დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
შუახევის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 36 |
დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.135.016115 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2014 - 30/01/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: |
|
მუხლი 2.
შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
|
მუხლი 3.
შუახევისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6 275 000 ლარის ოდენობით
|
მუხლი 4.
შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელები |
განისაზღვროს შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახადები 385 900 ლარის ოდენობით
|
მუხლი 5.
შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს შუახევისმუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გრანტების პროექტი 5 732 700 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 156 400 ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3 700 189 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2 992 081 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2 992 081 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს Suaxevis მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -417270 ლარის ოდენობით |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 417270 ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება - 417270 ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება - ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 40 000 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის შუახევის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის შუახევის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტი შესაბამისი ფინანსური რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობას. 1.2 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 02) მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სახანძრო–სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების 2.ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია შემდგომი ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, მისი ექსპლუატაცია ეფექტურობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. გარე-განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, სანიტარული დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, არხების მიმდებარე ტერიტორიების დამუშავება, მაწანწალა ცხოველებთან და მღრნელებთან ბრძოლა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) შუახევის მუნიციპალიტეტი მაღალმთიან რეგიონს განეკუთვნება, ტრანსპორტის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ამ კუთხით გათვალისწინებულია სოფელ კლდისუბნის ხიდის და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია რაზეც გამოყოფილია 50000 ლარი. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემას.
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გარე განათება. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის (სულ 482 სანათი წერტილი) ექსპლოატაცია. მიმდინარე წელს გათვალისწინებულია დაბისა და მიმდებარე სოფლებისათვის შიპჩამჭერების და საჭირო მოწყობილობების შეძენა და 16 ახალი წერტილის დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02 ) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სანიტარული დასუფთავების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ორი ღონისძიება:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება – 81992 კვ.მ, მწვანე საფარის დასუფთავება – 39700 კვ.მ, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა – 1000 მ3 კონტეინერების მოვლა-პატრონობა 40 ცალი. აგრეთვე ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მეეზოვეებისა და კომუნალურში მომსახურეთა უნიფორმით უზრუნველყოფა.
პროგრამა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს. იგი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ეხება სანიტარულ ჰიგიენური პირობების დაცვას, მაწანწალა ცხოველებთან ბრძოლას. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გაუნებელყოფა. რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება.დასახელებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ქუჩებსა და სკვერებში სისუფთავის დაცვას, ეპიდემიური დაავადებების კერების მოსპობას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობისადა ჩამოსულ სტუმართა კეთილდღეობას.
მოსახლეობის სასმელი წყლით მიმარაგება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. უნდა აღინიშნის რომ მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელი უზრუნველყოფილია სასმელი წყლით. მუნიციპალური მომსახურეობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა, სულ მუნიციპალიტეტში 13 მაგისტრალია და საჭიროების შემთხვევაში უტარდება მიმდინარე რემონტი. 2015 წელში 2014 წელში დაგეგმილია ასევე მუნიციპალიტეტის 4 სოფელში დაგეგმილია ორი ახალი მაგისტრალის მშენებლობა 1250000 ლარის. ხიჭაურში დაგეგმილია სასმელი წყლის გამანაწილებელი აუზის მშენებლობა 70000 ლარის. ასევე მოსახლეობის სასმელი წყლის უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 70000 ლარის სასმელი წყლის მილების შეძენა. წყალმომარაგების სისტემის გამართული მუშაობისა და გაუთვალისწინებელი შემთხვევების აღმოფხვრისათვის შუახევის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ „შუახევის წყალკანალი“, სადაც დასაქმებულია 27 თანამშრომელი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფისათვის ფუნქციონირებს სარწყავი არხების მოვლა–შენახვის პროგრამა. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 39 სარწყავი არხი, სადაც დასაქმებულია (4 თვის განმავლობაში) 53 კაცი, რომლებიც უზრუნველყოფენ 243 კმ სიგრძის არხების მოვლა–პატრონობას. აღნიშნული არხებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის სოფლების 3110 ოჯახი. 2,2,5 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 02 04 ) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბის კეთილმოწყობის ღონისძიებები: კერძოდ, მოეწყობა დაბისა და ხიჭაურის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების გარე ფასადების კეთილმოწყობა რაზეც გათვალისწინებულია300000 ლარი. სოფელ ჯაბნიძეებში აშენდება სოფლის სახლი. 2.3. გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესაქმნელად მეტად მნიშვნელოვანია დაბის ტერიტორიის გამწვანება და ნარგავების მოვლა–პატრონობა. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის დაბის ტერიტორიაზე ნარგავების გაშენებას და არსებული ნარგავების მოვლა–პატრონობას(მორწყვას, გასხვლას) მუნიციპალიტეტის არსებული მწვანე საფარის დასუფთავებას. დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი ნერგის დარგვა; მწვანე საფარის გასხვლა-გაწმენდა; ნარგავების თოვლისაგან გაწმენდა.
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა.სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. 3.1 სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა(პროგრამული კოდი 04 01) სკოლამდელი განათლების 2015 წლის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 341125 ლარს. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 5 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 200 ბავშვი. საშტატო რიცხოვნობა 2015 წლისათვის შეადგენს 67 ერთეულს. დაგეგმილია სამი ახალი ბაღის მშენებლობა 450000 ლარის.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ნიგაზეულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების ხელშემწყობა, რაც აღნიშნულ სოფლებში სკოლების სიშორის გამო არის გამოწვევული. ყოველივე ეს გააუმჯობესებს მოსწავლეთა სწავლის, განათლების და ჯამრთელობის დაცვისათვის სათანადო პირობებს. აშენდება სოფელ პაპოშვილებში არასრული საშუალო სკოლა 120000 ლარის ღირებულების. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, დაფინანსდება: საფეხბურთო კლუბი „მერანი“და აიპი „შუახევის სასპორტო სკოლა“, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით დაბა შუახევში ფუნქციონირებს რაგბის ორი წრე, სადაც დაკავებულია 36 ბავშვი. აღნიშნული სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით ფუნქციონირებს ჭიდაობის (ქართული, ძიუდო და თავისუფალი ჭიდაობა) წრეები სადაც დაკავებულია 163 ბავშვი და სათხილამურო სპორტის 5 ჯგუფი, რომელშიც ასევე 82 ბავშვი ვარჯიშობს. აღმზრდელ-მასწავლებელთა რაოდენობა შეადგენს 17-ს. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს. პროგრამის ფარგლებში 2015 წელს დასრულდება ფურტიოს რაგბის მოედანი. ასევე სოფელ წაბლანა-ნაღვარევში მოეწყობა ახალი სპორტიული მოედბები, დასრულდება სოფელ ნენიის სპორტულ მოედანზე შავი საფარის დაგება. მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კულტურული დანიშნულების ქსელის გაფართოება. თანამედროვე დონის მატერიალური ბაზით უზრუნველყოფა. არსებული საშუალებების მაქსიმალურად ხალხის სამსახურში ჩაყენებისათვის სათანადო პირობების შექმნა. დაგეგმილია ასევე ცენტრალური ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია. 4.2.1 ა.ი.პ შუახევის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) შუახევის კულტურის ცენტრი აერთიანებს მუნიციპალიტეტში მოქმედი სხვადასხვა ფოლკლორულ და ვოკალურ ანსამბლებს რომლებმაც წარმატებით გაიარეს სახელმწიფო აკრედიტაცია და აქვთ საკმაოთ დიდი მიღწევები, კულტურის ცენტრში აგრეთვე მოქმედებს დრამატურიისა და ნორჩ დეკლამატორთა შემსწავლელი წრე, ლიტერატურისა და ტურიზმის, ხელოვნების, ქსოვის, ქარგვის, გამოყენებითი ხელოვნებისა და ხატვისა და დაწყებითი მოდელირების წრეები რომელებშიც 50 მოსწავლეა ჩართული. ყოველივე აქედან გამომდინარე ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის ცენტრის მიმდინარე ხარჯები ანსამბლების ფორმებითა და მუსიკალური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა, სხვადასხვა ფოლკლორუ ღონისზიებებში და გამოფენებში მონაწილეობა. 4.2.2 ა.ა.ი.პ შუახევის ხელოვნების სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 02) აიპი შუახევის „სახელოვნებო სკოლა“-ში ამჟამად სწავლობს 84 ბავშვი, წლიური შენატანი თითოეულ ბავშვზე შეადგენს არსებობს სამი ჯგუფი: საფორტეპიანო, საორკესტრო და ხალხური ჯგუფები, სკოლაში მუშაობს 12 პედაგოგი. ყოველივე აქედა გამომდინარე მუნიციპალიტეტი ახორციელებს სახელოვნებო სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასა და მუსიკალური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფას. 4.2,3 ახალგაზრდული პროგრამების და რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 5.მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5,1 მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამ კუთხით მუნიციპალიტეტში მოქმედებს 2 მიზნობრივი პროგრამა. რაც გარკვეულწილად ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას. 5.1,1 ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებების (ეპილეფსიით)მედიკამენტური დახმარების პროგრამა (პირობითი კოდი 06 01 01) ეპილეფსია ქრონიკული ნერვულ-ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება განმეორებითი გულყრებით. ეპილეფსიის სიხშირე მაღალია როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებში რაც გამოწვეულია თავის ტვინის მთელი რიგი ასაკობრივი თავისებურებებით. დაავადების მიმდინარეობის მთავარი პრინციპი ანტი ეპილეფსიური მედიკამენტების სისტემატიური მიღებაა, დროული მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე დაავადება იწვევს ინვალიდობას ან შეიძლება დამთავრდეს ფატალური შედეგით. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბოლო წლებში ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რომლებიც არიან უკიდურესად გაჭირვებულები და აღნიშნულის პრევენციის მიზნით ხდება საჭიროებისამებრ მათი მედიკამენტებით უზრუნველყოფა. 5.1.3 შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ამბულატორიების ტრანსპორტითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა(პროგრამული კოდი 06 01 04) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯამრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული იქნა შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ამბულატორიების ტრანსპორტითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, ვინაიდან მუნიციპალიტეტის მდებარე თემები და სოფლები მნიშვნელოვნად დაშორებულია დაბის ცენტრთან, მოსახლეობის პირველადი სამედიცინო მომსახურებისა და ამბულატორიების მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის აღნიშნული პროგრამით შესაძლებელი იქნება თემებში მდებარე ამბულატორიების მედიკამენტებით უზრუნველყოფა და თემებში დასაქმებული მედპერსონალის ტრანსპორტით უზრუნველყოფა, რითაც შესაძლებელი იქნება მოსახლეობას გაეწიოს პირველადი სამედიცინო დახმარება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ამბულატორიებს გადაეცემათ 8 ავტომობილი–ნივა, რომელიც მოსახლეობაზე პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მეზნით უზრუნველყოფს ამბულატორორიის მედპერსონალის ტრანსპორტირებას. 5.2 სოციალური დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 01) უფასო სასადილოს პროგრამით სარგებლობენ შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი უკიდურესად გაჭირვებული, მარტოხელა, მზრუნველობამოკლებული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი 42 ბენეფიციარი. ხორციელდება ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა. 5.2.3 მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) მუნიციპალიტეტის მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება ზემოაღნიშნული პროგრამა რომელიც ითვალისწინებს ერთჯერად დახმარებას:
5.2.4 ხუთ და მეტ 18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) მუნიციპალიტეტის მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში 32 მრავალშვილიანი ოჯახს გაეწევა დახმარება, თითოეულს 1000 ლარის ოდენობით. 5.2.5 სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების გარდაცვლილ პირთა დაკრძალვისათვის მოხდება დახმარების გაცემა თითოეულ ოჯახზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში). 5.2. 8 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლ ბავშვებზე ყოველთვიური მატერიალური დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 07 ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 18 წლამდე ასაკის დედ–მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა. თითოეულზე ყოველწლიურად 1000 ლარის ოდენობით, აღნიშნული პროგრამით სარგებლობს 8 ბავშვი. 5.2.9 შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დიალზზე მყოფი ავადმყოფების ტრანსპორტირების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08 ) პროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარის ქ. ბათუმის კლინიკებში დიალიზის სეანსების სატარებლად ტრანსპორტირებისათვის ფინანსურ დახმარებას. აღნიშნული ბენეფიციალები ძირითადად ცხოვრობენ სოფლად და არ აქვთ ტრანსპორტირების ხარჯები. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერას წარმოადგენს. |
თავი III
შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 16.
შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
დოკუმენტის კომენტარები