„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 686
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 330110000.10.003.018306
686
19/12/2014
ვებგვერდი, 22/12/2014
330110000.10.003.018306
„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №686

2014 წლის 19 დეკემბერი

ქ.თბილისი

 

„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებაში (სსმ, 25/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის „თ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.ა) უფასოდ უზრუნველყონ ზარის წამოწყება, დასრულება ან ტრანზიტი, ასევე,  მოკლე ტექსტური შეტყობინების ინიცირება,  გადაცემა ან ტრანზიტი შემდეგ შემთხვევებში:

თ.ა.ა) აბონენტის მიერ საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ტელეფონების 1XX ფორმატის მოკლე ნომრებზე განხორციელებულ ზარებსა და გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე;

თ.ა.ბ) საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ტელეფონების 1XX ფორმატის მოკლე ნომრებიდან ამ სამსახურის გამომძახებელი აბონენტის მიმართულებით უკან განხორციელებულ ზარებსა  და  გაგზავნილ  მოკლე  ტექსტურ  შეტყობინებებზე;

თ.ა.გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის მოთხოვნის შემთხვევაში, მის მიერ მითითებულ, შესაბამისი საგანგებო (ექსტრემალური) მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების კონკრეტულ სააბონენტო ნომრებზე განხორციელებულ ზარებზე;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი