„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1752
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 11/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.05.001.001.901
  • Word
1752
23/06/2005
სსმ, 36, 11/07/2005
110.050.000.05.001.001.901
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქმის განხილვისას მოსამართლის მიერ კანონის უხეში ან/და არაერთგზის დარღვევა;“;

ბ) შენიშვნის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონის უხეშ დარღვევად ჩაითვლება კანონმდებლობის არსებითი დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა (ან შეეძლო მიეყენებინა) პროცესის მონაწილის ან მესამე პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. კანონის არაერთგზის დარღვევად ჩაითვლება კანონმდებლობის 3-ჯერ და მეტჯერ დარღვევა. მოსამართლის მიერ კანონის უხეშ ან/და არაერთგზის დარღვევად არ ჩაითვლება კანონის არასწორი განმარტება, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსამართლის შინაგანი რწმენა.“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დისციპლინური სახდელებია:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) მკაცრი საყვედური;

დ) მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება;

ე) საერთო სასამართლოს მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვა.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის მიმართ გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი.“.

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ან საბჭოს სხვა წევრი (ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის დავალებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელე) მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ საჩივრის, განცხადების ან სხვა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისი მიღებიდან ორ თვეში წინასწარ ამოწმებს დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობას, რის შედეგადაც შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დადგენილებას (გადაწყვეტილებას) იღებს მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის ან დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. წინასწარი შემოწმების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ორი კვირით ან შეჩერდეს წინასწარი შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში.“.

4. 35-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სადისციპლინო კოლეგიის წევრის აცილების შესახებ შუამდგომლობა აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს, თუ არსებობს ამ კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე გარემოება.“.

5. 56-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადისციპლინო კოლეგია მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს, თუ კონკრეტული დისციპლინური გადაცდომების სიმძიმის, რაოდენობის, ასევე მისი საერთო საქმიანი და მორალური რეპუტაციის გათვალისწინებით კოლეგია მიზანშეუწონლად მიიჩნევს ამ მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების გაგრძელებას. სადისციპლინო კოლეგიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ კანონის მძიმე ან/და არაერთგზის დარღვევა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 ივნისი.

№1752–რს