„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 373
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 19/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016689
373
19/12/2014
ვებგვერდი, 19/12/2014
190040000.22.033.016689
„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №373

2014 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N904 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N904 ბრძანებით (სსმ III, 30.12.2009წ., №159, მუხ.1979) დამტკიცებული „გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციაში“ (დანართი #1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
  1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხარჯებისა და არაფინასური აქტივების ზრდის ჯამი

თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხარჯებისა და არაფინასური აქტივების ზრდის ჯამი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

თვითმმართველი ქალაქებისათვის: Ecity=Scity*Gcity%

მუნიციპალიტეტებისათვის: Em=Sm*Gm%

სადაც,

Ecity - თვითმმართველი ქალაქის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი;

Em - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი;

Scity - თვითმმართველი ქალაქის სტატისტიკური და გათანაბრებითი კოეფიციენტების ხვედრითი წილი თვითმმართველი ქალაქების კოეფიციენტების საერთო მოცულობაში;

Sm - მუნიციპალიტეტის სტატისტიკური და გათანაბრებითი კოეფიციენტების ხვედრითი წილი მუნიციპალიტეტების სტატისტიკური და გათანაბრებითი კოეფიციენტების საერთო მოცულობაში.

G ანუ Gcity-სა და Gm -ის ჯამი წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის საერთო მოცულობას, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

Gcity - თვითმმართველი ქალაქების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობა განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის 69%-ით.

Gm - მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობა, განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ბიუჯეტების ხარჯებისა და არაფინასური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის 31%-ით.“.

  1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. კონკრეტული თვითმმართველი ქალაქის/მუნიციპალიტეტის სტატისტიკური კოეფიციენტების  საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლის (A-ს) გაანგარიშება

A ანუ Acity და Am  წარმოადგენს P1, P2, P3, P4, P5 და P6-ის კოეფიციენტების საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელს, სადაც P - სტატისტიკური კოეფიციენტი, არის კონკრეტული თვითმმართველი ერთეულის სტატისტიკური მონაცემის ან/და სიმჭიდროვის კოეფიციენტის (გარდა აჟარის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებისა) შეფარდება მოცემული კოეფიციენტის (მუნიციპალიტეტისათვის, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა – მუნიციპალიტეტების შესაბამის მონაცემთა ჯამი, ხოლო თვითმმართველი ქალაქებისათვის – თვითმმართველი ქალაქების შესაბამისი მაჩვენებლების ჯამი) შესაბამის ჯამთან.

A ანუ Acity და  Am  გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

A=(∑Pn)/n

სადაც,

n – წარმოადგენს  P-ის რაოდენობას;

P ანუ Pcity და Pm წარმოადგენს სტატისტიკურ კოეფიციენტს, რომელიც გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

Pcity =Ccity/CTcity%

Pm =Cm/CTm%

სადაც,

Ccity - წარმოადგენს კონკრეტული თვითმმართველი ქალაქის სტატისტიკურ მონაცემს ან/და მოსახლეობის სიმჭიდროვის კოეფიციენტს;

CTcity – არის თვითმმართველი ქალაქების შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების ან/და მოსახლეობის სიმჭიდროვის კოეფიციენტების ჯამი;

Cm - წარმოადგენს კონკრეტული მუნიციპალიტეტის სტატისტიკურ მონაცემს ან/და მოსახლეობის სიმჭიდროვის კოეფიციენტს;

CTm – არის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების ან/და მოსახლეობის სიმჭიდროვის კოეფიციენტების ჯამი;

მოსახლეობის სიმჭიდროვის კოეფიციენტი(გარდა აჟარის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებისა) (Cd) მიიღება მოსახლეობის რაოდენობის (ათასებში) შეფარდებით შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ფართობთან (კმ2-ში);

C1-ს, C2-ს, C3-ს, C4-ს, C5-ს, Cd-ს შეესაბამება შემდეგი სტატისტიკური მონაცემები და სტატისტიკური კოეფიციენტი:

მოსახლეობის რაოდენობა;

მოსახლეობის რაოდენობა, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი (სარეიტინგო ქულა) ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე;

6 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა;

6-18 წლამდე მოზარდთა რაოდენობა;

ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე;

მოსახლეობის სიმჭიდროვის კოეფიციენტი;“

გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების დროს, ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემებიდან, აჟარის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებისათვის გამოიყენება ყველა სტატისტიკური მონაცემი გარდა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძის და მოსახლეობის სიმჭიდროვის კოეფიციენტისა.“.

  1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. სტატუსის კოეფიციენტის (ST-ის) გაანგარიშება

 სტატუსის კოეფიციენტი (ST) მიიღება თვითმმართველი ერთეულის, დედაქალაქის, მაღალმთიანობის სტატუსების, იმ მუნიციპალიტეტებისათვის (აჟარა, ერედვი, ქურთა, თიღვი და ახალგორი), რომელთა ტერიტორიაც ოკუპირებულია სპეციალური კოეფიციენტის  და  დროებით მხარდაჭერის კოეფიციენტების  ჯამით:

ST=SU+SCC+SHM+SO+STS

სადაც,

 

SU - წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სტატუსს და განისაზღვრება 1.0-ის ოდენობით;

SCC - წარმოადგენს დედაქალაქის სტატუსს და თვითმმართელი ქალაქების თბილისის და ბათუმისათვის განისაზღვროს  2.8-ის ოდენობით;

SHM - წარმოადგენს მაღალმთიანობის სტატუსს, რომელიც განისაზღვრება 0.1-ის ოდენობით და ენიჭება იმ თვითმმართველ ერთეულებს, რომლებშიც „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია არანაკლებ 10 დასახლებული პუნქტი;

SO - წარმოადგენს სპეციალურ კოეფიციენტს იმ მუნიციპალიტეტებისათვის (აჟარა, ერედვი, ქურთა, თიღვი და ახალგორი), რომელთა ტერიტორიაც ოკუპირებულია და განისაზღვრება    1.5-ის ოდენობით.

       STS - წარმოადგენს  იმ თვითმმართველი ქალაქების დროებით მხარდაჭერის კოეფიციენტს, რომლებიც არსებობდნენ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღემდე და განისაზღვრება:

  • 2015 წლისათვის  0.5-ის ოდენობით;
  • 2016 წლისათვის  0.3-ის ოდენობით;
  • 2017 წლისათვის  0.1-ის ოდენობით.“.

 

  1.  მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:

 

„მუხლი 10. გარდამავალი დებულება 2015 წლის გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშებისათვის

2015 წლის გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშებისას თუ, კონკრეტული მუნიციპალიტეტის გათანაბრებითი ტრანსფერი ნაკლებია 2014 წლის მაჩვენებელზე, მაშინ აღნიშნული მუნიციპალიტეტის გათანაბრებითი ტრანსფერი განისაზღვრება 2014 წლის  გათანაბრებითი ტრანსფერის ოდენობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 19 დეკემბრიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური