დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3000-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360000000.05.001.017599 |
|
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) 34-ე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს ნარჩენების პრევენცია, შეგროვება, აღდგენა და განთავსება გარემოსდაცვითი, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმებისა და წესების დაცვით. 2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება და დამარხვა ნებადართულია სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში, გარემოსდაცვითი, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმებისა და წესების დაცვით. 3. რადიოაქტიური და სხვა სახიფათო ნარჩენების განთავსება ხდება მხოლოდ საგანგებოდ განსაზღვრულ ადგილებში, გარემოსდაცვითი და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 15 იანვრიდან. |
ქუთაისი, 26 დეკემბერი 2014 წ. N3000-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები