საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2870-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.017548
2870-Iს
30/11/2014
ვებგვერდი, 30/11/2014
090000000.05.001.017548
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-ე−33-ე ნაწილები:

„31. ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა − ტექნიკურ და პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც გამორიცხავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ელექტრონული თანხმობის გარეშე სამართალდამცავი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მეშვეობით ობიექტის აქტივაციის შესახებ ბრძანების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობას.

32. ამ კოდექსის 143მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო ორგანო − ამ კოდექსის 1434 მუხლის მიზნებისათვის, საქართველოს  შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი.   

33. ინფორმაციის მოხსნა კავშირგაბმულობის არხიდან – უფლებამოსილი ორგანოს მიერ ელექტრონული კავშირიდან (ელექტრონული ფოსტა), კომპიუტერული ქსელიდან, სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემებიდან გადაცემული, შეკრებილი, დამუშავებული ან დაგროვებული ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.“.

  2. 143მუხლის:

ა) მე-5 და მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობისა და მისი დასაბუთებისათვის საჭირო, თანდართული მასალის სასამართლოში წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს შუამდგომლობას ამ თავითა და ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესებით. მოსამართლეს შეუძლია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. მოსამართლე შუამდგომლობას ზეპირი მოსმენით, პროკურორის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს და განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლის განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს, ერთი რჩება სასამართლოში, ხოლო ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, დაუყოვნებლივ მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.  

6. ფარული საგამოძიებო მოქმედება პროკურორის მოტივირებული დადგენილებით შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებელი აუცილებლობისას, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის (გამოძიებისათვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება. ასეთ შემთხვევაში პროკურორი ვალდებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან არაუგვიანეს 24 საათისა მიმართოს შუამდგომლობით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ. პროკურორმა შუამდგომლობაში უნდა დაასაბუთოს როგორც ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების, ისე იმ გარემოებების არსებობა, რომლებმაც განაპირობა ფარული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე გადაუდებლად ჩატარება. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობას განიხილავს სასამართლოში მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს, შეესაბამება თუ არა ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, აუცილებელი იყო თუ არა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარება, და განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის და მისი გაგრძელების შესახებ;

ბ) ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის, მისი შეწყვეტის, შედეგების გაუქმებისა და ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის განადგურების შესახებ.“;

ბ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 6და 62 ნაწილები:

„61. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეს შეუძლია უფლებამოსილი ორგანოდან წერილობით გამოითხოვოს გამოთხოვის მომენტისთვის მოპოვებული მასალის ელექტრონული ეგზემპლარი. მასალის გაცნობის შემდეგ მოსამართლე უზრუნველყოფს დადგენილი წესით მის განადგურებას. 

62. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის მოტივირებული დადგენილების ერთი ეგზემპლარი დაუყოვნებლივ მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.“;

გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მოსამართლის განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს, ერთი რჩება სასამართლოში, ხოლო ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, დაუყოვნებლივ მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.“;

დ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება საჯაროდ არ ცხადდება. მოსამართლის განჩინება ძალას კარგავს მისი მიღებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში ფარული საგამოძიებო მოქმედება არ დაიწყო.“.

3. 1434 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1434. ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანო

1. ფარულ საგამოძიებო მოქმედებას ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ამ კოდექსით დადგენილი წესით.  

2. ამ კოდექსის 143მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.“.

4. 143მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის სათანადოდ დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელ ორგანოს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.“.

5. 143მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ორგანო, აგრეთვე საგამოძიებო ორგანო ან პირი ვალდებული არიან, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად შეზღუდონ იმ კომუნიკაციისა და პირის მონიტორინგი, რომელთაც გამოძიებასთან კავშირი არ აქვთ.“.

6. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 332მუხლი:

„მუხლი 3323. ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის ამოქმედება

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2015 წლის 31 მარტამდე უზრუნველყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ტექნიკურ-ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალების შექმნა.“.  

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 ნაწილი ამოქმედდეს 2015 წლის 31 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 ნოემბერი 2014 წ.

N2870-Iს