„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 754
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010170000.10.003.018373
754
30/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
010170000.10.003.018373
„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №754

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ.თბილისი

„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №638 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის #638 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 01/12/2014, 010170000.10.003.018258) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილებით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის პროგრამის“ (დანართი №1):

1.  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. AP არის დაკორექტირებული ფასი, რომელიც გამოითვლება პროგრამის პრიორიტეტებიდან გამომდინარე და განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით.“.

2.  მე-7 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. კომისია შემდგომი ეტაპისათვის ახდენს იმ ლოტების იდენტიფიცირებას, რომლებსაც აქვთ დაკორექტირებული ფასის (AP) ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, და ახდენს შესაბამისი საკონკურსო წინადადებების ღირებულების (შემოთავაზებული ფასი x მთლიანი ლოტის საცხოვრებელი ფართი) დაჯამებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი