დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მესტიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 49 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.103.016155 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (25/12/2014 - 04/02/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს მესტიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი N–1
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
მესტიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: მესტიის მუნიციპალიტეტის ბალანსი
მუხლი 2. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 6999.3 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 3. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები (ხარჯები) განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯები 6999.3 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 4. ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
მესტიის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტსა და პრიორიტეტის დოკუმენტზე განმარტებითი ბარათი მესტიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების, პროგრამების მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგების ინდიკატორები ბოლო წლებში არჩეული სტრატეგიის შესაბამისად პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიმართულმა სახსრების ზრდამ შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის, რითაც თავის მხრივ უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, კულტურის დასვენებისა და სპორტის სფეროების განვითარება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2015 -2018 წლებში მუნიციპალიტეტის სტრატეგია უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და განათლების ხელშეწყობას. მესტიის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
შემოსულობების ნაწილში: 2015 წლისათვის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წარმოდგენილია 6,999.3 ათასი ლარის ოდენობით. ცალკეულ სახეობათა მიხედვით შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები იძლევა შემდეგ სურათს: გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 3,402.0 ათას ლარს მათ შორის: საწარმოთა ქონების გადასახადი წარმოდგენილია 1,050.0 ათასი ლარის ოდენობით. ქონების გადასახდი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2.0 ათასი ოდენობით, ქონების გადასახდი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2,350.0 ათასი ლარის ოდენობით. გრანტებით მისაღები საპროგნოზო თანხა შეადგენს 3,222.3 ათას ლარს, მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გათანაბრებითი ტრანსფერი 3097.3 ათასი ლარის ოდენობით, მიზნობრივი ტრანსფერი 125.0 ათასი ლარის ოდენობით. სხვა შემოსავლებიდან გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 300.0 ათასი ლარს, კერძოდ ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის მოსაკრებელი 300.0 ათასი ლარი. საქონელი და მომსახურების რეალიზაციიდან 15.0 ათას ლარი, ჯარიმები და საურავები 30.0 ათასი ლარი. არაფინანსური აქტივების კლება დაგეგმილია 30.0 ათასი ლარით. დელეგირებულ უფლებამოსილებებს განეკუთვნება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობის და ა.ა.იპ “მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“–ს დაფინანსება. დელეგირებულ უფლებამოსილებათა დასაფინანსებლად გამოყოფილი 125.0 ათასი ლარი. გადასახდელების ნაწილი მესტიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების, პროგრამების მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგებისა ინდიკატორები ათასი ლარი) თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) 270.0 ათასი ლარით ფინანსდება საგანგებო სიტვაციების მართვის სამსახური, რომელიც ემსახურება სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) 60 ათასი ლარით ფინანსდება საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მესტიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
(1160.0 ათასი) ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია დაბის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, დაფინანსება და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. მუნიციპალიტეტის გზების და ხიდების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) 600.0 ათასი ლარი – პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში გზების და ხიდების რეაბილიტაცია. 2015წ დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
(500.0 ათასი ლარი)კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე-განათების ქსელის გაფართოება. არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მესტიის მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიება, ასევე წყლის სისტემისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია ექსპლოატაციის ღონისძიებები გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) 200.0 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე-განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, ასევე სოფლის ცენტრებში ახალი წერტილების მოწყობა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) 370.0 ათასი ლარი გამოიყო დასუფთავების ღონისძიებისთვის, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზის ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) 81.0 ათასი ლარი – პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბის ცენტრის რეაბილიტაციის სამუშაოები, ისტორიული უბნების აღდგენა-რეაბილიტაცია, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაცია - აშენება. ასევე აღნიშნულ თანხაში შედის საპროექტო სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაციის შესყიდვის ხარჯი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
(668.0 ათასი ლარი) განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) 600.0 ათასი ლარი ეთმობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დაფინანსებას. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 21 ბაღი, სადაც განათლებას იღებს 341 ბავშვი. ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებისათვის ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და ამღზრდელთა ხელფასებს, ბავშვების კვების და სხვა მიმდინარე ხარჯებს. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ხელოვნების სკოლა (პროგრამული კოდი 04 03) 68.0 ათასი ლარი ხელოვნების სკოლის მიზანია პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა.მომდევნო წლებში დავგეგმეთ სხვადასხვა დარგების დამატება, რაც გამოიწვევს პედაგოგთა და მოსწავლეების რიცხვის გაზრდას და მათ ჩაბმვას აქტიურად სასწავლო პროცესში. ხელოვნების სკოლის ამოცანაა პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა; ხელოვნების სკოლის ფუნქციები მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: 1) საფორტეპიანო სწავლება 2) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლება 3) ფოლკლორი და სახვითი ხელოვნების სწავლება ხელოვნების სკოლა დაფუძნდა 2013წ 19 ივლის საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, ფუნქციონირება დაიწყო 2014წ მარტიდან მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
(1354.0 ათასი ლარი) კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი ისე ფიზიკური თვასაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, შესაბამისად მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობობების განვითარება. ა(ა)იპ“ სპორტული სკოლების გაერთიანება“ (პროგრამული კოდი 05 01 01) 620.0 ათასი ლარით ფინანსდება სპორტული ღონისძიებები, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული სკოლების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები ემსახურება ახალგაზრობის მაქსიმალურ ჩართვას სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ახალგაზრდებისათვის სპორტული გამაჯანსაღებელი პირობების შექმნას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
(507.0 ათასი ლარი) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის ცენტრი, მუსიკალური სკოლა, სამხატვრო სკოლა და ბიბლიოთეკები. (კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) 360.0 ათასი ლარით ფინანსდება ა.ა.იპ“ კულტურის ცენტრი“ მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის ცენტრი მასში შემავალი 5 კულტურის სახლი, 2 სასოფლო კლუბი, ახალგაზრდული ცენტრი ,,ბეთქილი”,2 სახელობითი მუზეუმი, 3 ფოლკლორული ანსამბლი (,,რიჰო”.,,ლატალი” ახალგაზრდული ფოლკლორული ჯგუფი ,,ბეთქილი”). მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ბიბლიოთეკების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) 65.0 ათასი ლარია გამოყოფილი ბიბლიოთეკების დაფინანსება, მიზნად ისახავს მკითხველთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილებას მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით უზრუნველყოფას. ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებას. მოსახლეობის ყველა ფენის მომსახურეობას. საბავშვო ან მასობრივ ბიბლიოთეკებში ფონდების შექმნის მიზნით კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებების მიოწყობა. მომდევნო წლებში დაგეგმილი გვაქვს: კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზის გაკეთება,რაც მკითხველის მოზიდვას გამოიწვევს ,საცავის რეაბილიტაცია,სადაც განლაგებულია ფონდი. ახალი ბეჭდური პროდუქციის შექმნა. მთავარი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა. 2015 წ მთავარ პრიორიტეტად გვაქვს დასახელებული ნაკრაში,უშგულში და იფარში ბიბლიოთეკის გახსნა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ხელოვნების სახლ მუზეუმი (05 02 05) 82.0 ათასი ლარით ფინანსდება ა.ა.იპ ხელოვნების მუზეუმი“ რაც მიზნად ისახავს მხატვარი ძმების ირაკლი,მარატი და გოვენ ფარჯიანების თანამედროვე ხელოვნების მემორიალური სახლ – მუზეუმის გახსნას და ფუნქციონირებას. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (05 03) 127.7 ათასი ლარით ფინანსდება ახალგაზრდული პროგრამები. აღნიშნული პროგრამა ემსახურება ახალგაზრდა თაობის მრავალ მხრივ განათლებას და ზოგადი უნარების ჩამოყალიბებას. 2015წ აღნიშნული თანხით იგეგმება: პროექტი „ფოლკლორული ფესტივალი ზემო სვანეთი 2015“––20 000 ლარი სოციალურ–საგანმანათლებლო მედია პროექტი „ეტალონი“ ––3 000 ლარი „ზემო სვანეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პირველადი ინვენტარიზაცია“ (ბროშურების გამოცემა). –– 6 000 ლარი „მხიარული სტარტები“ –– 7 000 ლარი „მხიარულთა და საზრიანთა კლუბი“. –– 6 000 ლარი 26 მაისის ღონისძიება. –– 5 000 ლარი მირონ ხერგიანის წიგნის გამოცემის თანადაფინანსება,“კლდის ვეფხვის“ ინგლისურენოვანი თარგმანი. –– 5 000 ლარი ერეკლე საღლიანის ლექსების კრებული „შამარირა“ ––5 000 ლარი ბავშვთა დაცვის დღე –– 5 600 ლარი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ –– 1 200 ლარი „რა, სად, როდის“ –– 1 200 ლარი „არქეოლოგიური გათხრები სვანეთში“ –– 10 000 ლარი ექვთიმე თაყაიშვილზე ფილმი: „ნაკვალევზე“ –– 45 000 ლარი ა.ა.იპ“ ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრი“ (პროგრამული კოდი 05 04) 27.0 ათასი ლარი – ამ პროგრამის ფარგლებში თეატრის ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება,პერსონალის დაფინანსება, ქვეპროგრამის მომდევნო წლებში დაგეგმილი გვაქვს: თეატრის რეაბილიტაცია, კვალიფიციური კადრების დამატება, საინტერესო პროექტების შექმნა, მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ა.ა.იპ“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დაფინანსება(05 05) 100.0 ათასი ლარი გამოიყო ა.აიპ“კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დასაფინანსებლად“ აღნიშნული ა.ა.იპ ემსახურება კულტურული ძეგლების აღრიცხვას და რეაბილიტაციას, რაც ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და დაცვას. (322.0 ათასი ლარი) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურეობა (პროგრამული კოდი 06 01) 70.0 ათასი ლარით ფინანსდება ჯანდაცვის პროგრამა,რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში `საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, რომლის მიზანია გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების წესის დამკვიდრება.გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის ღონისძიებების ჩატარება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
(162.0 ათასი ლარი) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მარჩენალდაკარგულთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) 10.0 ათასი ლარი გამოიყო მარჩენალდაკარგულთა სოციალური დაცვის დასაფინანსებლად, აღნიშნული პროგრამით ხორციელდება დედ-მამით ობოლ და ინვალიდ ბავშვებზე დახმარება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
გაჭირვებულ ოჯახთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) 136.0 ათასი ლარი გამოიყო გაჭირვებულთა ერჯერადად დახმარებისთვის, აღნიშნული პროგრამა მოიცავს გაჭირვებული ოჯახების გადაუდებელი ღონოსძიებების დაფინანსებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
ვეტერანთა (ხანდაზმულთა) სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 03) 16.0 ათასი ლარი გამოიყო ხანდაზმულთა და ვეტერანთა დასახმარებლად აღნიშნული პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს: 1. ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებზე დახმარება 2. გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა (დაკრძალვის ხარჯები) დახმარება. 3. ხანდაზმულები მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
მესტიის მუნიციპალიტეტის ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 03) 60.0 ათასი ლარი გამოიყო პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს: 1. ახალშობილებზე ერთჯერად დახმარებას. 2. ონკოლოგიურ და მძიმე ავადმყოფებზე ერთჯერადი დახმარებები 3. პირველი ჯგუფის ინვალიდების ერთჯერადი დახმარებები. მრავალშვილიანები გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 04) 30.0 ათასი ლარი გამოიყო აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ხანძრით და ბუნებრივი კატაკლიზმებით დაზარალებული ოჯახების დახმარებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
|
დოკუმენტის კომენტარები