სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2014 წლის ანგარიში

  • Word
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2014 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2014
ვებგვერდი, 12/12/2014
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2014 წლის ანგარიში
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2014 წლის ანგარიში 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული  საჯარო  ინფორმაციის  ხელმისაწვდომობისა  და  შეუფერხებლად გაცემის  შესახებ

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური,  თავის საქმიანობაში კანონიერების საჯაროობის, გამჭვირვალობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა  და  შეუფერხებლად გაცემას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განახლებულ ვებგვერდზე (www.sao.ge) სისტემატურად ქვეყნდება სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია,  გარკვეული პერიოდულობით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ფინანსური, შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშები, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ანგარიშებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  მოხსენებები, აუდიტის სამსახურის საქმიანობის წლიური ანგარიში და აღნიშნული მასალის გაცნობა ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

რაც შეეხება 2014 წელს, აღვნიშნავთ, რომ საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 57 მოთხოვნა, აქედან დაკმაყოფილდა - 49, გაცემული ინფორმაციის მოცულობამ შეადგინა 4 920  ფურცელი.

            საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 8 მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც განპირობებული იყო შემდეგი გარემოებებით:

·         2 შემთხვევაში - მოთხოვნილი ინფორმაცია ინახება ქ. ქუთაისის ცენტრალურ არქივში;

·         4 შემთხვევაში აუდიტი, რომლის თაობაზეც იყო მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ არ განხორციელებულა;

·         1 შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია არ ინახება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში;

·         1 შემთხვევაში მოთხოვნილი ინფორმაცია ინახება  აჭარის ა/რესპუბლიკის სამთავრობო საქვეუწყებო დაწესებულების  საარქივო სამმართველოში;

·         1 შემთხვევაში ინფორმაციას არ მოაკითხა დაინტერესებულმა პირმა.

ამასთანავე, აღვნიშნავთ, რომ ზემოთ მითითებულ ყველა შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნათა არდაკმაყოფილების შესახებ წერილობით ეცნობათ დაინტერესებულ პირებს.  საყურადღებოა აგრეთვე, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული  არც ერთი გადაწყვეტილება  არ ყოფილა გასაჩივრებული, შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არც ერთ საჯარო მოსამსახურეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო არ დაკისრებია რაიმე სახის დისციპლინური სახდელი, ასევე არ ყოფილა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა.

რაც შეეხება საჯარო მონაცემთა ბაზებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება-დამუშავებას, აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებენ  სამსახურის ადმინისტრაციის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურები,  ელექტრონული სისტემის მეშვეობით. აღნიშნულ მონაცემებს 2014 წელს გაეცნო საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილი დროებითი კომისიის სამუშაო ჯგუფი სამსახურის 2013 წლის საფინანსო, ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა საქმიანობის შესწავლის ფარგლებში.

 

ლ. თორდია