„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1737
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 11/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 480.610.000.05.001.001.889
  • Word
1737
23/06/2005
სსმ, 36, 11/07/2005
480.610.000.05.001.001.889
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს გენერალური პროკურორი უფლებამოსილი ორგანოს წინადადების საფუძველზე, პირის დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის მიზნით პირის დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ. სასამართლო მომდევნო 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ. თუ სასამართლო ამ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, დაკავებული პირი თავისუფლდება.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. გადასაცემ პირს უფლება აქვს, დაპატიმრების შესახებ ბრძანების ასლის მიღებიდან 5 დღის ვადაში გაასაჩივროს ეს ბრძანება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.“.

2. 43-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საერთაშორისო სასამართლოს თხოვნასთან დაკავშირებით უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თხოვნის განხილვის პროცედურის დასრულების შემდეგ სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეიძლება გაასაჩივროს იმ პირმა, რომელსაც პირადად და უშუალოდ შეეხო გატარებული ღონისძიება ან აქვს გადაწყვეტილების შეცვლის ან გაუქმების კანონიერი საფუძველი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საჩივრის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 15 დღის ვადაში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2005 წლის 15 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 ივნისი.

№1737-რს