ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 421
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016706
421
31/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
190040000.22.033.016706
ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №421

2014 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N916 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N916 ბრძანებაში (სსმ III, 30.12.09, №159, მუხლი 1980) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 181 მუხლის პირველი ნაწილის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების (შემდგომში-ბიუჯეტების) შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება, აგრეთვე ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშსწორება ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის მიერ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად.“.

3. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ეთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს აწარმოოს საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მიერ ბიუჯეტების შემოსულობებთან დაკავშირებული ანგარიშსწორება იმის გათვალისწინებით, რომ:

ა) კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყონ ბიუჯეტების შემოსულობების სრული განთავსება ხაზინის ერთიან ანგარიშზე;

ბ) საგადახდო დავალების ბანკში მიღებისა და გატარების თარიღები მითითებულ იქნეს საგადასახადო დავალების ელექტრონულ ფორმატზე.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობების თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორება“;

ბ) პირველი მუხლის:
ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბ) ბიუჯეტის შემოსულობების მართვა - სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შემოსულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება და ანგარიშსწორება;“;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ე) სახსრების მფლობელი - სახელმწიფო ბიუჯეტი, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, საქართველოს თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და დაბრუნების ქვეანგარიში;“;

ბ.გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ბიუჯეტის კოდი - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდში სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველობების, სსიპ/ა(ა)იპ-ების განმსაზღვრელი კოდი.“;

გ) მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

ბიუჯეტების შემოსულობათა მართვას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მეშვეობით.

მუხლი 3

სამთავრობო დაწესებულებები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, თვითმმართველობის ორგანოები (შემდგომში დაწესებულებები), გარდა მოქმედი კანონმდებლობთ გათვალისწინებული შემთხვევებისა, სახელმწიფო ხაზინის ნებართვის გარეშე არ არიან უფლებამოსილი გახსნან და იქონიონ ბიუჯეტის შემოსულობათა საბანკო ანგარიშები.“;

დ) მე-5 მუხლის:
დ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) ახორციელებს სახსრების მფლობელებისათვის ხაზინის საინფორმაციო სისტემაში ანგარიშების გახსნას და მათზე საბანკო დღის განმავლობაში მიღებულ ბიუჯეტის შემოსულობათა ყოველდღიურ განაწილებას;“;

დ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ე) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6

  დაწესებულებები რომლებიც კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული ფუნქციების შესრულებისას ახორციელებენ ბიუჯეტის შემოსულობათა მობილიზებას, სახელმწიფო ხაზინის მიერ უნდა იქნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი ამონაწერებით.“;

ვ) მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ზ) მე-10 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის სხვა სახის გადასახადებში/სანქციებში გადატანას სახსრების მფლობელის ანგარიშზე არსებული თანხებიდან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;

  გ) სხვა შემოსულობების დაბრუნებას ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანას, სახსრების მფლობელის ანგარიშებზე არსებული თანხებიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;“;

თ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. ზედმეტად ან შეცდომით ჩარიცხული სხვა შემოსულობების თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობებისა და გადასახადის თანხების გადატანა ან/და ბიუჯეტის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ.“;

ი) VII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გადასახადის ან/და სანქციის სხვა გადასახადების ან/და სანქციების სახეში გადატანა სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და საქართველოს  თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ანგარიშებიდან“;

კ) მე-14 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „7. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების იმ მფლობელის ანგარიშზე არსებულ თანხას, რომლის გადასახადის/სანქციის თანხის გადატანაც წარმოებს სხვა სახის გადასახადებში/სანქციებში, სახელმწიფო ხაზინა საგადასახადო დავალებას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.“;

ლ) მე-15 მუხლის:
ლ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და ბიუჯეტის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის ანგარიშზე არსებულის თანხების ფარგლებში.“;

ლ.ბ) მე-3 - მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წერილს თან უნდა ახლდეს იმ აღმასრულებელი, სასამართლო ან საკანონმდებლო ხელისუფლების, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და  თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს წერილობითი დასტური (უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით, გარდა ელექტრონული დოკუმენტებისა) სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით ან/და თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ჩარიცხვის შესახებ, ვისი გაწეული მომსახურების სანაცვლოდაც იქნა გადახდილი სხვა შემოსულობები.

4.  სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და ბიუჯეტის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება წარმოებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაბამისი რიგითობით, სახაზინო სამსახურში მოთხოვნის წარდგენის თარიღისა და დროის გათვალისწინებით, სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

            5. სახელმწიფო ხაზინა არ აღასრულებს და უბრუნებს მოთხოვნას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი სხვა შემოსულობების თანხის დაბრუნების ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანის ან/და ბიუჯეტის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული თანხის გასწორების შესახებ განმცხადებელს და შესაბამის აღმასრულებელ, სასამართლო, საკანონმდებლო, აგრეთვე სხვა სახელმწიფო და  თვითმმართველობის ორგანოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დოკუმენტაცია არასრული ან არასრულყოფილია;

ბ) წერილში მითითებული თანხა აღემატება გადამხდელის მიერ სხვა შემოსულობათა სახეში გადახდილ თანხას.

6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების მფლობელის ანგარიშზე არსებულ თანხას, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის ან დაბრუნების ან/და შეცდომის გასწორების მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.“;

მ) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ეს მუხლი არ არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების და  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შემოსულობების დაბრუნების ან შემოსულობის სხვა სახეში გადატანის პროცედურებს.“;

ნ) მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

„მუხლი 151

1.  საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება ან სხვა შემოსულობების სახეში გადატანა ან/და ბიუჯეტის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში შეცდომის გასწორება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან სახელმწიფო ხაზინის მიერ, შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან/და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის მიერ ხაზინაში წარდგენილი ელექტრონული საგადახდო დავალების საფუძველზე სახსრების მფლობელის  ანგარიშის ნაშთის ფარგლებში.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება რომელიც გადახდილია ბილინგის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია დაბრუნდეს კომერციული ბანკის მიერ დღის განმავლობაში მობილიზებული თანხების ფარგლებში.“;

ო) მე-18 - 21-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18

კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის ან სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის მიერ თანხის შეცდომით გადასახადის ამკრეფის ან ბიუჯეტის კოდის არასწორი სიმბოლოებით ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართვის შემთხვევაში, რომელიც დასტურდება შემოსავლების სამსახურის დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია გაასწოროს შეცდომა ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახსრების მფლობელების ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

მუხლი 19

საბანკო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული ოპერაციის შედეგად ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის განმეორებით ან შემოსულობის გადამხდელის მიერ საგადასახადო დავალებაში მითითებულ თანხაზე მეტი თანხის შეცდომით გადარიცხვის შემთხვევაში საბანკო დაწესებულების არგუმენტირებული მომართვისას (საბანკო დაწესებულების ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით და სათანადო ბეჭდით დადასტურებული) სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მოახდინოს შეცდომით ჩარიცხული გადასახადის თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ან სახსრების მფლობელების ანგარიშებზე არსებული  ნაშთიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში) კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნება, ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

მუხლი 20

გასულ წლებში ბიუჯეტში ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გასწორება (სწორ სახაზინო კოდზე მიმართვა) ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან (ამავე დროს ხდება დაბრუნების ქვეანგარიშზე შესაბამისი შემოსულობის სახიდან თანხის გადატანა, გადასახადის დაბრუნების ქვეანგარიშზე შეცდომით ჩარიცხვის მომენტისათვის ჩასარიცხი თანხის პროცენტული მაჩვენებლების გათვალისწინებით) ან სახსრების მფლობელის ანგარიშზე არსებული ნაშთიდან (სხვა შემოსულობების შემთხვევაში), ხაზინის ერთიან ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში სახაზინო სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

მუხლი 21

ამ ინსტრუქციის მე-18, მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებით მიმართული თანხის გასწორების და გადამხდელის ან მომსახურე კომერციული ბანკისათვის უკან დაბრუნების შესახებ სახელმწიფო ხაზინა აცნობებს შემოსავლების სამსახურს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სათანადო ცვლილებების განხორციელების მიზნით, ასევე სხვა შემოსულობის დაბრუნების შემთხვევაში, შესაბამის სახსრების მფლობელს.“;

პ) 22-ე მუხლის:
პ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სხვა შემოსულობების ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის გადასახადში/სანქციაში გადატანას ახორციელებს სახელმწიფო ხაზინა ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე, სახსრების მფლობელის ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში.“;

პ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. იმ შემთხვევაში, თუ საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა აღემატება სახსრების ანგარიშზე არსებულს თანხას რომლის სხვა შემოსულობათა გადატანაც წარმოებს გადასახადში, სახელმწიფო ხაზინა თანხის გადატანის მოთხოვნას აღასრულებს ეტაპობრივად, სახსრების მფლობელის მიმდინარე დღის შემოსავლების ფარგლებში.“;

პ.გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ეს მუხლი არ არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების და  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შემოსულობების დაბრუნების ან შემოსულობის სხვა სახეში გადატანის პროცედურებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური