი 5. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს   ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე  ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საფუძველზე.

2. ქვითრის ტიპიური ფორმის სავალდებულო რეკვიზიტებია:

ა) მესაკუთრის მონაცემები;

ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;

გ) გადასახდელი თანხა;

დ) გადახდის ვადა;

 ე) გადახდის ადგილი.

3. მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ.  

4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

5. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, ითვლება დასუფთავების ინსტრუქციის დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს  კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები.

 

 



ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.