დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 670 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 09/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2014 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.018290 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/01/2011, 340170000.10.003.016170) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“: ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტვირთის შემოტანისას, რეგულირებადი ობიექტისათვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გაუგზავნოს შემოსატანი ტვირთის შესახებ მონაცემები იმ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს, რომლის გავლითაც მოხდება ტვირთის შემოტანა (გარდა, ტრანზიტული ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისა): ა) სახმელეთო გზით შემოტანამდე – 24 საათით ადრე; ბ) საზღვაო გზით შემოტანისას – სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე 24 საათით ადრე; გ) საჰაერო გზით შემოტანისას – საჰაერო ხომალდის საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში დაფრენამდე არანაკლებ 2 საათით ადრე.“; ბ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. უკან დაბრუნებული ტვირთის დოკუმენტური შემოწმების ჩატარების მიზნით, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წარედგინება ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ტვირთის სხვა თანხმლები დოკუმენტები.“; გ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტული ტვირთი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილდება ღია ან/და დაულუქავი სატრანსპორტო საშუალებით ან/და განკუთვნილია საწყობში დროებით შენახვისთვის ან/და ექვემდებარება გადატვირთვას ან დანაწევრებას ან სხვა ტვირთთან შერევას ან შეფუთვის შეცვლას, იგი ექვემდებარება ფიტოსანიტარიულ კონტროლს.“; დ) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 - 23 პუნქტები: „21. იმ შემთხვევაში, თუ ტვირთი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ფიტოსანიტარიული კონტროლის დასრულების შემდგომ, უფლებამოსილი პირის მიერ ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატზე ან რეექსპორტის ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატზე დაისმება ამ წესის №4 დანართით გათვალისწინებული აღნიშვნა – „ფიტოსანიტარიული კონტროლი ჩატარებულია“ და ელექტრონულ ჟურნალში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია: ა) სასაზღვრო ინსპექციის პუნქტში ტვირთის შემოტანის თარიღი; ბ) ტვირთში შემავალი საქონლის დასახელება; გ) საქონლის წონა/რაოდენობა; დ) ტვირთის თანმხლები ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ან რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ნომერი; ე) წარმოშობის ქვეყანა; ვ) ტვირთის დანიშნულების ადგილი, მიმღები; ზ) მიღებული გადაწყვეტილება. 22. თუ რეგულირებადი ობიექტი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ტრანზიტული ტვირთის მიმართ განხორციელებული ფიტოსანიტარიული კონტროლის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება აისახება „საერთო ფიტოსანიტარიულ შესვლის დოკუმენტში“ (დანართი №2-ის მე-2 ნაწილი). 23. როდესაც ხორციელდება ტრანზიტული ტვირთის სატრანსპორტო საშუალების შეცვლა და საქონელი შეფუთულია, ტრანზიტული ტვირთი ექვემდებარება დოკუმენტურ შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში, ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფიტოსანიტარიულ პროცედურებს.“; ე) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.თ“ ქვეპუნქტი: „ბ.თ) 30 კილოგრამამდე გამხმარი და გამომშრალი მცენარეული წარმოშობის პროდუქტები;“; ვ) მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი არ მოითხოვება მსუბუქი, სატვირთო-სამგზავრო ავტომობილით, ავტობუსით, საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით გასატან ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე.“; ზ) №1 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო‑საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა“; თ) №1 დანართის შენიშვნის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“: ა) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოდან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში, სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ: ა) საკლავი, სანაშენე ცხოველების ექსპორტისას; ბ) 4101, 4102, 4103 საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდებით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტისას (გარდა, მსუბუქი, სატვირთო-სამგზავრო ავტომობილით, ავტობუსით, საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით გასატან 4101, 4102, 4103 საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდებით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტისა).“; ბ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანისას, კონტროლის ობიექტისათვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გაუგზავნოს შემოსატანი საქონლის შესახებ მონაცემები იმ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს, რომლის გავლითაც მოხდება საქონლის შემოტანა (გარდა, ტრანზიტული ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისა): ა) სახმელეთო გზით შემოტანამდე – 24 საათით ადრე; ბ) საზღვაო გზით შემოტანისას – სატვირთო ოპერაციების დაწყებამდე 24 საათით ადრე; გ) საჰაერო გზით შემოტანისას – საჰაერო ხომალდის საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში დაფრენამდე, არანაკლებ 2 საათით ადრე.“; გ) მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უკან დაბრუნებული ტვირთის დოკუმენტური შემოწმების ჩატარების მიზნით, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს წარედგინება ვეტერინარული სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ტვირთის სხვა თანხმლები დოკუმენტები.“; დ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოტანილი საქონლის განადგურება ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ამ საქონელზე არ იქნება წარდგენილი ვეტერინარული სერტიფიკატი და, საჭიროების შემთხვევაში, იმპორტის ნებართვა და ვერ ხერხდება ამ საქონლის უკან დაბრუნება.“; ე) მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ ვეტერინარული წესის №7 დანართით განსაზღვრულ, საფოსტო გზავნილით, ბარგით ან/და მგზავრის ხელბარგით შემოსატან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ საქონელზე;“; ვ) №7 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„დანართი №7
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები