დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2997-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/01/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 410000000.05.001.017602 |
|
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის 37-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „37. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა საქმიანობის განმახორციელებელზე და საქმიანობის დაწყების სამართლებრივი საფუძველია.“. 2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის პროცესში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედგენისას ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე საქმიანობის შესაძლო გავლენის გათვალისწინება.“. 3. 41-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) განმცხადებელს არ წარუდგენია საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 15 იანვრიდან. |
ქუთაისი, 26 დეკემბერი 2014 წ. N2997-რს |
დოკუმენტის კომენტარები