სენაკის რაიონულ სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

  • Word
სენაკის რაიონულ სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სენაკის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2014
ვებგვერდი, 10/12/2014
სენაკის რაიონულ სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
სენაკის რაიონული სასამართლო

სენაკის რაიონულ სასამართლოს ანგარიში

ინფორმაცია

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია სენაკის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.

 

2014 წლის განმავლობაში სენაკის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა ,,12” განცხადება, მათ შორის:

 

არასამთავრობო ორგანიზაციიდან  -  4

საინფორმაციო ცენტრების ქსელიდან - 1

სახალხო დამცველის აპარატიდან - 1

ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან - 2

მოქალაქის განცხადება - 4

 

შემოსული განცხადებებიდან ,,11” მოთხოვნა დაკმაყოფილდა,

,,01“  არ დაკმაყოფილდა.

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ

შალვა კაჭარავა 2012 წლის 06 იანვრიდან სენაკის რაიონული სასამართლოში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა სენაკის რაიონულ  სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საჩივარი არ შემოსულა.

 

საანგარიშო პერიოდში საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის  დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს  ადგილი არ ჰქონია.

 

 

სენაკის რაიონულ სასამართლოში

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე  პასუხისმგებელი პირი,

 

სასამართლოს მენეჯერი

შალვა კაჭარავა