„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2945
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 16/05/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.05.001.002.219
  • Word
2945
28/04/2006
სსმ, 15, 16/05/2006
010.320.000.05.001.002.219
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი;“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს მთავრობის კანცელარია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები;“.

3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დადგენა

1. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, აგრეთვე შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნულ ან არჩეულ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ სარგოებს ადგენს საქართველოს კანონი.

2. საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით განსაზღვრავს სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის ზედა და ქვედა ზღვრებს საჯარო სამსახურის თანამდებობათა რანგების მიხედვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის ზედა და ქვედა ზღვრების ფარგლებში:

ა) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელის და დამხმარე მოსამსახურის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელის და დამხმარე მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი;

გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი;

დ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის მოხელის და დამხმარე მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოხელის თანამდებობრივ სარგოს და თანამდებობის დასახელებას – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

ე) საქართველოს სამინისტროს და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს შესაბამისი სამინისტროს ხელმძღვანელი;

ვ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მოხელის და დამხმარე მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო;

ზ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის მოხელის და დამხმარე მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლო;

თ) საქართველოს საერთო სასამართლოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა) აპარატის მოხელის და დამხმარე მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;

ი) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელის და დამხმარე მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი;

კ) საქართველოს პროკურატურის სისტემის მოხელის, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს გენერალური პროკურორი;

ლ) საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის მოხელის და დამხმარე მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე;

მ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოხელის და დამხმარე მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი;

ნ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელის და დამხმარე მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;

ო) საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატის მოხელის და დამხმარე მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;

პ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს ამტკიცებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო – საკრებულო;

ჟ) სხვა სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.“.

4. მე-10 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, საქართველოს სამინისტროების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის, საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ამტკიცებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.

3. საქართველოს საერთო სასამართლოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა) აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას ამტკიცებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი.“.

5. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე და მრჩეველი (ექსპერტი), საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს მოხელე – არა უმეტეს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადით;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სამდივნოს მოხელე – არა უმეტეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილების ვადით;“.

6. 29ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

7. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ კანდიდატის წამოყენების ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.“.

8. 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 81. ატესტაციის ცნება

1. ამ კანონის მიხედვით მოხელის ატესტაცია არის მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისების დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება.

2. ატესტაციის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

9. 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;“.

10. 84-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის კომისია–საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეთათვის;“;

ბ) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის კომისია – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მოხელეთათვის, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოხელეთათვის – შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისია;

გ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების (საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება) მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის კომისია – შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მოხელეთათვის;“.

11. 85-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს, ამ კანონის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარის გარდა, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.“.

12. 1281 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჯარო სამსახურის საბჭოს თავმჯდომარე არის საქართველოს პრეზიდენტი. საჯარო სამსახურის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

3. საჯარო სამსახურის საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, საბჭოს მდივნის, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სამ-სამი წარმომადგენლისაგან. საბჭოს მდივანს და საბჭოს სხვა წევრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.“.

13. 134-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“–„ე“ ქვეპუნქტები:

„გ) 2006 წლის 1 ივნისამდე საქართველოს მთავრობამ მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს მთავრობის წევრთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო აქტის პროექტი;

დ) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესაბამისი საკანონმდებლო აქტის ამოქმედებამდე საქართველოს მთავრობის წევრთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით;

ე) 2006 წლის 1 ივნისამდე საჯარო სამსახურის ბიურომ მოამზადოს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს ამ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 81-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ბრძანებულებების პროექტები.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 28 აპრილი.

№2945-Iს