„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 991
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016393
991
12/12/2014
ვებგვერდი, 12/12/2014
140130000.22.034.016393
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №991

2014 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის,  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში  (ვებგვერდი, 01/08/2012, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016122) და ბრძანებით დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.    ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-7 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. წესსა და პირობებში მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას:

ა) მოთხოვნის მომენტისათვის „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე  პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე;

ბ) მოთხოვნის მომენტისათვის „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე.“.

3. წესსა და პირობებში მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას:

ა) მოთხოვნის მომენტისათვის „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე;

ბ) მოთხოვნის მომენტისათვის „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე.“.

4. წესსა და პირობებში  61 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მხოლოდ ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას:

ა) მოთხოვნის მომენტისათვის „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები თეორიული და ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისად შეზღუდული „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე;

ბ) მოთხოვნის მომენტისათვის „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი მოიპოვებს ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაზე პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ შესაბამისად შეზღუდული „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე.“.

5. წესსა და პირობებში მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

              „2. „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე.“.

6. წესსა და პირობებში მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე.“.

7. წესსა და პირობებში მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე.“.

8. წესსა და პირობებში მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე.“.

9. წესსა და პირობებში მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ტრამვაის“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „ტრამვაის“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე.“.

10. წესსა და პირობებში მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე.“.

11. წესსა და პირობებში მე-16  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე.“.

12. წესსა და პირობებში მე-17 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე.“;

ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

1. სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელობის შუამდგომლობის საფუძველზე, ვადიან სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც მოთხოვნის მომენტისათვის არ გააჩნია „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, შესაძლოა   „B“ კატეგორიისა და „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭოს ერთდროულად.  ერთდროულად „B“ კატეგორიისა და „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას სამხედრო მოსამსახურე მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები შესაბამისი თეორიული გამოცდის, აგრეთვე „B“ კატეგორიისა და „C1“ ქვეკატეგორიის პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „B“ კატეგორიისა და „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე. ამ პუნქტით განსაზღვრული პირი „C1“ ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ „B“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ, მაგრამ არა უგვიანეს თეორიული გამოცდის მოქმედების ვადისა, ამასთან თუ პირმა ვერ ჩააბარა „C1“ ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა, გაიცემა „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობა. “

2. ვადიან სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე, აგრეთვე უფლება აქვს:

ა) მართოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „C“ და „CE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების სათანადოდ მოწყობილი ძარით გადაიყვანოს 8-ზე მეტი მგზავრი.“.

13. წესსა და პირობებში მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე.“

14. წესსა და პირობებში 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26. თეორიული გამოცდა

1. მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩატარების მიზანია მძღოლობის კანდიდატის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო თეორიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება.

 2. თეორიული გამოცდა ტარდება საგამოცდო სამსახურში, სათანადოდ მოწყობილ საგამოცდო ოთახში. სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება დადგინდეს თეორიული გამოცდის ჩატარების სხვა ადგილიც.

3. მძღოლობის კანდიდატის თეორიულ გამოცდაზე დაშვება ხორციელდება საგამოცდო სამსახურის მიერ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით. თეორიულ გამოცდაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მძღოლობის კანდიდატთა მთელი ჯგუფი ან მისი ნაწილი. მძღოლობის კანდიდატთა რაოდენობა განისაზღვრება საგამოცდო ოთახის ფართობისა და აღჭურვილობის, აგრეთვე ყველა მძღოლობის კანდიდატის ქცევისადმი ზედამხედველობის შესაძლებლობის გათვალისწინებით.

4. სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით (შემდგომში - ელექტრონული ტესტირება), რომელიც ხორციელდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით. თეორიული გამოცდისათვის დადგენილია საგამოცდო ტესტებზე (ბილეთები) სამუშაო დრო და გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად საჭირო გამსვლელი ქულები. თითოეული მძღოლობის კანდიდატისათვის ამ ინსტრუქციის 28-ე მუხლით გათვალისწინებული რაოდენობის ტესტების (ბილეთები) შერჩევა ხორციელდება სპეციალური პროგრამის მეშვეობით. მძღოლობის კანდიდატმა სენსორულ მონიტორზე გამოტანილი თითოეული საგამოცდო ტესტის (ბილეთი) სავარაუდო პასუხიდან უნდა აირჩიოს და დააფიქსიროს მხოლოდ ერთი პასუხი. ყოველ საგამოცდო ტესტზე (ბილეთი) სწორი პასუხი ფასდება – 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით. მონიტორზე აისახება საგამოცდო ტესტებზე (ბილეთები) გაცემული როგორც სწორი, ასევე არასწორი პასუხების რაოდენობა. თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრულ სამუშაო დროში უნდა დააგროვოს გამსვლელი ქულა.   მძღოლობის კანდიდატის მიერ საგამოცდო ტესტებზე (ბილეთები) გაცემული პასუხების შეჯამება და გამოცდის შედეგის შეფასება ხორციელდება სპეციალური პროგრამის მიერ. მძღოლობის კანდიდატისათვის გამოცდის შედეგი ცნობილი ხდება საგამოცდო ტესტებზე (ბილეთები)  სამუშაო დროის ამოწურვისთანავე, კომპიუტერის მონიტორზე შედეგის ასახვის გზით.

5. საგამოცდო ტესტებზე (ბილეთები)  სამუშაო დროის ამოწურვის შემდეგ, მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს, წერილობითი ფორმით მოითხოვოს თეორიულ გამოცდაზე მის მიერ დაშვებული შეცდომის ამსახველი საგამოცდო ტესტების (ბილეთები)  კომპიუტერული ამონაბეჭდი.

15. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე პასუხგასაცემი ტესტის (ბილეთი) რაოდენობა, ელექტრონული ტესტირების დრო და თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად საჭირო გამსვლელი ქულების მინიმალური რაოდენობა

მძღოლობის კანდიდატის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე პასუხგასაცემი ტესტის (ბილეთი) რაოდენობა, ელექტრონული ტესტირების დრო და თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად საჭირო გამსვლელი ქულების მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით:

ა) A კატეგორიისა და  A1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა უპასუხოს  30 საგამოცდო ტესტს (ბილეთი). თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა  ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული  30 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 27 ქულა;

ბ) B კატეგორიისა და  B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა უპასუხოს  30 საგამოცდო ტესტს (ბილეთი). თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა  ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული  30 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 27 ქულა;

გ) C1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა უპასუხოს  35 საგამოცდო ტესტს (ბილეთი). თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული  35 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 32 ქულა;

დ) C კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიული გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა უპასუხოს  40 საგამოცდო ტესტს (ბილეთი). თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული  40 წუთის განმავლობაში, უნდა დააგროვოს მინიმუმ 36 ქულა.

ე) D1 ქვეკატეგორიის  სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა უპასუხოს  35 საგამოცდო ტესტს (ბილეთი). თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული  35 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 32 ქულა;

ვ) D  კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა უპასუხოს  40 საგამოცდო ტესტს (ბილეთი). თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული  40 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 36 ქულა;

ზ) T ან S კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიული გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა უპასუხოს  30 საგამოცდო ტესტს (ბილეთი). თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული  30 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 27 ქულა;

თ) ტრამვაის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა უპასუხოს  40 საგამოცდო ტესტს (ბილეთი). თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა  ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული  40 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 36 ქულა;

ი) კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირის მიერ ერთდროულად B კატეგორიისა და C1 ქვეკატეგორიის  სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა უპასუხოს  40 საგამოცდო ტესტს (ბილეთი). თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული  40 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 36 ქულა.“.

16. წესსა და პირობებიდან ამორებულ იქნეს 29-ე, 30-ე და 31-ე მუხლები.

17. წესსა და პირობებში 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული დროის განმავლობაში ვერ უზრუნველყო თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად საჭირო გამსვლელი  ქულების დაგროვება.“

18. წესსა და პირობებში 471-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სააგენტო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ამ მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე, თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებას ან/და მომსახურების გაწევა შეუძლებელია ტექნიკურად  ან/და არსებობს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის უარის თქმის სხვა სამართლებრივი საფუძვლები.“.

19. წესსა და პირობებში 48-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს შესაცვლელი, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის სააგენტოსათვის ჩაბარებას;“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით, შეცვლილი, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა კარგავს იურიდიულ ძალას  და ბარდება სააგენტოს.“;

გ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

20. წესსა და პირობებში 49-ე მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო ბარათის იმ მფლობელს, რომელსაც გააჩნია  უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობა, უფლება აქვს ამ მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს საიდენტიფიკაციო ბარათის მოქმედების ვადისა საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღოს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლმა.“

ბ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) დაინტერესებული პირი არ უზრუნველყოფს შესაცვლელი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის სააგენტოსათვის ჩაბარებას;“

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ის მართვის მოწმობა, რომლის სანაცვლოდაც ამ მუხლით განსაზღვრული წესით  გაიცემა ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობა, კარგავს იურიდიულ ძალას  და  უნდა ჩაბარდეს სააგენტოს.“.

21. წესსა და პირობებში  54-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პირი, რომელსაც C კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მინიჭებული აქვს 2012 წლის 1 აგვისტომდე და მოთხოვნის მომენტისათვის აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს:

ა)  D კატეგორიის, აგრეთვე D1 ქვეკატეგორიის (D კატეგორიის მართვის უფლების არქონის შემთხვევაში) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას მოიპოვებს შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე;

ბ)  CE კატეგორიის, აგრეთვე C1E ქვეკატეგორიის (CE კატეგორიის მართვის უფლების არქონის შემთხვევაში) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას მოიპოვებს შესაბამისი პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირი, რომელმაც C კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მოიპოვა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით და მოთხოვნის მომენტისათვის აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს:

ა) D კატეგორიის, აგრეთვე D1 ქვეკატეგორიის (D კატეგორიის მართვის უფლების არქონის შემთხვევაში) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას მოიპოვებს შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე;

ბ)  CE კატეგორიის, აგრეთვე C1E ქვეკატეგორიის (CE კატეგორიის მართვის უფლების არქონის შემთხვევაში) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას მოიპოვებს შესაბამისი პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. თუ 2014 წლის 15 დეკემბრამდე მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების საფუძველზე წარმოიშვა მართვის მოწმობის გაცემის საფუძველი, მაგრამ არ განხორციელდა მართვის მოწმობის გაცემა, სააგენტოს მიერ 2014 წლის 14 დეკემბრის შემდგომ, აღნიშნული მოწმობის გაცემა განხორციელდება მართვის უფლების მინიჭების საფუძვლის წარმოშობის დღისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“

დ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. 2015 წლის 14 დეკემბრის შემდგომ გამოცდაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს მძღოლობის კანდიდატი, რომელმაც მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში მომზადება გაიარა ამ თარიღისათვის არსებული შესაბამისი ან შესაფერისი კატეგორიისათვის/ქვეკატეგორიისათვის განსაზღვრული სასწავლო პროგრამით.“;

ვ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 და მე-16 პუნქტები:

„15. პირი, რომელსაც „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭა (მიუხედავად მინიჭების თარიღისა) ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით და მოთხოვნის მომენტისათვის აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სხვა კატეგორიის/ქვეკატეგორიის (გარდა „D1“, „D“ „T“, „S“ და „ტრამვაის“ კატეგორიების/ქვეკატეგორიისა) მართვის უფლებას მოიპოვებს ამ კატეგორიის ან ქვეკატეგორიისათვის დადგენილი პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი მართვის მოწმობის საფუძველზე.

 „16. თუ ამ მუხლიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, პირს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების რომელიმე კატეგორია/ქვეკატეგორია მოპოვებული აქვს 2014 წლის 15 დეკემბრამდე, სხვა კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლების მოპოვებისათვის თეორიული ან/და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების ვალდებულება წარმოეშოება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი მართვის უფლების მოპოვებისათვის აღნიშნულ ვალდებულებას ითვალისწინებდა ამ ინსტრუქციის 2014 წლის 14 დეკემბრისათვის მოქმედი რედაქცია. ამასთან, თუ სასურველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მოპოვებისათვის ამ პერიოდში დადგენილი იყო I, II, III ან IV კატეგორიის თეორიული გამოცდა, პირმა უნდა ჩააბაროს მოთხოვნის დღისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა.“.

მუხლი 2
 ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 15 დეკემბრიდან.

 


შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე