„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ

„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 25/12/2014
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016068
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
05
25/12/2014
ვებგვერდი, 26/12/2014
310020000.55.067.016068
„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/12/2014 - 21/07/2017)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №05

2014 წლის 25 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2014 წლის 14 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტის და 46-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესი.”
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 01 იანვარიდან. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიზაზა მახარაძე



საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებისა და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების, ასევე საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგის წესსა და პირობებს.

2. წინამდებარე წესის მიზანია ხელი შეუწყოს მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის სისტემის სრულყოფას, მაღალხარისხიანი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სწავლების პროცესის დამკვიდრებასა და განვითარებას, მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის სისტემის მუდმივ სრულყოფასა და განვითარებას.

3. წინამდებარე წესში მოცემული ცნებები და ტერმინები, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსის (შემდგომში  STCW კოდექსი) განსაზღვრული მნიშვნელობით.

მუხლი 2. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებაზე უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო

1. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების აღიარებას შესაბამისი დაწესებულებების ავტორიზაციისა და მათი სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის გზით ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ (ტექსტში შემდგომ – სააგენტო) მონაწილეობით.

2. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარებას „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს სააგენტო.

3. სააგენტო საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების მიზნით გასცემს აღიარების სერტიფიკატს, რომლის მიხედვით განისაზღვრება სწავლებისა და წვრთნის კურსები (პროგრამები), რომლის ჩატარების უფლებამოსილებაც გააჩნია შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას.

4. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების სერტიფიკატის ფორმა და მასზე დასატანი ინფორმაცია განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი კურსების აღიარების სერტიფიკატი სრულდება ქართულ და ინგლისურ ენაზე.

მუხლი 3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი კურსების აღიარების წესი და პირობები

1. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების ან საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების მიღების მიზნით აუცილებელია სააგენტოს მიერ დამტკიცებული  განაცხადის წარდგენა.

2. განაცხადს თან უნდა დაერთოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) მოქმედი ხარისხის სტანდარტის სერტიფიკატის ასლი;

ბ) საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში ან საზღვაო-საწვრთნელ კურსზე (პროგრამაზე) მსმენელთა მიღების მინიმალური მოთხოვნები (ასაკი, კვალიფიკაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა);

გ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) სასწავლო გეგმა (სილაბუსი), კურსის (პროგრამის) ხანგრძლივობა, განრიგი, სწავლების მეთოდი, რომლებიც შემუშავებულია  საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ რეკომენდირებული მოდელური კურსების შესაბამისად;

დ) შენობა-დანადგარების, მოქმედი საწვრთნელი აღჭურვილობების, მოწყობილობების და საშუალებების  აღწერა, რომლებიც გამოყენებული იქნება საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) ჩატარებისას;

ე) სიმულატორზე დაფუძნებული ტრენაჟორების არსებობის შემთხვევაში, მწარმოებლის  მიერ გაცემული სერტიფიკატი;

ვ) საზღვაო-საწვრთნელი კურსებისთვის აუცილებელი ლიტერატურისა და მულტიმედიური სასწავლო მასალების აღწერა, მათ შორის, საზღვაო კანონმდებლობა, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) რეზოლუციები, ცნობარები და სხვა;

ზ) ინსტრუქტორების, ზედამხედველებისა და შემფასებლების სახელი, გვარი, რაოდენობა და მათი კვალიფიკაცია სააგენტოს მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად;

თ) შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ კურსზე (პროგრამაზე) მისაღებ მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა, კურსის (პროგრამის) მსმენელების პროპორციულობა ინსტრუქტორებისა და შემფასებლების რაოდენობასთან მიმართებით;

ი) საზღვაო-საწვრთნელ კურსზე (პროგრამაზე) მისაღები მსმენელის პროპორციულობა შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში არსებულ აღჭურვილობებისა და მოწყობილობებთან მიმართებით;

კ) შეფასების ფორმა (მიმდინარე და დასკვნითი), კრიტერიუმები და მიზანი;

ლ) საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) გავლის დოკუმენტური დასაბუთების ნიმუში;

მ) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ნ)  კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

3. საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების განაცხადს თან უნდა ერთვოდეს  შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი კურსებისთვის (პროგრამებისათვის) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ-ნ“ ქვეპუნქტებით გათვალსწინებული ინფორმაცია /დოკუმენტაცია.

4. სააგენტოს მიერ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების განცხადება და თანდართული მასალები საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა ან საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) აღიარების შესახებ განიხილება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

5. სააგენტო გადაწყვეტილებას საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა ან/და საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების ან აღიარებაზე უარის შესახებ იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 40 დღის ვადაში. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია დაჩქარებული მომსახურების გაწევა.

6. სააგენტო შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში ადგილზე ამოწმებს წარდგენილ განცხადებებში მითითებული (ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული) ინფორმაციის ნამდვილობას ან/და უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მათი ნამდვილობის დადასტურების მიზნით.

7. სააგენტოს გადაწყვეტილება საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების ან აღიარებაზე უარის შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

8. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარების ვადა განისაზღვრება 5 წლით.

9. საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) აღიარების ვადად განისაზღვრება 2 წელი.

10. შესაძლებელია საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების ან საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) აღიარებაში შევიდეს ცვლილება დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე. სააგენტო განცხადებას ცვლილების შესახებ განიხილავს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. თუ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების ან საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) აღიარებაში შევა ცვლილება, სააგენტო ცვლილების შეტანას ადასტურებს ახალი სერტიფიკატის გაცემით, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრება ის თარიღი, რომელიც მითითებულია სერტიფიკატში, სადაც შევიდა ცვლილება.

11. აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებები ვალდებულნი არიან მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის  თაობაზე საერთაშორისო აქტებში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, განაახლონ და საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი სასწავლო-საწვრთნელი კურსის პროგრამები. მეზღვაურთა სწავლებისა და წვრთნის თაობაზე საერთაშორისო აქტებში შეტანილი ცვლილებების შესახებ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებს ეცნობება სააგენტოს მიერ, სააგენტო მათ ასევე განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაში საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საზღვაო-საწვრთნელი კურსის პროგრამების საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა. სააგენტოს მიერ მითითებულ ვადებში, სასწავლო-საწვრთნელი დაწესებულებების მიერ, მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების პროგრამების საერთაშორისო აქტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებისათვის ან საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამებისათვის) აღიარების გაუქმების თაობაზე.

მუხლი 4. მინიმალური  მოთხოვნები საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების ინსტრუქტორების, ზედამხედეველების და შემფასებლების მიმართ

1. ინსტრუქტორები, ზედამხედველები და შემფასებლები, გარდა კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმებისა უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) გააჩნდეთ შესაბამის საწვრთნელ კურსთან დაკავშირებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება;

ბ) გააჩნდეთ 3 (სამი) წლიანი სწავლების გამოცდილება ბოლო 10 (ათი) წლის განმავლობაში ან გავლილი ჰქონდეთ ინსტრუქტორის, ზედამხედველის და შემფასებლის მომზადების კურსი;

გ) გავლილი ჰქონდეთ სიმულატორზე დაფუძნებული საწვრთნელი კურსის მომზადება და  გააჩნდეთ კონკრეტული სიმულატორის პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება, იმ შემთხვევაში თუ  საწვრთნელი კურსი დაფუძნებულია სიმულატორზე.

2. შემფასებელი, კანონმდებლობით და წინამდებარე წესით დადგენილი მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) გავლილი ჰქონდეს მეზღვაურთა შეფასების მეთოდიკასთან დაკავშირებული წვრთნა;

ბ) სიმულატორების საშუალებით შეფასებისას, გააჩნდეს შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.

მუხლი 5. საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) გავლის დოკუმენტური დასაბუთების აუცილებელი რეკვიზიტები

1. საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) გავლის დოკუმენტური დასაბუთება უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:

ა) აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების სახელწოდებას, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას;

ბ) დოკუმენტის უნიკალურ ნომერს;

გ) გავლილი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) დასახელებას და მითითებას  STCW კონვენციის შესაბამის რეგულაციაზე;

დ)  კურსდამთავრებულის სახელს, გვარს, პირად ნომერს და მეზღვაურის ნომერს;

ე) მითითებას კურსდამთავრებულის მიერ საზღვაო-საწვრთნელი კურსის წარმატებით დასრულების ან კვალიფიკაციის შესაბამისი დონის მიღწევის შესახებ;

ვ)  მითითება საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამა) აღიარებულია სააგენტოს მიერ;

ზ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;

თ) კურსდამთავრებულის ხელმოწერას.

მუხლი 6. სააგენტოს მიერ საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგი

1. სააგენტო „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების ყოველწლიური მონიტორინგი, მეზღვაურთა განათლების, სწავლებისა და წვრთნის საერთაშორისო სტანდარტებთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

2. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგი გულისხმობს საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და მათი სასწავლო კურსების (პროგრამების) შეფასებას წინამდებარე წესის, კონვენციითა და STCW კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

3. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგი სააგენტოს მიერ შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირთან – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან ერთობლივად, ისე დამოუკიდებლად.

4. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების სააგენტოს მიერ დამოუკიდებლად განხორციელებული მონიტორინგის შედეგები სააგენტოს მიერ ეგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, შემოწმების შედეგებზე რეაგირებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების (ავტორიზაციის, აკრედიტაციის გაუქმების შესახებ და ა.შ.) გამოყენების მიზნით.

მუხლი 7. სააგენტოს მიერ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგი

1. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდული მონიტორინგი გულისხმობს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) შეფასებას აღიარების პირობებთან მათი შესაბამისობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

2. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების ან მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსების (პროგრამების) მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, თუ გამოვლინდება შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების მიერ აღიარების პირობების ან/და განათლების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა ან/და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამების) აღიარების შეჩერების ან/და გაუქმების შესახებ.

3. საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) აღიარების შეჩერების შემთხვევაში შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას განესაზღვრება ვადა (არა უმეტეს 6 თვისა), რომლის განმავლობაში იგი ვალდებულია აღმოფხვრას სააგენტოს მიერ მითითებული ხარვეზები. ხარვეზების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გააუქმოს შესაბამისი დაწესებულების აღიარება.

4. აღიარების გაუქმების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას უწყდება უფლებამოსილება განაგრძოს სწავლების/წვრთნის კურსები ან/და გასცეს შესაბამისი კურსის (პროგრამის) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. აღიარების გაუქმებიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას უფლება არა აქვს საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულების ან მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) ხელახალი აღიარების მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს.

მუხლი 8. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგის ზოგადი პირობები

1. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამის) მონიტორინგი სააგენტოს მიერ ხორციელდება წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ.

2. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგის განხორციელების პროცესში სააგენტოს შეუძლია მოიწვიოს შესაბამისი სფეროს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტები (ექსპერტთა ჯგუფი).

3. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების მონიტორინგი სააგენტოს მიერ ხორციელდება, როგორც შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვის გზით, ასევე შესაბამის საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების შენობა-დანადგარების, აღჭურვილობებისა და მოწყობილობების ადგილზე შემოწმება-შეფასების გზით.

მუხლი 9. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების რეესტრი

1. საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების თაობაზე არსებული მონაცემების სისტემატიზაციისა და მათი საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო აწარმოებს ავტორიზებული საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების რეესტრს (ტექსტში შემდგომ – რეესტრი).

2. რეესტრში შეიტანება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებისა და აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების თაობაზე შემდეგი მონაცემები:

ა) დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და მისამართი;

ბ) მონაცემები დაწესებულების ხელმძღვანელი პირის (პირების) ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ;

გ) საზღვაო-სასწავლო დაწესებულების შემთხვევაში:

გ.ა) საზღვაო-სასწავლო დაწესებულების ავტორიზაციის თარიღი და ავტორიზაციის მოქმედების ვადა;

გ.ბ) ინფორმაცია შესაბამის საზღვაო-სასწავლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საზღვაო-სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ;

გ.გ) შესაბამისი საზღვაო-სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თარიღი და მოქმედების ვადა.

დ) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების შემთხვევაში:

დ.ა) საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარების თარიღი და აღიარების მოქმედების ვადა;

დ.ბ.) ინფორმაციას შესაბამის საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებებში აღიარებული საზღვაო-საწვრთნელი კურსებისა (პროგრამებისა) და აღიარების მოქმედების პერიოდის შესახებ;

ე) მონაცემები საზღვაო-სასწავლო დაწესებულებისა და მათი სასწავლო პროგრამების ავტორიზაციისა/აკრედიტაციის და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამების) აღიარების გაუქმების შესახებ;

ვ) მონაცემები საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებებისა და მათი საზღვაო-საწვრთნელი კურსის (პროგრამების) აღიარების შეჩერებისა და მისი განახლების თაობაზე;

ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.

3. რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს რეესტრში შეტანილ მონაცემებს და მიიღოს ამონაწერი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სააგენტო უზრუნველყოფს რეესტრის ონლაინ ვერსიის წარმოებასა და მის განთავსებას სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.


13. 05/12/2023 - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 41 - ვებგვერდი, 08/12/2023 12. 21/06/2023 - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 35 - ვებგვერდი, 22/06/2023 11. 07/04/2023 - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 32 - ვებგვერდი, 10/04/2023 10. 20/09/2022 - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 25 - ვებგვერდი, 21/09/2022 9. 04/05/2022 - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 23 - ვებგვერდი, 04/05/2022 8. 20/04/2022 - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 21 - ვებგვერდი, 21/04/2022 7. 18/11/2021 - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 14 - ვებგვერდი, 19/11/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 03/06/2021 - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 08 - ვებგვერდი, 04/06/2021 5. 12/10/2020 - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 14 - ვებგვერდი, 13/10/2020 4. 20/05/2020 - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 08 - ვებგვერდი, 21/05/2020 3. 01/07/2019 - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 05 - ვებგვერდი, 03/07/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 04/09/2018 - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 04 - ვებგვერდი, 05/09/2018 1. 21/07/2017 - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება - 01 - ვებგვერდი, 25/07/2017