„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2932-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 360090000.05.001.017567
2932-Iს
12/12/2014
ვებგვერდი, 23/12/2014
360090000.05.001.017567
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“  საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2012, სარეგისტრაციო კოდი: 360090000.05.001.016631) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 5პუნქტი:

„51. ოპერატორის მიერ მარეგულირებელი ორგანოსათვის წარდგენილი და მასთან შეთანხმებული დოკუმენტების ნუსხა და ამ კანონის 23-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნები არის სალიცენზიო პირობები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ლიცენზიის მფლობელის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელებისას.“.

2. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 23. ლიცენზიის მფლობელის მოვალეობები

ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შესაბამისად ვალდებულია დაიცვას შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) უზრუნველყოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება, ფიზიკური დაცვა და საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნა;

ბ) თანამედროვე ტექნიკური და სამეცნიერო დონის გათვალისწინებით სისტემატურად შეაფასოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება და პრაქტიკაში დანერგოს ამ შეფასების შედეგები;

გ) დაუყოვნებლივ გამოიძიოს ნებისმიერი დარღვევა, მიიღოს ზომები მის აღმოსაფხვრელად და დარღვევის განმეორების თავიდან ასაცილებლად; დასხივების დასაშვები დონის გადაჭარბების ყველა შემთხვევის დროს ჩაატაროს მოკვლევა და შედეგები წერილობით აცნობოს სამინისტროს;

დ) მარეგულირებელ ორგანოს წერილობით შეატყობინოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების ან საქმიანობის გაფართოების შესახებ და წარუდგინოს ამ ცვლილებასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაცია და რადიაციული დაცვის განახლებული პროგრამა;

ე) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობის ყველა ეტაპზე შეასრულოს რადიაციული დაცვის პროგრამით განსაზღვრული ვალდებულებები, რომელიც მოიცავს ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის პროგრამებს და რადიაციულ ავარიაზე რეაგირების გეგმას;

ვ) დაიცვას ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური პირობებით განსაზღვრული გაზომვების ჩატარების და გამზომი ხელსაწყოების უნიფიცირების მოთხოვნები;

ზ) მიიღოს მაიონებელი გამოსხივების მხოლოდ ისეთი წყაროები, რომლებსაც აქვს შესაბამისი თანმხლები დოკუმენტაცია და ნიშნული, რომელიც მოთავსებულია სათანადო მარკირების მქონე დამცავ შეფუთვაში − კონტეინერში;

თ) მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მუშაობის უფლება მიანიჭოს მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სპეციალური პროფესიული ცოდნა, აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის სამედიცინო უკუჩვენება არ აქვთ;

ი) დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამინისტროს ტექნოლოგიურ პროცესებში მომხდარი გადახრების, აგრეთვე ფიზიკური დაცვის პირობების ან/და ავარიებისათვის მზადყოფნის დარღვევების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვანია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოებისათვის;

კ) უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების იმ საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოება არ არის;

 ლ) უზრუნველყოს სათანადო პირობების არსებობა სამინისტროს მიერ ინსპექტირების შეუფერხებლად განხორციელებისათვის;

მ) ორგანიზება გაუწიოს და ფინანსურად უზრუნველყოს მუშაკთა ჯანმრთელობის ყოველწლიური პროფესიული შემოწმება, ხოლო შემოწმების უარყოფითი შედეგების დადგენისას – შესაბამისი მუშაკის სხვა პროფილის სამუშაოზე გადაყვანა;

ნ) უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კავშირის ორგანიზება ბირთვული და რადიაციული ავარიების შესახებ დროულად შეტყობინებისათვის;

ო) მოამზადოს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით გადასცეს შესაბამის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი რადიაციული მასალები, რადიოაქტიური წყაროები და საცავში გადასაცემი რადიოაქტიური ნარჩენები;

პ) უზრუნველყოს ობიექტებზე დამსწრე და ხელშეკრულებით მომუშავე პირთა რადიაციული უსაფრთხოება;

ჟ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, აგრეთვე ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფის მოთხოვნების შესრულების უწყვეტი კონტროლის განსახორციელებლად რადიაციული დაცვისათვის პასუხისმგებელ პირად დანიშნოს შესაბამისი ცოდნის მქონე მუშაკი, ხოლო მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტზე შექმნას რადიაციული უსაფრთხოების სამსახური;

რ) უზრუნველყოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, აგრეთვე ფიზიკური დაცვის საკითხებზე მუშაკთა სპეციალური პროფესიული სწავლება და მათთვის რეგულარული ტრენინგების ჩატარება;

ს) ბირთვული მასალებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების გადაცემის ან გაყიდვის პროცედურა განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი შეტყობინების გაგზავნისა და თანხმობის მიღების შემდეგ;

ტ) აღრიცხოს მაიონებელი გამოსხივების წყაროები, ბირთვული მასალები და წარმოქმნილი რადიოაქტიური ნარჩენები, აგრეთვე მუშაკთა (მათ შორის, დაქირავებულთა) პროფესიული დასხივების დოზები და ინვენტარიზაციის შედეგები ყოველწლიურად აცნობოს სამინისტროს;

უ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტისათვის შეიმუშაოს დეკომისიის გეგმა, რისთვისაც უნდა განახორციელოს ბირთვული და რადიაციული ობიექტის სათანადო გამოკვლევა და მონიტორინგი და უზრუნველყოს სამინისტროსთვის შესაბამისი შეტყობინების წარდგენა;

ფ) შეასრულოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, რადიაციული უსაფრთხოების და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროს მიერ დაწესებული ყველა მოთხოვნა;

ქ) მაღალი რადიაციული რისკის მქონე საქმიანობის განხორციელებისას 10 წელიწადში ერთხელ ჩაატაროს უსაფრთხოების შეფასება და შესაბამისი დასკვნა წარუდგინოს სამინისტროს;

ღ) უზრუნველყოს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;

ყ) ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, სამინისტროს წარუდგინოს  ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ლიცენზიას საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში მიიღებს.“.

3. 53-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით 2016 წლის 1 იანვრამდე მიღებულ იქნეს „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონი.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „თ“–„ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:

ა) „ტექნიკური რეგლამენტის – მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“;

ბ) „ტექნიკური რეგლამენტის – მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“.“;

დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა 2016 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს შემდეგი ბრძანებები:

ა) „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“;

ბ) „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროებისა და ნარჩენების, მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“;

გ) „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის“ დამტკიცების თაობაზე“.

6. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:

ა) „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმის“ დამტკიცების შესახებ“;

ბ) „ტექნიკური რეგლამენტის – სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“;

გ) „ტექნიკური რეგლამენტის – მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“;

დ) „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების შესახებ“; 

ე) „ტექნიკური რეგლამენტის – მაიონებელი გამოსხივების წყაროების ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლის ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“;

ვ) „ტექნიკური რეგლამენტის – მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“;

ზ) „ტექნიკური რეგლამენტის – ინდივიდუალური მონიტორინგის განხორციელებისა და კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ“.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 დეკემბერი 2014 წ.

N2932-Iს