დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 16/01/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.018387 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის I თავის:
1. პირველი მუხლის „დ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ5) ლიზინგის საგანი - პროგრამის ფარგლებში, ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარზე ლიზინგით გაცემული ქონება;“. 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 (ათი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, კრედიტის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან 29 (ოცდაცხრა) თვის განმავლობაში; ბ) კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე კომერციული ბანკის მიერ მოთხოვნილი კრედიტის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხის 50 (ორმოცდაათი) პროცენტის, მაგრამ არა უმეტეს 600 000 (ექვსასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის ვალდებულების წარმოშობის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კრედიტი გაიცემა არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობის მიზნით.“. 3. 61 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოცულობების ფარგლებში, უზრუნველყოფს ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული არა უმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 12 (თორმეტი) პროცენტის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ღირებულებაზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთისა, სააგენტოსა და პროგრამის ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გაფორმებიდან 29 (ოცდაცხრა) თვის განმავლობაში.“; ბ) მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სალიზინგო პროექტის რეფინანსირების შემთხვევაში, არ უნდა გაიზარდოს სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსების თავდაპირველი ვადა, ლიზინგის საგნის ღირებულება და მასზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები