დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3162 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/05/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 01/06/2006 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 430.000.000.05.001.002.278 |
საქართველოს კანონი
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 58) მე-7 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. მაღალმთიან რეგიონებში საბაზო და საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სამხედრო მომზადების გაკვეთილები ტარდება მეშვიდე კლასიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული და საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებული საგანმანათლებლო პროგრამით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 25 მაისი.
№3162–Iს
დოკუმენტის კომენტარები