ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის ანგარიში

  • Word
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 960
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 09/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
960
09/12/2014
ვებგვერდი, 23/12/2014
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის ანგარიში
ზუგდიდის რაიონული სასამართლო

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  49-ე მუხლის   თანახმად გამოსაქვეყნებლად გეგზავნებათ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-III თავის მოთხოვნათა შესასრულებლად, კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

 

2014 წლის განმავლობაში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში შემოსულია 18 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე.

 

მათ შორის:

1.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან-2;

2.წამების, ძალადობის და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი ,,ემპათია’’-დან - 1;

3.მოქალაქისაგან-3;

4.ინტერნეტ გამოცემა ,,www.livepress.ge”-დან-2;

5.,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო’’-დან 2.

6.საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან - 2;

7.,,ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი’’-დან 1;

8.,,ააიპ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’’-დან -1;

9.,,საინფორმაციო ცენტრების ქსელი’’-დან 1;

10.,,ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივიდან’’ – 1;

11.,,რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი ,,თანაზიარი’’-დან 1;

12.საჯარო სამსახურის ბიურო - 1.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად 18 მოთხოვნა დაკმაყოფილდა:

 

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო’’-დან შემოსული 2 მოთხოვნა:

1) რამდენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2013 წლის განმავლობაში;

2) 2012 წლიდან დღემდე თვეების მიხედვით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის საქმეზე ბრალდებული პირების წინააღმდეგ განხილულ საქმეთა შესახებ.

 

მოქალაქეებისაგან შემოსული 3 მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განაჩენების დაშტრიხული ფორმით გადაცემის შესახებ:

1) 2010 წლიდან დღემდე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განხილული საქმეების სტატისტიკა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამების ფაქტზე რამდენ საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, პირთა რაოდენობის, სასჯელების სიმძიმის და კომპენსაციის რაოდენობის შესახებ;

2) 2005 წლიდან დღემდე მიღებული გადაწყვეტილებები, სადაც გამოყენებულია საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლი;

3) ინფორმაცია 2009-2014 წლებში განხილული სისხლის სამართლის საქმეთა შესახებ, სადაც გამოყენებულია საქართველოს სსკ-ის 108 და 109-ე მუხლები.

 

,,საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან’’ შემოსული მომართვა:

1) 2014 წლის 01 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით რამდენი შუამდგომლობა შემოვიდა სასამართლოში, მათ შორის მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორიაზე  აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, განჩინებებზე შემოსული საჩივრების და გასაჩივრების შედეგად მიღებული განჩინებების ასლების გადაცემის შესახებ;

 

,,ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივიდან’’ შემოსული მომართვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული დადგენილებების ასლების გადაცემის შესახებ;

 

,,საინფორმაციო ცენტრების ქსელიდან’’ მიღებული მომართვა 2012 წლის 01 ოქტომბრიდან 2014 წლის 28 თებერვლის ჩათვლით სასამართლო პროცესის ფოტოგადაღების, კინო, ვიდეო და აუდიო ჩაწერის მოთხოვნით რამდენმა დაინტერესებულმა პირმა მომართა სასამართლოს, დაკმაყოფილებულ განცხადებათა რაოდენობის და განმცხადებელთა ვინაობის მითითებით, ასევე სასამართლოში ფოტო გადაღების, კინო, ვიდეო, აუდიო ჩაწერის წესის გაცემის თაობაზე სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანების გადაცემის შესახებ;

 

წამების, ძალადობის და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი ,,ემპათი’’-დან შემოსული მომართვა 2012-2013 წლებში საქართველოს სსკ-ის 1441, 144და 1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე რამდენ პირს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, ასევე  გამამტყუნებელი და გამამართლებელი განაჩენის დაშტრიხული ასლების გადაცემის შესახებ;

 

,,ააიპ ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფიდან’’ შემოსული მომართვა 2010 წლის 28 დეკემბრიდან დღემდე რამდენ შრომით დავაში მიიჩნია სასამართლომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის დარღვევა და მასზე მიღებული გადაწყვეტილებების ასლების გადაცემის შესახებ;

 

,,ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიდან’’ შემოსული მომართვა 2012 წლის 27 მარტიდან 2014 წლის 25 მარტამდე მიღებულ რამდენ გადაწყვეტილებაში იქნა მითითებული რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის 31 ნაწილის საფუძველზე; 2009 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 25 მარტამდე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის, სსკ-ის 117-ე მულის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, 142-ე მუხლის, 1441 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის, 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის, 155-ე მუხლის, 156-ე მუხლის, 166-ე მუხლის, 258-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე ბრალდებული ან/და მსჯავრდებული პირების საქმეებზე მიღებული (მათ შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე)  განაჩენის ასლების გადაცემის შესახებ;

 

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან’’ შემოსული მომართვა 2014 წელს ოჯახში ძალადობის შესახებ შემოსული განცხადებებისა და სასამართლოს მიერ ძალადობის მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემული დამცავი ორდერების და დამტკიცებული შემაკავებელი ორდერების რაოდენობის შესახებ;

 

,,საჯარო სამსახურის ბიუროდან’’ შემოსული მომართვა 2014 წლის 18 ივნისის შემდეგ მოქმედი საკონკურსო - საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში დამოუკიდებელი სპეციალისტების მონაწილეობის შესახებ.

 

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სამეგრელო ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრ ,,livepress.ge’’-დან შემოსული მომართვა სისხლის სამართლის საქმიდან ასლების და განაჩენის გადაცემის შესახებ, კერძოდ მხარეს გაეგზავნა განაჩენი დაშტრიხული სახით, რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, ის ნაწარმოები იყო ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, რომელიც დღეის მდგომარეობით საერთო სასამართლოებში არ ფუნქციონირებს;

 

რაც შეეხება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან შემოსულ მოთხოვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე და 154-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე გამოტანილი განაჩენების ასლების გადაცემის თაობაზე და ,,საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან’’ შემოსულ მომართვას რამდენმა დაზარალებულმა /დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ისარგებლა 2014 წლის 24 ივლისიდან დღემდე საქართველოს სსკ-ის 106-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული პროკურორის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით და მოცემულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სტატისტიკური მონაცემების გადაცემის შესახებ, ასეთი საქმეები ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში არ არის რეგისტრირებული.

 

ასევე არ არის სასამართლოში შემოსული სამეგრელო ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრ ,,livepress.ge’’-ის და ,,რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრ ,,თანაზიარის’’ მიერ მოთხოვნილი  პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები და შესაბამისად არ არის დადგენილი მათ მიმართ განაჩენები.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში შემავალ ჩხოროწყუს, წალენჯიხის და მესტიის მაგისტრატ სასამართლოს 2014 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე განაცხადი რეგისტრირებული არ არის.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელია სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების უფროსი ნინო ჩემინავა.

 

 

ნატრული აკობია

 

სასამართლოს თავმჯდომარე