დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 672 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 09/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.018292 |
|
„ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, 340170000.10.003.016168) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის წესის“:
1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გაიცემა ტვირთზე 5 სამუშაო დღის განმავლობაში.“. 2. 91 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეროვნული სააგენტოს მიერ ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების შემდეგ, ექსპორტის განხორციელებამდე, ტვირთების შემადგენლობის ჩანაცვლებისა და ინვაზიის თავიდან აცილების, მათი ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, ტვირთის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალება ილუქება. ლუქის მთლიანობა მოწმდება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი მოხელის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე. არ ილუქება ისეთი ტვირთების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც ლუქის დაზიანების გარეშე შესაძლებელია ტვირთთან შეხება ან ტვირთის ჩანაცვლება, ასევე, მსუბუქი და სატვირთო-სამგზავრო ავტომობილები, ავტობუსი, სარკინიგზო ტრანსპორტი და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის გადასაზიდი ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელზე განთავსებულ ტვირთზეც ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი გაიცემა ფიზიკური შემოწმების გარეშე (იმ მცენარეული წარმოშობის პროდუქციაზე, რომლებიც ჩამოთვლილია ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტი 32-ის დამატება 2-ში).“. 3. 91 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები : „11. ექსპორტიორის მოთხოვნის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების გამოცვლის ან სატრანსპორტო საშუალებაში ტვირთის რაოდენობის შეცვლის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაზე ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შესაძლებელია ლუქის შეცვლა. დალუქვისათვის გამოიყენება ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი ლუქები. 12. ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთის გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების დალუქვის დროს, ინფორმაცია ლუქის რაოდენობის და ლუქის ნომრის შესახებ შეიტანება ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნისა და ფიტოსანიტარიული პროცედურების ჩატარების შესახებ დოკუმენტის (დანართი №4) მე-2 ნაწილის მე-15 პუნქტში (დამატებითი ინფორმაცია).“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები