დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საგადასახადო ომბუდსმენის 2014 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენდი |
| მიღების თარიღი | 08/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საგადასახადო ომბუდსმენის 2014 წლის ანგარიში
საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით
2014 წლის განმავლობაში:
ა) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საგადასახადო ომბუდსმენის აპარატში შემოსულია სულ 13 განცხადება, აქედან, 4 მატერიალური და 9 ელექტრონული ფორმით;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიდან, 11 დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო 2 ნაწილობრივ;
გ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ნაწილობრივ უარის თქმის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 45-ე მუხლი, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილი;
დ) საჯარო ინფორმაციის გაცემის/გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია საგადასახადო ომბუდსმენის მიერ;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა;
ვ) საჯარო ინფორმაციის შესწორების მოთხოვნით საგადასახადო ომბუდსმენის აპარატში განცხადება არ შემოსულა.
საგადასახადო ომბუდსმენის
მოადგილე ზ. ძნელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები