„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 746
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.018365
746
30/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
470230000.10.003.018365
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №746

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების მე-4 მუხლის „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (ა(ა)იპ) და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც სახელმწიფოს საკუთრებაში აქვს 50%-ზე მეტი წილი (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისა და მათი სტრუქტურული ერთეულებისა), სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს, მიაწოდოს განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრის მითითებით), რომლებიც იმავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეული საბიუჯეტო სახსრებით. დაუშვებელია ორმაგი საბიუჯეტო დანახარჯების გაწევა ისეთ პირობებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ამ დადგენილებით. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია, აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება;

ი) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების და ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (ა(ა)იპ) და იმ საწარმოთა ხელმძღვანელებმა, რომლებშიც ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს/ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში აქვთ 50%-ზე მეტი წილი, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 30 აპრილს და შემდეგ ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო დღეს, მიაწოდოს განახლებული მონაცემები წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით  მათ ორგანიზაციებში დასაქმებული იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ (პირადი ნომრის მითითებით), რომლებიც იმავე ორგანიზაციების მიერ არიან დაზღვეული საბიუჯეტო სახსრებით. დაუშვებელია ორმაგი საბიუჯეტო დანახარჯების გაწევა ისეთ პირობებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ამ დადგენილებით. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია, აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეწყვიტოს პროგრამული მომსახურების მიწოდების ვალდებულება;

კ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს პროგრამაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა სიების დამუშავებას და შესაბამისი კატეგორიის განსაზღვრას ყოველთვიურად, წინა თვის ბოლო კალენდარული დღის მდგომარეობით, ხოლო შესაბამისი პროგრამული მომსახურების მიღება ამ სიებში დაფიქსირებულ პირებს შეეძლებათ/გაუგრძელდებათ სიების დამუშავების/კატეგორიის განსაზღვრის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, გარდა ამავე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობისა;“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.1-ით განსაზღვრული პირობების  მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე  პირები,  გარდა:

ა) „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (2014 წლის 1 აპრილამდე);

ბ) „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (2014 წლის 1 სექტემბრამდე);

გ) 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირებისა. იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ მიზეზით შეწყდა სადაზღვევო კონტრაქტის მოქმედება, ასეთი პირები უფლებამოსილი იქნებიან, მიიღონ ამ დადგენილების დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება, ასევე, „ა.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სისხლის საერთო ანალიზი და შარდის საერთო ანალიზი, „ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება (2014 წლის 1 იანვრიდან) და დანართი №1.2-ით გათვალისწინებული გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ხოლო სადაზღვევო კომპანია „ქართუს“ და სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფ არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ კერძო სადაზღვევო სქემით დაზღვეული პირები, რომელთაც 2014 წლის 1 იანვარს, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შეუწყდათ დაზღვევა, უფლებამოსილი იქნებიან, ისარგებლონ დადგენილების დანართი №1.1-ით განსაზღვრული მომსახურებით;

დ) იმ ბრალდებული/მსჯავრდებული პირებისა, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.“;

ა.ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები. ასევე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე  პირები, გარდა ამავე მუხლის  მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა;

ბ.ბ) საპენსიო ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე  პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე  პირები,  ასევე, საპენსიო ასაკის სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა;“;

ა.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთდროულად მიეკუთვნება ამ დადგენილებით განსაზღვრულ ერთზე მეტ კატეგორიას, მაშინ კატეგორიებისთვის მიკუთვნება მოხდება შემდეგი რიგითობის მიხედვით:

       ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორია;

       ბ) საპენსიო ასაკი;

       გ) მკვეთრად გამოხატული შშმ  პირის სტატუსი;

       დ) ვეტერანი;

       ე) შშმ ბავშვი;

      ვ) სხვა დანარჩენი.“;

ბ) მე-8 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ხანგრძლივი (მკურნალობის დაწყებიდან ორი თვე და მეტი) სამედიცინო მომსახურების გაწევის შემთხვევაში, შესრულებულ მომსახურებად ჩაითვალოს პერიოდულად, მკურნალობის დაწყებიდან არანაკლებ ორი თვის გასვლის და მომდევნო ყოველი 3 თვის დასრულების შემდეგ, წარდგენილი სამედიცინო მომსახურების ღირებულება, შუალედური ანაზღაურების მისაღებად.“;

გ) მე-15 მუხლს მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. გადაუდებელი/კრიტიკული მდგომარეობის დროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY)  დაწესებულებიდან (რომელიც ექვემდებარება რეგულირებას ტექნიკური რეგლამენტით) პაციენტის სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში - გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMERGENCY) დაწესებულებისთვის მომსახურების ღირებულება გადაანგარიშდება  ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს განსაზღვრული ტარიფისა.“;

დ) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი განისაზღვრება ამ დადგენილების მე-15 მუხლის შესაბამისად.“;

ე) 22-ე მუხლის:

ე.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების დაფინანსება ხორციელდება კაპიტაციური მეთოდით (გარდა „სოფლის ექიმის“ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მონაწილე მიმწოდებლებისთვის ამ უკანასკნელი პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული მომსახურების მოცულობის მიწოდებისთვის), რომლის დროსაც ერთი მოსარგებლის მომსახურების ფიქსირებული ღირებულება შეადგენს თვეში:

ა) დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით და დანართი №1.3-ის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით, დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის 0,86 ლარს;

ბ) დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით და  დანართი №1.3-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“, ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით, დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“ (გარდა კომპიუტერული ტომოგრაფიისა, რომელიც ანაზღაურდება ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად), ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის 1,07 ლარს (მათ შორის, დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტში მითითებული სისხლის საერთო ანალიზის და შარდის საერთო ანალიზისათვის  - 0,25 ლარი);

გ) დანართი №1.4-ის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისათვის 0,86 ლარს;

დ) დანართი №1.4-ის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისათვის 1,29 ლარს (მათ შორის, დანართი №1.4-ის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტში მითითებული სისხლის საერთო ანალიზის და შარდის საერთო ანალიზისათვის  - 0,25 ლარი).“;

ე.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, განაცხადის თანახმად (წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის შესახებ), განმახორციელებელთან წარადგინოს დანართი №1.1-ით, დანართი №1.2-ით, დანართი №1.3-ით და დანართი №1.4-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების შესაბამისი ღირებულებები ელექტრონული ფორმატით, სამედიცინო დაწესებულებების საინფორმაციო პორტალზე, ხოლო შემდგომ - დოკუმენტური ფორმით. ამასთან, ეს ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებითა და  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის გაწეული შესაბამისი სამედიცინო მომსახურების და/ან შესაბამის ხელშეკრულებებში ბოლო 1 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ისტორიულ მინიმალურ ღირებულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მაქსიმუმ 10 - პროცენტიანი გადახრით.“;

ე.გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ანაზღაურება ხდება განმახორციელებლის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად. ტარიფის გამოთვლა ხდება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში წარდგენილი ფასთა განაწილების შუა ორი მეოთხედის ტარიფის არეალის მაქსიმალური სიდიდის მიხედვით (ტარიფის არეალი ითვლება ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად).

42. თუ 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი განმახორციელებელს მომსახურებას სთავაზობს ფილიალების ან შვილობილი კომპანიების მეშვეობით, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობებით განაცხადი (წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის შესახებ) და დანართი №1.1-ით, დანართი №1.2-ით, დანართი №1.3-ით და დანართი №1.4-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების შესაბამისი ღირებულებები უნდა წარადგინოს ცალ-ცალკე. ამასთან, ეს ღირებულებები შესაძლოა, განსხვავდებოდეს ფილიალის მიხედვით.“;

ე.დ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი და გეგმური სტაციონარული  მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს, მოახდინოს განმახორციელებელთან წარდგენილი დანართები №1.1-ით, №1.2-ით, №1.3-ით და №1.4-ით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების კორექტირება ამავე მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული კრიტერიუმების დაცვით, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული წესით. ამასთან, თუ ადგილი აქვს ღირებულების მატებას, აღნიშნული განხორციელდება მხოლოდ მიმწოდებლის მიერ წარდგენილ არგუმენტებზე განმახორციელებლის მიერ წერილობითი დასტურის შემთხვევაში.

7. 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გაწეული გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ღირებულებას განმახორციელებელი ანაზღაურებს ფაქტიური ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ღირებულებისა.“;

ე.ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. არასწორად ჩატარებული მკურნალობის შედეგად  გართულებული შემთხვევა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება. ამასთან, არასწორად ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული პაციენტის მეორე დაწესებულებაში გადაყვანის შედეგად დამდგარი მკურნალობის ეპიზოდის ან ამავე დაწესებულებაში რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევის დაფინანსება მოხდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამავე დადგენილების შესაბამისად. არასწორად ჩატარებული მკურნალობის შედეგად გართულებული შემთხვევის დაფინანსებაზე და პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციაზე პასუხისმგებელია ის დაწესებულება, სადაც  არასწორად იქნა ჩატარებული მკურნალობა.“;

ვ) 23-ე მუხლის:

ვ.ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დაუშვებელია პროგრამის მოსარგებლის მკურნალობის ერთსა და იმავე ეპიზოდზე ერთი და იგივე ნოზოლოგიური კოდის სხვადასხვა კლინიკაში გამოყენება, გარდა კრიტიკული მდგომარეობებისა და პროგრამის მე-15 მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ვ.ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. 21-ე მუხლით განსაზღვრული გეგმური მომსახურების მიღებისას, მოლოდინის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს: ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი, მე-2  და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის  2 თვეს, თუმცა, მოლოდინის პერიოდის ხანგრძლივობა სამედიცინო ჩვენებით უნდა განისაზღვროს.“;

ვ.გ) 28-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 პუნქტი:

„281. პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლის (სტუდენტი) შემთხვევაში, სტატუსის მოხსნად ჩაითვლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა, ორსულობას, მშობიარობასა და ბავშვის მოვლასა („დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანების შესაბამისად) და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული შეწყვეტის ან შეჩერებისა, მაგრამ არა უმეტეს 1 კალენდარული წლისა.“;

ზ) 23-ე მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 32-ე-35-ე პუნქტები:

„32. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეს გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის დასრულებამდე შეეცვალა მოსარგებლის სტატუსი (კერძოდ, შეუსრულდა 6 წელი),  მიუხედავად სტატუსის ცვლილებისა, შემთხვევა დასრულდეს  იმ პაკეტით, რომლითაც დაიწყო მომსახურება.

33. დანართი №1.3-ის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების, კერძოდ, ინფექციურ დაავადებებთან  დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციის  ხარჯები (გარდა კრიტიკული მდგომარეობებისა) იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც არ მონაწილეობს „ინფექციური დაავადებების მართვის“  სახელმწიფო პროგრამაში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ანაზღაურდება ფაქტიური ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს შესაბამის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში არსებული ტარიფებისა.

34. პროგრამის მე-2 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის 2015 წლის 1 იანვრიდან განულებულ იქნეს დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით, დანართი №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ბ“, „გ.გ“, „გ.დ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტის „გ.ბ“, „გ.გ“, „გ.დ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და დანართი №1.4-ის  პირველი პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ლიმიტები. ამასთან, 2015 წლის 1 იანვრიდან თითოეულ მოსარგებლეს აღნიშნული ლიმიტები განესაზღვროს  1 კალენდარული წლის ფარგლებში.

35. პროგრამაში რეგისტრირებული მიმწოდებლის ისეთი რეორგანიზაციისას, როდესაც ადგილი აქვს მისი სამართალმემკვიდრის  არსებობას, ან მაღალმთიან/შესაბამის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს მიერ სამედიცინო დაწესებულებების გამოსყიდვისას, სამართალმემკვიდრესა და სახელმწიფოს მიერ მაღალმთიან/შესაბამის მუნიციპალიტეტში სამედიცინო დაწესებულებების გამოსყიდვის შედეგად სამედიცინო მომსახურების ჩამნაცვლებელ მიმწოდებელზე გადადის რეორგანიზებული მიმწოდებლის/გამყიდველის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში აღებული ყველა უფლება და ვალდებულება, მათ შორის:

ა) სამართალმემკვიდრე ან ჩამნაცვლებელი მიმწოდებელი ვალდებულია, გაიაროს მიმწოდებლად რეგისტრაცია ამ პროგრამის მე-4 მუხლის შესაბამისად და მის მიმართ ძალას ინარჩუნებს რეორგანიზებული/ჩანაცვლებული მიმწოდებლის მიერ ამ პროგრამის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული  სამედიცინო მომსახურების შესაბამისი ღირებულებები, მათი ელექტრონული ფორმატით, სამედიცინო დაწესებულებების საინფორმაციო პორტალზე ხელახლა განთავსებისა და შემდგომ - დოკუმენტური ფორმით წარდგენის პირობით;

ბ) პროგრამით გათვალისწინებული სერვისების უწყვეტობის მიზნით, მოსარგებლის შეუფერხებელი მომსახურების ვალდებულება, მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებების მიერ მის მიმართ საჭირო გადაწყვეტილებების მიღებამდე;

გ) პროგრამის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის რეორგანიზებულ/ჩანაცვლებულ მიმწოდებელთან რეგისტრირებული მოსარგებლეების უწყვეტი მომსახურება მათი ხელახალი რეგისტრაციის გარეშე.“.

3. დადგენილების დანართი №1.1-ის („სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე, ეგზოპროთეზირების და ორთოპედიული ენდოპროთეზირების (გარდა ტრავმებისა, რომელთა ხანდაზმულობა არ აღემატება 3 თვეს და რომლებიც არ ექვემდებარებიან ან არ დაექვემდებარნენ კონსერვატულ მკურნალობას), ასევე,  დეფიბრილატორით ან  გულის რესინქრონიზაციული თერაპიის აპარატით აღჭურვილი იმპლანტირებადი რითმის ხელოვნური წარმმართველის და წამლით დაფარული სტენტის ხარჯები (კერძოდ, წამლით დაფარული სტენტის გამოყენების შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში, ანაზღაურდება წამლით დაუფარავი სტენტის გამოყენებისას, პროგრამის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ღირებულება შესაბამისი თანაგადახდის პრინციპით);“.

 

4. დადგენილების დანართი №1.3-ის („სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ქვემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას:

ა) სასწრაფო სამედიცინო მომსახურება და სამედიცინო ტრანსპორტირება:

ა.ა) სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გაწეული მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო ჩვენებით პაციენტის ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფა შესაბამისი პროფილის უახლოეს კლინიკაში (აღნიშნული მომსახურება განხორციელდება ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში);

ა.ბ) კრიტიკული და გადაუდებელი მდგომარეობების რეფერალური შემთხვევების მართვა, ადგილზე რეფერალური ბრიგადის მიერ გაწეული კონსულტაცია, მდგომარეობის სტაბილიზაცია, გართულებული შემთხვევების სამედიცინო ტრანსპორტირება (სპეციალური აპარატურით აღჭურვილი რეანომობილით), (აღნიშნული მომსახურება განხორციელდება ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში);

ბ) ამბულატორიული მომსახურება (გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ პირველადად ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმთან მიმართვის საფუძველზე), (სოფლის ექიმის/ექთნის მომსახურება განხორციელდება ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში):

ბ.ა) ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება, მათ შორის, პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (მხოლოდ აცრა-ვიზიტი), ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები, დაავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა, პალიატიური მზრუნველობა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება ბინაზე (კომპეტენციის ფარგლებში);

ბ.ბ) ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით;

ბ.გ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე ნებისმიერი სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები: ელექტროკარდიოგრაფიული, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები (რენტგენოსკოპია, რენტგენოგრაფია, მამოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია) – კომპიუტერული ტომოგრაფია ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა  ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს, თანაგადახდას არ ექვემდებარება ასაკით პენსიონერი ვეტერანის ან მკვეთრად გამოხატული შშმ  ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება;

ბ.დ) ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში, კრეატინინი, ჰემოგლობინი, ქოლესტერინი სისხლში, შრატში ლიპიდების განსაზღვრა, განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;

ბ.ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაგნიტურ-ბირთვულ-რეზონანსული გამოკვლევებისა;

ბ.ვ) ამბულატორიულ დონეზე ყველა სახის სამედიცინო ცნობების, დასკვნებისა და რეცეპტების გაცემა (მათ შორის, ინკურაბელური პაციენტებისათვის ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების რეცეპტების გაცემა) (გარდა სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებული ფორმა №IV-100/ა, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ავტომობილის მართვის მოწმობისა და იარაღის შენახვის/ტარების უფლების მისაღებად წარსადგენი ცნობებისა);

ბ.ზ) გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა);

გ) სტაციონარული მომსახურება:

გ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, მათ შორის, ინფექციურ დაავადებებთან და ინკურაბელური პაციენტების პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა  ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს. თანაგადახდას არ ითვალისწინებს კრიტიკული მდგომარეობები, ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები, ასევე, ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის, ასევე, თანაგადახდას არ ექვემდებარება ასაკით პენსიონერი ვეტერანის ან მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება;

გ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო,  ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევები - წლიური ლიმიტი 15 000 ლარი. ითვალისწინებს 20%-იან თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს.  თანაგადახდას არ ითვალისწინებს ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები, ასევე კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციები და მათთან დაკავშირებული გამოკვლევები 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის, ასევე, თანაგადახდას არ ექვემდებარება ასაკით პენსიონერი ვეტერანის ან მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება;

გ.გ) ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და დიაგნოსტიკა (მათ შორის, დღის სტაციონარი), კერძოდ, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია, აგრეთვე, ამ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და  მედიკამენტები (გარდა ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისა) – წლიური ლიმიტი 15 000 ლარი. ითვალისწინებს 20%-იან თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს და ასევე, გარდა ამავე პუნქტის „ბ.ა“ (0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის პირები) და „ბ.დ“ (შშმ ბავშვები) ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა, რომელთათვისაც სრულად ანაზღაურდება მომსახურების ხარჯები, ასევე, თანაგადახდას არ ექვემდებარება ასაკით პენსიონერი ვეტერანის ან მკვეთრად გამოხატული შშმ  ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება;

გ.დ) მშობიარობა (საკეისრო კვეთის ჩათვლით) – ლიმიტი 500 ლარი. ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან;

დ) ამბულატორიული სამკურნალო საშუალებები:

დ.ა) 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის პირებისათვის ანაზღაურდება სამკურნალო საშუალებათა დამტკიცებული ნუსხით. ანაზღაურდება წლიური ლიმიტის 50 ლარის ფარგლებში, 50%-ის თანაგადახდით მოსარგებლის მხრიდან;

დ.ბ) საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის, მკვეთრად გამოხატული შშმპ და შშმ ბავშვებისათვის ანაზღაურდება სამკურნალო საშუალებათა დამტკიცებული ნუსხის მიხედვით. ანაზღაურდება წლიური ლიმიტის 100 ლარის ფარგლებში, 50%-ის თანაგადახდით მოსარგებლის მხრიდან.“.

5. დადგენილების დანართი №1.4-ის („სამედიცინო  მომსახურების  პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის“) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე, ეგზოპროთეზირების და ორთოპედიული ენდოპროთეზირების (გარდა ტრავმებისა, რომელთა ხანდაზმულობა არ აღემატება 3 თვეს და რომლებიც არ ექვემდებარებიან ან არ დაექვემდებარნენ კონსერვეტულ მკურნალობას), ასევე,  დეფიბრილატორით ან  გულის რესინქრონიზაციული თერაპიის აპარატით აღჭურვილი იმპლანტირებადი რითმის ხელოვნური წარმმართველის და წამლით დაფარული სტენტის ხარჯები (კერძოდ, წამლით დაფარული სტენტის გამოყენების შემთხვევაში, პროგრამის ფარგლებში, ანაზღაურდება წამლით დაუფარავი სტენტის გამოყენებისას, პროგრამის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ღირებულება შესაბამისი თანაგადახდის პრინციპით);“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. ამასთან,  ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული 35-ე პუნქტის მოქმედება, მაღალმთიან/შესაბამის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს მიერ სამედიცინო დაწესებულებების გამოსყიდვის შედეგად სამედიცინო მომსახურების ჩამნაცვლებელ მიმწოდებელთან დაკავშირებული ნორმების ნაწილში,  გავრცელდეს 2014 წლის 18 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობაზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი