დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 661 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 240140000.10.003.018281 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის: ა) პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) უძრავი ქონება - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, ასევე ხაზობრივი ნაგებობა, რომლის ნუსხა ქვეყნდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე;“; ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 4. პროგრამის მიმართულებები პროგრამის მიმართულებებია პროგრამის დანართით განსაზღვრული ინდუსტრიები.“; გ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებზე ხელმისაწვდომობის მიზნით, ამ პროგრამით დადგენილი წესით შესაბამისი განაცხადების წარდგენის ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2015 წლის 15 დეკემბრისა.“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამას დაემატოს დანართი თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივნისიდან. |
|
დანართი
|
ინდუსტრიები
|
1. საკვები პროდუქტების წარმოება:
2. არა-ალკოჰოლური სასმელების წარმოება:
3. სიგარების, სიგარილების და სიგარეტების წარმოება:
4. ბიტუმის და ბიტუმოვანი ნივთიერებების წარმოება:
5. ქიმიური და მასთან დაკავშირებული მრეწველობის დარგების პროდუქციის წარმოება:
6. პლასტმასები და მათი ნაწარმი, კაუჩუკი, რეზინი და მათი ნაწარმის წარმოება:
7. მერქნის და მერქნის ნაწარმის წარმოება:
8. საფეიქრო ნაწარმის, მათ შორის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ძაფის (შალი, აბრეშუმი) წარმოება და ტყავის გადამუშავება:
9. ქვის, თაბაშირის, ცემენტის, აზბესტის, ქარსის ან ანალოგიური მასალების ნაწარმი; კერამიკული ნაწარმი; მინა და მისი ნაწარმის წარმოება:
10. არაძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმის წარმოება:
11. მანქანები, მოწყობილობები და მექანიზმები; ელექტროტექნიკური მოწყობილობები; მათი ნაწილები; ბგერათჩამწერი და ბგერათაღმწარმოებელი აპარატურა; სატელევიზიო გამოსახულებისა და ხმის ჩამწერი და აღმწარმოებლი აპარატურა, მათი ნაწილები და საკუთნოების წარმოება:
12. მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები, საფრენი აპარატები, მცურავი საშუალებები და ტრანსპორტთან დაკავშირებული მოწყობილობები და დანადგარების წარმოება:
13. მარგალიტი ბუნებრივი ან კულტივირებული, ძვირფასი ან ნახევრადძვირფასი ქვების; ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონების და მათი ნაწარმის; ბიჟუტერიის; მონეტების წარმოება:
14. სხვადასხვა სამრეწველო საქონლის წარმოება:
შენიშვნა: ფრჩხილებში აღნიშნული სასაქონლო პოზიციები განსაზღვრულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის სასაქონლო პოზიციების შესაბამისად.“ |
დოკუმენტის კომენტარები