ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2944
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/04/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 16/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 080.080.040.05.001.002.218
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2944
28/04/2006
სსმ, 15, 16/05/2006
080.080.040.05.001.002.218
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (20/09/2013 - 29/05/2014)

საქართველოს კანონი

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში სახელმწიფო ორგანოთა, თანამდებობის პირთა და იურიდიულ პირთა უფლებამოსილებებს, ვალდებულებებსა და მათი საქმიანობის კოორდინაციის წესს, აგრეთვე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა სამართლებრივ მდგომარეობას, მათი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

    მუხლი 2. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია:

ა) უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა უფლებების დაცვით;

ბ) უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია;

გ) განსაზღვროს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების თავისებურებები;

დ) განსაზღვროს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისათვის, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციისათვის სახელმწიფო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იურიდიული პირების თანამშრომლობის პრინციპები.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 და 1432 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის თანხმობას მის წინასწარგანზრახულ ექსპლუატაციაზე მნიშვნელობა არ ენიჭება;

ბ) შანტაჟი – პირის იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება მისთვის ან მისი ახლობლებისათვის სახელის გამტეხი ან სხვა საზიანო ცნობების გახმაურების მუქარით;

გ) უმწეო მდგომარეობა – მდგომარეობა, როდესაც პირი სხვა პირზე მატერიალურად ან სხვაგვარად არის დამოკიდებული, როდესაც პირს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო არ შეუძლია რეალურად შეაფასოს არსებული ვითარება, როდესაც პირს არ გააჩნია სხვა რეალური საშუალება, გარდა იმისა, რომ დაემორჩილოს მის მიმართ გამოყენებულ ძალადობას;

დ) ექსპლუატაცია – პირის გამოყენება იძულებითი შრომისათვის ან მომსახურებისათვის, მისი დანაშაულებრივ ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ან პროსტიტუციაში ჩაბმა, მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება, სექსუალური ექსპლუატაცია ან სხვა სახის მომსახურების გაწევის იძულება, აგრეთვე პირის გამოყენება სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვისათვის ანდა სხვა მიზნით;

ე) იძულებითი შრომა – ნებისმიერი სამუშაო ან მომსახურება, რომელიც მიიღება პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულებით, მის მიმართ მუქარის, შანტაჟის ან მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით;

ვ) სექსუალური ექსპლუატაცია – პირის ჩაბმა პროსტიტუციაში, სხვა სახის სქესობრივ მომსახურებაში ან პორნოგრაფიული მასალის წარმოებაში მის მიმართ მუქარის, ძალადობის, იძულების, შანტაჟის ან მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან სამუშაოს ხასიათისა და პირობების შესახებ ყალბი ინფორმაციის მიწოდებით;

ზ) მონობის მსგავსი მდგომარეობა – „მონობის, მონათვაჭრობისა და მონობის მსგავსი ინსტიტუტებისა და ჩვეულებების გაუქმების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1956 წლის 7 სექტემბრის დამატებითი კონვენციით განსაზღვრული პირის სტატუსი ან მდგომარეობა;

თ) მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება – პირისათვის პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ჩამორთმევა, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა, ოჯახთან კავშირის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონტაქტების, აკრძალვა, კულტურული იზოლაცია, პატივისა და ღირსების შემლახველ პირობებში ან/და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ან არაადეკვატური ანაზღაურებით მუშაობის იძულება;

ი) ადამიანით მოვაჭრე – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;

კ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი – პირი, რომელსაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ მიჩნეულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად;

ლ) წარმოშობის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის მოქალაქე ან რომელში მუდმივად მცხოვრები პირი არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი;

მ) დანიშნულების სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზედაც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს უწევენ ექსპლუატაციას;

ნ) ტრანზიტის სახელმწიფო – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიის გავლითაც ხორციელდება ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი);

ო) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი, რომლის მიზანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა სახის მომსახურება მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის, რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის მიზნით;

პ) დაზარალებული – პირი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან/და 1432 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნობილია დაზარალებულად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

ჟ) არასრულწლოვანი – პირი, რომლის ასაკი არ აღემატება 18 წელს .

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6012 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

    მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროებში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა განისაზღვრება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა ადამიანის უფლებების დაცვას, მათ დახმარებასა და რეაბილიტაციას, ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს.

3. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებას და მის წინააღმდეგ ბრძოლას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვას, დახმარებასა და რეაბილიტაციას, ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

 

თავი II. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების მექანიზმები და სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების სფეროში

    მუხლი 5. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების მექანიზმები

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების მექანიზმები არის იმ ორგანიზაციული, სამართლებრივი, კვლევითი, საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სოციალური და ეკონომიკური ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც მიმართულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შემცირებისაკენ, თავიდან აცილებისა და აღკვეთისაკენ.

2. სახელმწიფოს საქმიანობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების სფეროში გულისხმობს:

ა) მოკლე- და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას ქვეყანაში სიღარიბის, ეკონომიკური განვითარების დაბალი დონის, უმუშევრობისა და შესაძლებლობებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის შემცირებისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისათვის;

ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გამომწვევი მიზეზების ანალიზსა და შეფასებას;

გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფორმებისა და გავრცელების მასშტაბის კვლევასა და მონაცემთა შეგროვებას ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების შემუშავების მიზნით;

დ) მიგრაციის სრულყოფილ სამართლებრივ რეგულირებას, ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას;

ე) არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხის შემცირებას საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებით, მათ შორის, შესაბამის სახელმწიფო უწყებებში ცხელი ხაზების შექმნით, მოსახლეობის ფართო ფენებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებით, საქართველოს საპასპორტო-სავიზო სამსახურების, სასაზღვრო-გამშვები პუნქტებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების უზრუნველყოფით საინფორმაციო მასალით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური შრომისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ცენტრების შესახებ და სხვა ;

ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანას;

ზ) სპეციალური მოსამზადებელი კურსების ან სემინარების ორგანიზებასა და ჩატარებას იმ სახელმწიფო მოხელეთათვის, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებებს;

თ) ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია ადამიანის ექსპლუატაციის ხელშემწყობი ყველა ფაქტორის წინააღმდეგ.

 საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.

    მუხლი 6. სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების სფეროში

1. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებას, ქმნიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილებისა და აღკვეთისათვის საჭირო პირობებს, ახორციელებენ ამ დანაშაულის შესაძლო რისკის ჯგუფებისათვის სამართლებრივი, ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებას, აგრეთვე ატარებენ შესაბამის საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიას.

2. სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ თავისუფალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და საზოგადოებისათვის მის ხელმისაწვდომობას, სამუშაოს მაძიებელთა შრომითი მოწყობის მიზნით საშუამავლო საქმიანობის განხორციელებას, უმუშევართა დასაქმებისათვის სათანადო პროექტების შემუშავებისა და რეალიზაციის ხელშეწყობას.

3. ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს ტურისტების და დამსვენებლების დაცვისა და უსაფრთხოების პროგრამას და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანას.

5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მოქალაქეთა საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობებისა და საქართველოს ვიზების გაცემას, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა საქართველოს ფარგლებ ს გარეთ დასაქმების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უცხო ქვეყნებთან შესაბამისი ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების დადებისათვის მოლაპარაკებების გამართვას, ხოლო საქართველოს ფარგლებ ს გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა სამართლებრივი დახმარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებ ში ან საკონსულო დაწესებულებებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე პირთა განსაზღვრას.

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულში მონაწილე პირთა გამოვლენის და მათი საქართველოში შემოსვლისა და საქართველოდან გასვლის აღრიცხვის უზრუნველსაყოფად აკონტროლებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირების გატარებასა და სასაზღვრო-გამშვები პუნქტების საქმიანობას, აგრეთვე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან, შეისწავლის და აანალიზებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს და მათი აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად ახორციელებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს.

7. სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას და ამ მიზნით თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა დაწესებულებებთან.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.

 

თავი III. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები

    მუხლი 7. სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები არის იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება ამ დანაშაულის გამოვლენისა და გახსნის, დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისა და მათთვის სასჯელის შეფარდების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე რომლებიც აუცილებელია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვისა და დახმარებისათვის.

2. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას, უზრუნველყოფენ ამ დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთისათვის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას, დანაშაულში ბრალდებული პირების დადგენას, დაკავებას და მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას.

3. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლას და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვას, შეიმუშავებენ სავალდებულო სახელმძღვანელო მითითებებს და თავიანთი თანამშრომლებისათვის უზრუნველყოფენ სპეციალური მოსამზადებელი კურსების ან სემინარების ჩატარებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების, მათდამი მოპყრობისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეთა წარმოების თავისებურებებზე.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის განხორციელებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა და მოწმეთა პირადი უსაფრთხოების დაცვას, ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნას, აგრეთვე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან.

5. საქართველოს პროკურატურა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეებზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას და სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას.

6. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საქართველოს პროკურატურის და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იქმნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მუდმივმოქმედ ჯგუფს უფლება აქვს , შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისაგან, უშუალოდ მიიღოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.

    მუხლი 8. ერთიანი საინფორმაციო ბანკი

1. ადამიანით მოვაჭრეთა იდენტიფიცირებისა და მათ შესახებ არსებული ინფორმაციის სისტემატიზაციისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად იქმნება ერთიანი საინფორმაციო ბანკი, რომელშიც შეიტანება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულთან დაკავშირებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების, გამოძიების და სასამართლო განხილვის შედეგად ან/და საერთაშორისო კრიმინალური პოლიციიდან (ინტერპოლიდან) და სხვა შესაბამისი ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაცია.

2. ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის წესს, მასში შესატანი ინფორმაციის სახეებსა და შინაარსს, აგრეთვე შესაბამის ინფორმაციასთან დასაშვებ პირთა სიას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

3. ერთიან საინფორმაციო ბანკში შეტანილი ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციაა და მისი გაცნობა და გაცემა ხდება საიდუმლო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. ერთიან საინფორმაციო ბანკში არსებული ინფორმაციის უნებართვო გამჟღავნება ისჯება კანონით.

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332

    მუხლი 9. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (შემდგომში – ფონდი).

2. ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3. ფონდს მართავს ფონდის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4. ფონდის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შედიან შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამავე სფეროს სპეციალისტები და მეცნიერები. 

5. ფონდის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ფონდის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

6. ფონდის მიზანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემა და მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების დაფინანსება. 

7. ფონდის შემოსავლების წყაროებია:

ა) სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებული სახსრები;

გ) იურიდიული და ფიზიკური პირების შემოწირულებები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1268  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 10. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროებში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად შესრულებაში ხელის შეწყობის, მათი საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით საქართველოს მთავრობა ქმნის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომ – საკოორდინაციო საბჭო).

2. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, ამავე სფეროს სპეციალისტები და მეცნიერები. 

3. საკოორდინაციო საბჭოს შექმნის, პირის საკოორდინაციო საბჭოში წარდგენისა და საკოორდინაციო საბჭოდან გამოყვანის წესს, საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობასა და საქმიანობის წესს (დებულებას) განსაზღვრავს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1268  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

 

თავი IV. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია

    მუხლი 11. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსი

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხს წყვეტს საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფი პირის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებისათვის (თავშესაფრისათვის) ან შესაბამისი დაწესებულებისათვის მიმართვიდან არა უგვიანეს 48 საათისა. მუდმივმოქმედი ჯგუფის შემადგენლობას, საქმიანობის წესს და უფლებამოსილებას განსაზღვრავს საკოორდინაციო საბჭო.

2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში პირს ეძლევა უფლება, მიმართოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას (თავშესაფარს) და ისარგებლოს ამ თავით გათვალისწინებული უფლებებით.

3. დაზარალებულისა და პროცესის სხვა მონაწილისათვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსი არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობის საფუძველს.

 4. საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც სხვა სახელმწიფოში ცნობილ იქნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად, ვრცელდება ამ თავით გათვალისწინებული დებულებები.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 12. მოსაფიქრებელი ვადა

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს უფლება აქვს ისარგებლოს მოსაფიქრებელი ვადით – არანაკლებ 30 დღისა, რათა მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან შესაბამის დანაშაულზე სისხლის სამართლის პროცესის განხორციელებაში.

2. მოსაფიქრებელი ვადა აითვლება პირის მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებისათვის (თავშესაფრისათვის), სამართალდამცავი ორგანოსათვის ან შესაბამისი დაწესებულებისათვის მიმართვის დღიდან.

3. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.

    მუხლი 13. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებანი

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.

2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე პროკურორის, დაზარალებულის ან მისი წარმომადგენლის შუამდგომლობით, სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით) შეიძლება ჩატარდეს დახურული სასამართლო სხდომა.

3. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაცვის სპეციალური ღონისძიებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

4. ადამიანით მოვაჭრე იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

5. ადამიანით მოვაჭრეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება.

6. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე სისხლის სამართლის პროცესის დაწყებამდე, სისხლის სამართლის პროცესში და მისი დასრულების შემდეგ ხორციელდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონით.

    მუხლი 14. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვა

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფილია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა.

2. სამართალდამცავი ორგანოები ვალდებული არიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს დაუყოვნებლივ განუმარტონ მისი უფლება, მიმართოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას (თავშესაფარს).

3. სამართალდამცავი ორგანოები და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) ვალდებული არიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს მიაწოდონ სრული ინფორმაცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესახებ.

4. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე ვალდებულია დაზარალებულს მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლება-მოვალეობების და სამართლებრივი სტატუსის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია გამოძიების და სასამართლო პროცესის მსვლელობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.

5. სისხლის სამართლის პროცესში სახელმწიფო უზრუნველყოფს დაზარალებულს ადვოკატით, თარჯიმნით, აგრეთვე მისთვის სისხლის სამართლის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და მასალების მიწოდებას მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ ენაზე.

6. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს უფასო იურიდიული დახმარება და სასამართლო წარმომადგენლობა შეიძლება გაუწიოს ამ კანონის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებამ (თავშესაფარმა) ან სხვა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. დაზარალებულსა და მოწმეს, აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც მათ სამართლებრივ დაცვასა და დახმარებას უწევენ, უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მოითხოვონ თავიანთი და თავიანთი ოჯახის წევრების პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა და მოწმეთა ვინაობა, მისამართები და სხვა პერსონალური ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციაა და მისი გამჟღავნება აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

9. დაზარალებულის, მოწმის ან მათი კანონიერი წარმომადგენლების თხოვნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დაცვის სპეციალური ღონისძიებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 15. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის, დაზარალებულის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 362-ე მუხლებითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 და 185-ე მუხლებით განსაზღვრული ქმედებებისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან. მას აგრეთვე არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილეობისათვის, თუ იგი იძულებული იყო ასე მოქცეულიყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად, დაზარალებულად ყოფნის გამო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება ისეთ სამართალდარღვევებზე, რომლებიც პირის მიერ ჩადენილი იყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად, დაზარალებულად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის, დაზარალებულის სტატუსის მოპოვებამდე.

    მუხლი 16. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის, დაზარალებულის უფლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თუ შეუძლებელია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლისათვის, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მასზე ფონდიდან გაიცემა კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 17. სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვა, დახმარება, რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია მოიცავს იმ სამართლებრივი, სოციალური და ორგანიზაციული ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც უზრუნველყოფს:

ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა პატივისა და ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების სრული დაცვით;

ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დისკრიმინაციის დაუშვებლობას;

გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებას;

დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სრულყოფილი რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის ხელშეწყობას;

ე) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის სრული ინფორმაციის მიწოდებას მათი უფლებებისა და ამ უფლებების დაცვის იმ მექანიზმების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

2. სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვას, დახმარებას, რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციას, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა დაწესებულებებთან, რათა უზრუნველყონ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვა და დახმარება, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა და მოწმეთა პერსონალური მონაცემების სრული გასაიდუმლოება, პირადი უსაფრთხოებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, უსაფრთხო რეპატრიაცია და სამედიცინო-ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, აგრეთვე დანაშაულის შედეგად მიყენებული ფიზიკური, მორალური ან ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მექანიზმებისა და პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

    მუხლი 18. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარებისა და რეაბილიტაციის მექანიზმები

1. სახელმწიფო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის თანხმობით უზრუნველყოფს მის მოთავსებას ღირსეული არსებობისათვის შესაფერის, უსაფრთხო საცხოვრებელში – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში).

2. დაუშვებელია დაზარალებულის მოთავსება დაკავების ადგილებსა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლებელია მისი სხვათაგან განცალკევებით მოთავსება.

3. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს მისი თანხმობით უწევს უფასო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, აგრეთვე უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და დახმარებას. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) შეიმუშავებს და ახორციელებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის მოკლე და გრძელვადიან პროგრამებს.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა თანხმობით უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებულ პროფესიული სწავლებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების ყველა დაწესებულებამ (თავშესაფარმა) უნდა გაითვალისწინოს მსხვერპლთა ასაკი, სქესი და სპეციალური მოთხოვნები, განსაკუთრებით, ბავშვების სპეციალური მოთხოვნები, შესაბამისი საცხოვრებლით, განათლებითა და მზრუნველობით უზრუნველყოფის თაობაზე.

6. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ ბავშვთა მიმართ გამოიყენება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 29 ნოემბრის „ბავშვთა უფლებათა“ კონვენციით და „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციით გათვალისწინებული ბავშვის უფლებათა დაცვის მექანიზმები და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ მიღებული სახელმძღვანელო მითითებები.

7. თუ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის, დაზარალებულის ასაკი არ არის დადგენილი და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი არასრულწლოვანია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნად ჩაითვლება და მისი ასაკის დადგენამდე მის მიმართ განხორციელდება სპეციალური დაცვის ღონისძიებები.

8. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა პირადი უსაფრთხოების დაცვა და სამედიცინო-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ღონისძიებები ხორციელდება მათი თანხმობითა და მათი პერსონალური მონაცემების სრული გასაიდუმლოებით.

საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2712-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.77

    მუხლი 19. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) მოწყობა

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის, მათი დახმარების, რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქმნება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი).

2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) იქმნება ფონდთან, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტრუქტურული ერთეული.

3. ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შექმნას კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი).

4. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.

5. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი) უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლისათვის, დაზარალებულისათვის ამ კანონით მინიჭებული უფლებების განხორციელებას, მათ შორის, მისი პირადი უსაფრთხოების დაცვას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში) ყოფნის დროს.

    მუხლი 20. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ უცხოელთა სტატუსი და მათი რეპატრიაცია

1. უცხოელი, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი, დაზარალებული, სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც ამ კანონით გათვალისწინებულია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლისათვის, დაზარალებულისათვის.

2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავისუფლდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 185-ე მუხლით განსაზღვრული ქმედებისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.

3. დაუშვებელია მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში საქართველოდან იმ უცხოელის გაძევება, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული.

4. მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირზე ბინადრობის მოწმობას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე. ინფორმაცია, რომლითაც ხდება შუამდგომლობაში მითითებული პირის იდენტიფიცირება, საიდუმლო ინფორმაციაა და მისი გამჟღავნება ისჯება კანონით. შესაბამისი სახელმწიფო ორგანო აღნიშნული ინფორმაციის გასაიდუმლოების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

5. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული პირი გადაწყვეტს, სისხლის სამართლის პროცესში შესაბამის დანაშაულზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან, მას სისხლის სამართლის პროცესის ან/და სამოქალაქო პროცესის დასრულებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევა ბინადრობის მოწმობა. ამ პერიოდის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება აქვს იმუშაოს საქართველოს ტერიტორიაზე და ისარგებლოს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი შრომითი უფლებებითა და გარანტიებით.

6. მოსაფიქრებელი ვადის გასვლის ან შესაბამისი სისხლის სამართლის პროცესის დასრულების შემდეგ სახელმწიფო იღებს სათანადო ზომებს უცხოელის, რომელიც არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული, უსაფრთხო დაბრუნებისათვის მისი წარმოშობის სახელმწიფოში.

7. შესაბამისი სისხლის სამართლის პროცესის დასრულების შემდეგ უცხოელს, რომელიც არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული, მისი თხოვნის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება მიეცეს თავშესაფარი, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ წარმოშობის სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება.

    მუხლი 21. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მუდმივად მცხოვრებ პირთა უსაფრთხო რეპატრიაცია

1 . საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები თანამშრომლობენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, რათა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლზე, დაზარალებულზე უმოკლეს ვადაში გასცენ პირადობის მოწმობა ან / და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა და უზრუნველყონ საქართველოში მისი უსაფრთხო დაბრუნების ხელშეწყობა .

2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ორგანოები თანამშრომლობენ უცხო ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან.

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.

 

თავი IV1 . ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა სოციალური და სამართლებრივი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6012 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

    მუხლი 211 . ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ზოგადი საფუძვლები

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვ ანზე ვრცელდება ამ კანონით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის , დაზარალებულთათვის დადგენილი სოციალური და სამართლებრივი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებები არასრულწლოვანთათვის საქართველოს კანონმდებლობითა და ამ თავით დადგენილი წესების გათვალისწინებით.

2. სახელმწიფო ამ კანონით დადგენილი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების მექანიზმების მეშვეობით იღებს სპეციალურ ზომებს ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) არასრულწლოვანთა ჩართვის შესაძლებლობ ების შესამცირებლად .

3. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ , დაზარალებულ არასრულწლოვნ ის მიმართ გამოიყენება ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტ აღნიშნული მექანიზმები და მითითებები .

4. ამ კანონის მოქმედება, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, ასევე ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ ი, დაზარალებული არასრულწლოვნ ის მიმართ.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6012 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

    მუხლი 212 . ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა სამართლებრივი დაცვა

1. სახელმწიფო თავისი უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით იღებს ზომებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ , დაზარალებულ არასრულწლოვნ ის ვინაობ ის , მოქალაქეობ ის , მშობლები , ოჯახის ადგილსამყოფლი ს დასადგენად . საჭიროების შემთხვევაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიშნება მეურვე/მზრუნველი.

2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ , დაზარალებულ არასრულწლოვნ ის ვინაობა და სხვა პერსონალური მონაცემები საიდუმლოა და მ ათ ი გამჟღავნება აკრძალულია ( ეს ინფორმაცი ხელმისაწვდომ არ არის ასევე მას ობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის ), გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევ ებ ისა, როცა საჭიროა მისი მშობლებისა და ოჯახის ადგილსამყოფლის დადგენა და აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება საფრთხეს არ ქმნის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ , დაზარალებულ არასრულწლოვ ნის უსაფრთხოებას.

3. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვ ნი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინფორმაციი მის უფლებრივ მდგომარეობ ის შესახებ , ასევე მისი დახმარების ა და რეაბილიტაც იის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებებ ის თაობაზე . არასრულწლოვანს ინფორმაცი მი წოდება მისთვის გასაგებ ენაზე , მისი ასაკის გათვალისწინებით.

4. დაუშვებელია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის მოთავსება დაკავების ადგილებსა და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6012 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

    მუხლი 213 . ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა სოციალური დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მექანიზმები

1. სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელს უწყობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის სოციალურ დაცვას, დახმარებასა და რეაბილიტაციას.

2. სახელმწიფო ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის მოთავსებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში). თავშესაფარში, მისი შინაგანაწესით დადგენილი წესით, ასევე შეიძლება მოთავსდეს არასრულწლოვანი, რომლის ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლია ან დაზარალებულია.

3. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში) მოთავსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის ცხოვრების, დასვენების, დახმარებისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო პირობები განისაზღვრება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) შინაგანაწესით, რომელიც ასევე შეიძლება ითვალისწინებდეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის მიერ ასაკის შესაბამისი მინიმალური განათლების მიღების შესაძლებლობას.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6012 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

    მუხლი 214 . უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა სტატუსი და რეპატრიაცია

1 . უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანზე ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გაიცემა ბინადრობის ნებართვა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.

2 . უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვანი არ შეიძლება დაბრუნებულ იქნეს უცხო სახელმწიფოში, თუ არსებობს ვარაუდი, რომ დაბრუნების შემთხვევაში მისი უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს აღნიშნული პირის განსაკუთრებული საჭიროებები, ფსიქოლოგიური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა.

3 . უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მისი დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით სახელმწიფო დაწესებულებები არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებენ შესაბამის პროგრამებს.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6012 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

 

თავი V. საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში

    მუხლი 22. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობა უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში

საქართველოს სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობა უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროებში განისაზღვრება „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის, მისი დამატებითი ოქმის „ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების, ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ“, „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის, საქართველოს მიერ შესაბამის სახელმწიფოებთან დადებული სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებების და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.

    მუხლი 23. თანამშრომლობა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივი პროგრამების განხორციელების უზრუნველსაყოფად

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისათვის, დახმარებისა და რეაბილიტაციისათვის ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების, ერთობლივი პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

 

თავი VI. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 24. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოების მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა დაფინანსება.

2. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 აპრილამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს საკოორდინაციო საბჭოს შექმნის, პირის საკოორდინაციო საბჭოში წარდგენისა და საკოორდინაციო საბჭოდან გამოყვანის წესი, საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი (დებულება).

3. საკოორდინაციო საბჭომ 2014 წლის 1 აპრილამდე მოამზადოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტები და წესი.

31. ფონდის დირექტორმა 2014 წლის 1 აპრილამდე საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ფონდის დებულება.

32. ამ კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის მე-2, მე-3 და 31 პუნქტებით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების ამოქმედებამდე.

4. საკოორდინაციო საბჭომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში დაამტკიცოს:

ა) საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფის შემადგენლობა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება;

ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) მოწყობისათვის აუცილებელი სტანდარტები, მოთხოვნები და მისი დებულების ნიმუში;

გ) სამოქმედო ინსტრუქცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დასაცავად (ეროვნული რეფერალური მექანიზმი);

დ) ფონდიდან კომპენსაციის გაცემის წესი.

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება.

7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის წესი და ფორმები.

8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული საკითხების შეტანა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა (სკოლების) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებში.

9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში დაამტკიცოს ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის წესი.

10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე პირთა განსაზღვრა და სათანადო ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება, მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთ.

11. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტში „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის სარატიფიკაციოდ წარდგენა.

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1268  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
 

თავი VII. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 25. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა მე-13 მუხლის მე-4 პუნქტისა, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ.

2. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემდეგ.

3. ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

4. ამ კანონის 22-ე მუხლი ამოქმედდეს „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციასთან, მის დამატებით ოქმთან „ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების, ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ“ და „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციასთან საქართველოს შეერთების შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი                                              მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 28 აპრილი.

№2944-Iს

18. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3851-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 17. 27/04/2021 - საქართველოს კანონი - 462-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 04/05/2021 16. 30/03/2021 - საქართველოს კანონი - 423-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/04/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 15. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 365-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 14. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6824-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 13. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6820-რს - ვებგვერდი, 21/07/2020 12. 17/03/2020 - საქართველოს კანონი - 5765-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 11/12/2019 - საქართველოს კანონი - 5462-Iს - ვებგვერდი, 19/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3103-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 9. 22/07/2015 - საქართველოს კანონი - 4085-რს - ვებგვერდი, 31/07/2015 8. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3539-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 7. 29/05/2014 - საქართველოს კანონი - 2474-IIს - ვებგვერდი, 04/06/2014 6. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1268-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 12/06/2012 - საქართველოს კანონი - 6439-რს - ვებგვერდი, 22/06/2012 4. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6301-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 3. 10/04/2012 - საქართველოს კანონი - 6012-Iს - ვებგვერდი, 30/04/2012 2. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 1. 09/03/2010 - საქართველოს კანონი - 2712 - სსმ, 12, 24/03/2010