ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ

ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 722
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.018341
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
722
26/12/2014
ვებგვერდი, 29/12/2014
240110000.10.003.018341
ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2014 - 09/07/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №722

2014 წლის 26 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის  საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ბიზნესოპერატორის  აღიარების წესი“. 
მუხლი 2
ბიზნესოპერატორი, რომელიც სურსათის/ცხოველის საკვების  უვნებლობის,  ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად ექვემდებარება აღიარებას, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების გარშე ჩაითვალოს პირობითად აღიარებულად 2015 წლის პირველ აგვისტომდე, ამასთან, იგი ვალდებულია, 2015 წლის პირველ ივნისამდე აღიარებისთვის მიმართოს სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოს. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




ბიზნესოპერატორის აღიარების წესი

მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო

1. ბიზნესოპერატორის აღიარების წესი (შემდგომში - წესი) ადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის აღიარების ზოგად პრინციპებს, პროცედურებს, მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და ვრცელდება სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას.

2. ამ წესით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება:

ა) ოჯახური წარმოების სუბიექტზე;

ბ) იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც ახორციელებს პირველად წარმოებას.

3. ბიზნესოპერატორის აღიარებას  ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში  - სააგენტო).

მუხლი 2. აღიარების ზოგადი პრინციპები

1. აკრძალულია   ცხოველური წარმოშობის სურსათის  წარმოება ან/და  გადამუშავება ბიზნესოპერატორის აღიარების ან პირობითი აღიარების გარეშე.

2. ბიზნესოპერატორის აღიარება ან პირობით აღიარება ხორციელდება სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის შედეგების მიხედვით.

მუხლი 3. აღიარების პროცედურები

1. ბიზნესოპერატორი აღიარებისათვის განცხადებით მიმართავს სააგენტოს.

2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ბიზნესოპერატორის რეგისტრაციის ნომერი, ფაქტიური/იურიდიული მისამართი, საქმიანობის სახე, წარმოებული/გადამუშავებული ცხოველური წარმოშობის სურსათის  სახეობა.

3. განცხადების მიღებიდან   ერთი  თვის ვადაში სააგენტომ ადგილზე უნდა განახორციელოს ბიზნესოპერატორის  სახელმწიფო კონტროლი.

4. სახელმწიფო კონტროლის შედეგების მიხედვით, სააგენტო ახორციელებს ბიზნესოპერატორის აღიარებას, პირობით აღიარებას ან უარს აცხადებს ბიზნესოპერატორის აღიარებაზე სახელმწიფო კონტროლის დასრულებიდან 10 დღის განმავლობაში.

5. სააგენტო ბიზნესოპერატორს აღიარებას ანიჭებს უვადოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

6. თუ ბიზნეოპერატორი ახორციელებს სხვადასხვა სახეობის ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას/გადამუშავებას, ბიზნესოპერატორის აღიარება ხორციელდება ცხოველური წარმოშობის  სურსათის სახეობების მიხედვით.

7. თუ სახელმწიფო კონტროლის შედეგებით დადგენილი იქნება, რომ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ საწარმოს ინფრასტრუქტურა, მოწყობილობები და აღჭურვილობა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო  ბიზნესოპერატორს  ექვსი თვის ვადით ანიჭებს პირობით აღიარებას და  აძლევს მითითებებს შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად.

8. პირობით აღიარების მინიჭებიდან ექვსი თვის შემდეგ,  სააგენტო ახორციელებს განმეორებით სახელმწიფო კონტროლს,  რომლის საფუძველზე:

ა) ბიზნესოპერატორს უგრძელდება პირობითი აღიარება, თუ პირობითი აღიარების მინიჭებიდან განმეორებითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებამდე ბიზნესოპერატორის მიერ არ არის შესრულებული სააგენტოს მითითებები და მისი საქმიანობა სრულად  ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება, თუ მისი საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

9. პირობითი აღიარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, განმეორებითი სახელმწიფო კონტროლის საფუძველზე, ბიზნესოპერატორს ან უუქმდება პირობითი აღიარება და იგი წყვეტს საქმიანობას, ან ენიჭება აღიარება.

10. თუ ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული ვადების განმავლობაში, ბიზნესოპერატორთან განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი და ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ბიზნესოპერატორს ენიჭება აღიარება, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში.

11. თუ გემი-საყინულე ან გემი-ქარხანა დაცურავს საქართველოს სახელმწიფოს დროშის ქვეშ, ბიზნესოპერატორის  პირობითი აღიარების ვადა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს 6 თვის ვადით. ასეთი გემის სახელმწიფო კონტროლი  ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. სააგენტო აღიარებულ ბიზნესოპერატორს, მათ შორის, პირობით აღიარებულ ბიზნესოპერატორს, ანიჭებს აღიარების ან პირობით აღიარების ნომერს, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის/ქალაქის ინდექსს და  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის  (სეს ესნ)  შესაბამისი სურსათის ჯგუფის ნომერს.

13. სააგენტო აწარმოებს აღიარებული ბიზნესოპერატორების რეესტრს და უზრუნველყოფს მის განახლებას.

14. ინფორმაცია აღიარებული ბიზნესოპერატორის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მათ შორის, სააგენტოს მიერ მინიჭებული აღიარების ნომრის შესახებ, ასევე, წარმოებული/გადამუშავებული ცხოველური სურსათის სახეობების შესახებ, არის საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.

მუხლი 4. აღიარების შეჩერება და გაუქმება

1. სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის საფუძველზე ბიზნეოპერატორის საწარმოო პროცესის შეჩერება იწვევს აღიარების შეჩერებას.

2. თუ ბიზნესოპერატორი აღიარების შეჩერებიდან ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს საწარმოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, ის მიმართავს სააგენტოს აღიარების აღდგენის თხოვნით და სააგენტოს მიერ ხორციელდება მითითებების შესრულების შემოწმება.

3. სააგენტოს მიერ ბიზნესოპერატორისათვის შეჩერებული აღიარების აღდგენა ხდება  სახელმწიფო კონტროლის შედეგების მიხედვით.

4.  ბიზნესოპერატორის აღიარების გაუქმება ხდება, თუ:

ა) სახელმწიფო კონტროლის საფუძველზე ბიზნესოპერატორს  სააგენტოს მიერ ერთი წლის განმავლობაში ორჯერ ექნება  შეჩერებული აღიარება;

ბ) აღიარების შეჩერების ხანგრძლივობა აღემატება ერთ წელს;

გ) ბიზნესოპერატორი მიმართავს სააგენტოს აღიარების გაუქმების მოთხოვნით.  

მუხლი 5. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები

1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია:

ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ სააგენტო:

ბ.ა) გაუუქმებს აღიარებას;

ბ.ბ) შეუჩერებს აღიარებას;

ბ.გ) პირობითი აღიარების შემდეგ არ მიანიჭებს აღიარებას.

2. ბიზნესოპერატორმა სააგენტოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საწარმოო პროცესში  ცვლილებების ან/და საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 6.  გასაჩივრების წესი

ბიზნესოპერატორის აღიარების, პირობითი აღიარების თაობაზე, აღიარების აღდგენის თაობაზე უარი თქმის ან აღიარების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.