რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2149
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018142
  • Word
2149
02/12/2014
ვებგვერდი, 18/12/2014
000000000.00.003.018142
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2149

2014 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

1. 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში ან მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ფართებში მცხოვრები 5815 ოჯახის (დანართის შესაბამისად) მიერ, 2014 წლის ნოემბერსა და დეკემბერში და 2015 წლის იანვარსა და თებერვალში, ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის (სადაც არ ხორციელდება ბუნებრივი აირის მიწოდება) ხარჯის ანაზღაურებისათვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს 581 500 (ხუთას ოთხმოცდაერთი ათას ხუთასი) ლარი, ხოლო, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან - 581 500 (ხუთას ოთხმოცდაერთი ათას ხუთასი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის (სადაც არ ხორციელდება ბუნებრივი აირის მიწოდება) საფასურის ანაზღაურების ლიმიტი ერთი ოჯახისათვის (აბონენტი) განისაზღვროს ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიების მიერ პირველ რიგში დაიფაროს შესაბამისი თვეების მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების განაწილვადებული დავალიანება, ხოლო დარჩენილი თანხა მიიმართოს მოხმარებული ბუნებრივი აირის მიმდინარე ღირებულების ანაზღაურებისათვის.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახებისათვის, 2015 წლის იანვარსა და თებერვალში, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის (სადაც არ ხორციელდება ბუნებრივი აირის მიწოდება) საფასურის ანაზღაურება განხორციელდეს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდგომ.

პრემიერ-მინისტრი                                                                 ირაკლი ღარიბაშვილი

 

დანართი

 

N

ობიექტის დასახელება

მისამართი

რეგისტრირებულ ოჯახთა რაოდ.

1

ყოფ. სამხ. ლიცეუმი

იმერეთი ქუთაისი ვ.ხარებავას ქ. N 52

58

2

ყოფ. სამხ. კომისარიატი

იმერეთი ქუთაისი თვალჭრელიძის ქ. N 13

9

3

სააფთიაქო სამმართველო

იმერეთი ქუთაისი რ.თაბუკაშვილის ქ. N 98

73

4

ყოფ. პროფ. სასწავლებელის ს/ს

კახეთი  თელავი თბილისის გზატ. N 28

25

5

ყოფ. სკოლა ინტერ.

კახეთი  ლაგოდეხი ი.ჭავჭავაძის ქ. N 102

30

6

ყოფ. პროფ ტექნიკუმი

კახეთი  საგარეჯო კახეთის გზატ. ქ. N 7

22

7

სოფ. ბაზალეთის ჩასახლება

მცხეთა–მთიანეთი დუშეთი ს. ბაზალეთი

97

8

ყოფ. ინტერ.

მცხეთა–მთიანეთი მცხეთა ს. საგურამო

35

9

ყოფ. პროფ.ტექნიკუმი

მცხეთა–მთიანეთი მცხეთა ს. საგურამო

34

10

სოფ. ფრეზეთის ჩასახლება

მცხეთა–მთიანეთი მცხეთა ს. ფრეზეთი

270

11

სოფ. წეროვანის ჩასახლება

მცხეთა–მთიანეთი მცხეთა ს. წეროვანი

1965

12

სოფ. წილკანის ჩასახლება

მცხეთა–მთიანეთი მცხეთა ს. წილკანი

394

13

სოფ. წინამძღვრიანთკარის ჩასახლება

მცხეთა–მთიანეთი მცხეთა ს. წინამძღვრიანთკარი

41

14

ყოფ. ტელევიზია

მცხეთა–მთიანეთი მცხეთა ს. წინამძღვრიანთკარი

54

15

ვერხვების ჩასახლება

შიდა–ქართლი ქ. გორი, ვერხვების დას.

280

16

ყოფ. ნარკოლოგიური

შიდა–ქართლი ქ. გორი,  კომბინატის დას.

55

17

ქ. გარდაბანის ჩასახლება

ქვემო–ქართლი  გარდაბანი დ.აღმაშენებლის ქ. N 1

104

18

ს\ბაღი

ქვემო–ქართლი ბოლნისი ს. ქვემო ბოლნისი

15

19

სოფ. კოდას ჩასახლება

ქვემო–ქართლი თეთრიწყარო ს. კოდა

428

20

ყოფ. სამხედრო ბაზა

ქვემო–ქართლი მარნეული დ. შაუმიანი

187

21

ყოფ. სამუსიკო სკოლა

შიდა–ქართლი  გორი დ.ჭონქაძის ქ. N 2

41

22

ყოფ.სისხლის გად.ცენტრი

შიდა–ქართლი  გორი კვერნაკის დას.

19

23

ყოფ. ელ. ტექნიკუმი

შიდა–ქართლი  ქარელი ახალგაზრდობის ქ. N 5

62

24

ყოფ. პროფ. ტექნიკუმი

შიდა–ქართლი  ქარელი ვაჟა-ფშაველას ქ. N 117

45

25

ბ/ბაღი # 2

შიდა–ქართლი  ხაშური ვაჟა-ფშაველას ქ. N 13

24

26

პროფ-ტექ. 

შიდა–ქართლი  ხაშური სტალინის ქ. N 109

51

27

სოფ. ბერბუკის ჩასახლება

შიდა–ქართლი გორი ს. ბერბუკი

132

28

სოფ. კარალეთის ჩასახლება

შიდა–ქართლი გორი ს. კარალეთი

487

29

სოფ. საქაშეთის ჩასახლება

შიდა–ქართლი გორი ს. საქაშეთი

94

30

სოფ. სკრას ჩასახლება

შიდა–ქართლი გორი ს. სკრა

83

31

სოფ. შავშვების ჩასახლება

შიდა–ქართლი გორი ს. შავშვები

173

32

სოფ. ხურვალეთის ჩასახლება

შიდა–ქართლი გორი ს. ხურვალეთი

128

33

სოფ. თელიანის ჩასახლება

შიდა–ქართლი კასპი ს. თელიანი

48

34

სოფ. მეტეხის ჩასახლება

შიდა–ქართლი კასპი ს. მეტეხი

33

35

სოფ. ახალსოფელის ჩასახლება

შიდა–ქართლი ქარელი ს. ახალსოფელი

98

36

სოფ. მოხისის ჩასახლება

შიდა–ქართლი ქარელი ს. მოხისი

57

37

მე-14 პროფ-ტექ.

შიდა–ქართლი ხაშური დ. სურამი

26

38

სანატ. სურამი

შიდა–ქართლი ხაშური დ. სურამი ს. ჩუმათელეთი

38

 

 

 

5815