დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1032 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 22/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 15/12/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016400 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით (ვებგვერდი, 01/08/2012, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016122) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტები:
„17. მძღოლობის კანდიდატმა, რომელმაც 2014 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 14 დეკემბრამდე წარმატებით ჩააბარა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, უფლება აქვს, არსებული წესით, შესაბამის მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გავიდეს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების დღიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, მაგრამ ამ ვადაში არა უმეტეს 5 გასვლისა (გარდა დამატებით პრაქტიკულ გამოცდაზე ვადაზე ადრე დაშვების კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა). 18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება იმ მძღოლობის კანდიდატზე, რომელიც 2014 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 15 დეკემბრამდე მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დაშვებული იყო 5-ჯერ (გარდა მართვის უფლების მისაღებ დამატებით პრაქტიკულ გამოცდაზე ვადაზე ადრე დაშვების კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა). 19. ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მძღოლობის კანდიდატის მართვის უფლების მისაღებ დამატებით პრაქტიკულ გამოცდაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადაზე ადრე დაშვება არ განხორციელდება, თუ მან პრაქტიკულ გამოცდაზე ვადაზე ადრე გასვლის გარდა, მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე მეხუთედ მიიღო უარყოფითი შეფასება და თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან გასულია 30 კალენდარული დღე.“.
|
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 15 დეკემბრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები