„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 763
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.018383
763
31/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
010240030.10.003.018383
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №763

2014 წლის 31 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 ივლისის №183 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს  მთავრობის  2010  წლის 7 ივლისის  №183 დადგენილებაში (სსმ,  №84, 12.07.2010წ.)  შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  დებულების:

1. პირველი მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით ან/და კანონის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არა აქვს, სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს გადასცეს თავისი უფლება-მოვალეობანი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8. სამინისტრო მოქმედებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

9. სამინისტროს ადგილსამყოფელია: საქართველო, ქ. თბი­ლისი, 0162, ი. ჭავჭავაძის გამზ. №49.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ასევე, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნისათვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან ერთად მათი განხორციელება;“.

3. მე-4 მუხლის „11“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

ზ) საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივი კოლეჯი.“.

4. მე-5 მუხლის „ე“-„ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტი;

ვ) ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტი.“.

       5. მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      „1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს სპორ­ტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მი­ნი­სტრი), რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნო­ბით, საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავ­რობის დადგენილებებითა და განკარგულებებით,  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ახორციელებს სამინისტ­როს ცენტრალური აპარატისა და სამი­ნისტროს სისტემაში შემავალ დაწესე­ბულებათა მართვასა და საქმიანობის კოორ­დინაციას.

 2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრე­მიერ-მინისტრი. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მი­ნი­სტ­რს უფლებამოსილება უწყდება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად.“.

6. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულებისათვის;“.

7. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს თანამდებობის პირების, სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ხელმძღვანელების  იმ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს;“.

8. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ასრულებს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, აგრეთვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს.“.

9. ამოღებულ იქნეს  მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი.

10. მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მინისტრს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი.

2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

11. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან  შეხვედრის ორგანიზება;“.   

12. ამოღებულ იქნეს  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.

13. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა;“.

14. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის  „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„ვ) სპორტული და ახალგაზრდული პროფილის ობიექტების ტექნიკური განახლების, რეკონსტრუქციისა და ახლის მშენებლობის შესახებ წინადადებების კვლევა და წარდგენა; დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისათვის საჭირო სპორტული და ახალგაზრდული პროფილის ნაგებობების ტექნიკური ნორმებისა და ნორმატივების დაცვის საკითხების შემუშავება; ობიექტების პროექტირებისას ეროვნული, საერთაშორისო და ოლიმპიური სტანდარტების გამოყენების რეკომენდაციების გაწევა; ქვეყანაში არსებული სპორტული და ახალგაზრდული პროფილის ობიექტების (მოედნები, დარბაზები, ბანაკები და სხვა ნაგებობები) შესახებ მონაცემების შეგროვება-აღრიცხვა და მონიტორინგის განხორციელება; ეროვნული სივრცითი მონაცემების სპორტული ინფრასტრუქტურის ბაზის შექმნა.“.

15. მე-8  მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვები: „სპორტის დეპარტამენტის კომპეტენციაა:“ შეიცვალოს სიტყვებით: „სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის კომპეტენციაა:“.

16. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“-„ჩ“ ქვეპუნქტები:

 „უ) სპორტის პოლიტიკის განსაზღვრის (დაგეგმვის) ხელშეწყობის მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ფ)  სპორტის შესახებ კანონმდებლობის საჭიროებისამებრ განახლებისა და დახვეწის შესახებ წინადადებების მომზადება;

ქ) სპორტის   სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე  სასწავლო-მეთოდოლოგიური ტრენინგ-მოდულების შემუშავება;

ღ) სპორტის  ჯანსაღი განვითარების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, სტატისტიკური მეთოდოლოგიის განსაზღვრა;

 ყ) კვლევა და ანალიზი  სპორტის პრიორიტეტულ საკითხებზე;  

შ) საქართველოში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების სტატისტიკური აღრიცხვიანობის ორგანიზება და წარმოება, არსებული მდგომარეობის ანალიზი ძირითადი მონაცემების მიხედვით;

ჩ) ქვეყანაში  სპორტის პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა.“.

17. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტში სიტყვები „ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის კომპეტენციაა“ შეიცვალოს სიტყვებით „ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის კომპეტენციაა:“.    

18. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნისა და დახმარების მიზნით, შესაბამისი პროგრამებისა და წინადადებების მომზადება;“.

19. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და განმტკიცების მიზნით, პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;“.

20. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ)  სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით, სხვა სამთავრობო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა;“.

 21. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“-„შ“ ქვეპუნქტები:

„ტ) ახალგაზრდული პოლიტიკის განსაზღვრის (დაგეგმვის) ხელშეწყობის მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

უ) ახალგაზრდობის შესახებ კანონმდებლობის თაობაზე წინადადებების მომზადება;

ფ) ახალგაზრდობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე  სასწავლო-მეთოდოლოგიური ტრენინგ-მოდულების შემუშავება;

 ქ) ახალგაზრდობის  ჯანსაღი განვითარების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, სტატისტიკური მეთოდოლოგიის განსაზღვრა;

ღ) ახალგაზრდობას შორის სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და მისი შედეგების ანალიზი;

ყ) კვლევა და ანალიზი ახალგაზრდობის პრიორიტეტულ საკითხებზე;

შ) ქვეყანაში ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა.“.

22. მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) ქართული სპორტის პოპულარიზაცია უცხოეთში და საზღვარგარეთის შესაბამისი სფეროების პოპულარიზაცია საქართველოში;

 ბ) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავება, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების კუთხით;

გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სფეროების ოფიციალურ სტრუქტურებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

დ)  საზღვარგარეთ არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;

ე) მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება;

ვ) საერთაშორისო თანამშრომლობის კერძო ინიციატივების ხელშეწყობა;

ზ) სამინისტროს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და ანალოგიურ ღონისძიებათა საქართველოში მოწყობა;

თ) ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში განსაზღვრული ვალდებულებების, მათ შორის, საპროგრამო დოკუმენტების და სამოქმედო გეგმების  შესრულების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი უწყებების საქმიანობის კოორდინაცია;

ი) ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, შექმნილ სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმში მონაწილეობა;

კ) სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ევროინტეგრაციის პრიორიტეტების მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობა, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;

ლ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროპული ინტეგრაციის საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი