„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3007-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2015
ძალაში შესვლის თარიღი 15/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 400000000.05.001.017597
3007-რს
26/12/2014
ვებგვერდი, 12/01/2015
400000000.05.001.017597
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. წყლის დანაგვიანებისა და დაბინძურებისაგან დაცვა

 1. აკრძალულია წყლის ობიექტებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების ჩაყრა.

 2. აკრძალულია ზღვაში, წყლის სხვა ობიექტებში და მათი დაცვის ზოლებში ტოქსიკური, რადიოაქტიური და სხვა სახიფათო ნარჩენების განთავსება და დამარხვა.

 3. წყლის ტრანსპორტის, მილსადენების, წყლის ობიექტებზე არსებული მცურავი და სხვა ნაგებობების მფლობელები, ხეტყის დამცურებელი ორგანიზაციები, აგრეთვე სხვა ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, არ დაუშვან წყლის დანაგვიანება და დაბინძურება ზეთის, მერქნის, ქიმიური პროდუქტების, ნავთობის, მინერალური და ორგანული სასუქების, შხამქიმიკატების და სხვა პროდუქტების დანაკარგებით.

 4. ხეტყის დამცურებელი ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, რეგულარულად გაწმინდონ დაცურების გზები ჩაძირული და მოტივტივე მერქნისაგან.

 5. აკრძალულია ტივად შეუკრავი ხეტყის დაცურება.

 6. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, არ დაუშვან წყალშემკრები აუზების, წყალსატევების, თოვლის, ყინულის, მყინვარების და თოვლის მუდმივი საფრის დანაგვიანება და დაბინძურება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენებითა და გამონაბოლქვით, რომელთა ჩარეცხვა გააუარესებს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხს.

 7. მიწის მესაკუთრე და მიწით მოსარგებლე ვალდებული არიან, არ დაუშვან წყლის დაბინძურება მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით.

 8. აკრძალულია წყალმომარაგების სათავე ნაგებობებთან ახლოს და მათი სანიტარიული დაცვის ზონებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების დაგროვება, ჩამდინარე წყლებით რწყვა, ისეთი ობიექტების მშენებლობა და სხვა საქმიანობა, რომლებმაც შეიძლება წყლის დაბინძურება გამოიწვიოს.

 9. აკრძალულია შთამნთქმელი ჭაბურღილების ბურღვა და შთამნთქმელი ჭების მოწყობა, აგრეთვე გაზისა და ნავთობის დამუშავებული საბადოების, შახტებისა და კარიერების, ბუნებრივი მიწისქვეშა სიცარიელეების სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების ჩასაშვებად გამოყენება, თუ ამან შეიძლება გამოიწვიოს მიწისქვეშა წყლების შემცველი ჰორიზონტების დაბინძურება.

 10. შავი ზღვის დაცვის და მისი ეკოსისტემის შენარჩუნების მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირები (მათ შორის, უცხოელები) ვალდებული არიან, განახორციელონ ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ხმელეთზე მდებარე დაბინძურების წყაროდან, გემიდან, ატმოსფეროდან, კონტინენტურ შელფზე საქმიანობის შედეგად ან საზღვაო ტრანსსასაზღვრო ტვირთზიდვის დროს ან ზღვაში ჩამდინარე წყლიდან მისი საშიში ნივთიერებებითა და მასალით დაბინძურების თავიდან აცილებას.“.

 2. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) მინერალური სასუქებისა და შხამქიმიკატების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის ნარჩენების შენახვა, დაგროვება და განთავსება.“.

 

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 15 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

26 დეკემბერი 2014 წ.

N3007-რს