დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 632 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 25/11/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/11/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 340030000.10.003.018251 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2011, 340030000.10.003.0161172) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-6 მუხლის 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. სანაშენე და საკლავი ცხოველების ექსპორტის დროს, ცხოველთა ჯანმრთელობის კლინიკურად დადგენის მიზნით, ცხოველებზე საკარანტინო ვეტერინარულ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება 5 დღით, ხოლო წვრილფეხა პირუტყვისთვის - 48 საათით, თუ იმპორტიორი მხარე ან განმცხადებელი არ ითხოვს უფრო ხანგრძლივ საკარანტინო ვადას.“. 2. მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სერტიფიკატი გაიცემა უფლებამოსილი პირის მიერ ვეტერინარული კონტროლის პროცედურების ჩატარების საფუძველზე და საქონლის გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების დალუქვის შემდეგ. არ ილუქება ისეთი ტვირთების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალება, რომელზეც ლუქის დაზიანების გარეშე შესაძლებელია ტვირთთან შეხება ან ტვირთის ჩანაცვლება, ცოცხალი ცხოველების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებები, ასევე, მსუბუქი და სატვირთო-სამგზავრო ავტომობილები, ავტობუსი და სარკინიგზო ტრანსპორტი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უზენაესი სასამართლოს განმარტებები
თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
თქვენი შენიშვნები დაგვეხმარება სისტემის სამომავლო გაუმჯობესებაში.
საიტის გასაუმჯობესებლად
დოკუმენტის კომენტარები