„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 56
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/11/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 26/11/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.123.016266
56
26/11/2014
ვებგვერდი, 01/12/2014
010250040.35.123.016266
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №56

2014 წლის 26 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

 

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის № 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 16.07.2014. 010250040.35.123.016211/, კერძოდ:
1. დადგენილების დანართის მე–10 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ საკრებულოს ღია სხდომაზე მოსული დასწრების მსურველთა რაოდენობა მეტია, ვიდრე საკრებულოს სხდომათა დარბაზში დამსწრე პირებისათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობა, დასაშვებია სხდომის ტრანსლაცია ან არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხდომაზე დასწრების მსურველთათვის სხდომის მიმდინარეობის მოსმენის უზრუნველყოფა“.

2. დადგენილების დანართის მე–13 მუხლის მე–4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო–უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად – სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან“.

3. დადგენილების დანართის მე–13 მუხლის მე-7 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია არკვევს საკრებულოს წევრის გაცდენის მიზეზებს და თუ დადასტურდა, რომ გაცდენები არასაპატიოა, საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ  საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით.“

4. დადგენილების დანართის მე–15 მუხლის 1–ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტიდან და 91–ე მუხლის 1-ლი პუნქტიდან ამოღებული იქნეს სიტყვა „გამგეობის.“
5. დადგენილების დანართის მე–16 მუხლის 1–ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს წევრს, საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები.“

6. დადგენილების დანართის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა, დასახელება და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ რეგლამენტის 24–ე და 25–ე მუხლებით. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა არ უნდა იყოს 5–ზე მეტი.“
7. დადგენილების დანართის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა, ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არა უმეტეს ორი კომისიის წევრი.“
8. დადგენილების დანართის 26–ე მუხლის 1-ლი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ირჩევს საკრებულო თავისი შემადგენლობიდან. კომისიის თავმჯდომარის არჩევა და გადაყენება ხდება ამ რეგლამენტის 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით.“

9. დადგენილების დანართის 27–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომისიის წევრის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში.“

10. დადგენილების დანართის 35–ე მუხლის მე-10 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ფრაქციებს რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინებით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა წერილობითი განცხადება და ფრაქციის წესდება.“

11. დადგენილების დანართის 65–ე მუხლის მე–5 პუნქტში ყველგან, ფრაზა: „სამანდატო, საპროცედურო საკითხთა კომისია“ შეიცვალოს ფრაზით: „იურიდიულ საკითხთა კომისია“.
12. დადგენილების დანართის 78–ე მუხლის მე–2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტიდან და 123–ე მუხლის მე–3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „გამგებელი.“
13. დადგენილების დანართის 85-ე მუხლის მე-4 პუნქტში, 86-ე მუხლის მე-6 პუნქტში, 90-ე მუხლის მე-2 და მე–3 პუნქტებში,  105-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 108-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 117-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 130-ე მუხლის მე-4 პუნქტში, 131-ე მუხლის მე-3 და მე–5 პუნქტებსა და 132-ე მუხლის 1-ელ პუნქტში ჩანაწერი: „135-ე მუხლი“, შეიცვალოს ჩანაწერით: „134-ე მუხლი“.
14. დადგენილების დანართის 93-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ მიიღება ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შემთხვევისა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.“

15. დადგენილების დანართის 97–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 97. არჩეულ პირთა გადაყენების ზოგადი წესი

საკრებულოს მიერ არჩეულ პირთა გადაყენება ხდება იმავე წესით, როგორც მოხდა მათი არჩევა, თუ კანონით ან ამ რეგლამენტით სხვა წესი არაა დადგენილი.“

16. დადგენილების დანართის 99–ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 99. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი.“

17. დადგენილების დანართის 105–ე მუხლის მე–2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა: „გამგებლისათვის.“
18. დადგენილების დანართის 118–ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის დარბაზში უნდა იყოს გამოყოფილი ადგილები სხდომაზე დასწრების მსურველი მოქალაქეებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მსურველთა რაოდენობა მეტია გამოყოფილი ადგილების რაოდენობაზე, დასაშვებია სხდომის ტრანსლაცია ან არსებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხდომაზე დასწრების მსურველთათვის სხდომის მიმდინარეობის მოსმენის უზრუნველყოფა.“

19. დადგენილების დანართის 119–ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საზოგადოებრივი დარბაზი მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, თვეში ერთხელ მაინც.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 26 ნოემბრიდან.

თავმჯდომარის მოადგილებექა ყანჩელი