„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1777
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 18/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 02/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 140.060.000.05.001.001.916
  • Word
1777
24/06/2005
სსმ, 40, 18/07/2005
140.060.000.05.001.001.916
„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტი – საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება, სამედიცინო დაწესებულება, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობები.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სოციალური და ეკონომიკური სტიმულირების ღონისძიებათა განხორციელება;“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-11 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განახორციელონ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე;“;

ა.ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულების კონტროლისა და დარღვევების აღკვეთის მიზნით ჩაატარონ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის სახანძრო-ტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდნენ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტში, თუ არსებობს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები, რომლებიც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანის უსაფრთხოებას;“;

ა.გ) „ზ“ – „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან დასაბუთებული გადახვევის ან ასეთი მოთხოვნების არარსებობის შემთხვევაში განიხილონ და შეითანხმონ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის მშენებლობის, კაპიტალური შეკეთების, რეკონსტრუქციის, გაფართოების, ტექნიკური გადაიარაღებისა და ქალაქთმშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;

თ) სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისობის ფარგლებში ჩაატარონ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის საპროექტო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შერჩევითი შემოწმება იმ საწარმოებში, რომლებიც ასრულებენ საპროექტო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოებს;

ი) გასცენ შესასრულებლად სავალდებულო მიწერილობები სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის მიმართ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის აღმოსაფხვრელად;

კ) მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩერონ სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის ექსპლოატაცია თუ გამოავლენენ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევებს ან მათ შეუსრულებლობას, რაც ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას ან/და ემუქრება ადამიანთა უსაფრთხოებას;“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. აკრძალულია სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელება იმ ობიექტებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ამ კანონის მიხედვით სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს.“.

5. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26. ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა

ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა ნებაყოფლობითია და ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

6. 29-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

8. 31-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საწარმოების და სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის უფლება-მოვალეობები სახანძრო უსაფრთხოების სფეროში“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები;“;

ბ.ბ) „ბ“, „ვ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის მიმართ ვრცელდება ამ მუხლით საწარმოებისათვის გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები. ამასთან, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის ადმინისტრაცია ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების თანამდებობის პირთა შესვლა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის ტერიტორიებზე, შენობებში, ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე;

ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების თანამდებობის პირთა მოთხოვნით წარმოადგინოს მონაცემები და დოკუმენტები სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, მათ ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრებისა და მათი შედეგების შესახებ.“.

9. 33-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 24 ივნისი.

№1777რს