პირის ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოში წარდგენისა და საბჭოდან გამოწვევის წესის, საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის (დებულების) დამტკიცების შესახებ

პირის ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოში წარდგენისა და საბჭოდან გამოწვევის წესის, საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის (დებულების) დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 630
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.018249
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
630
25/11/2014
ვებგვერდი, 27/11/2014
010220020.10.003.018249
პირის ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოში წარდგენისა და საბჭოდან გამოწვევის წესის, საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის (დებულების) დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/11/2014 - 30/01/2015)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №630

2014 წლის 25 ნოემბერი

ქ.თბილისი

 

პირის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოში წარდგენისა და საბჭოდან გამოწვევის წესის, საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის (დებულების) დამტკიცების შესახებ

„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის 11 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე:

მუხლი 1
განისაზღვროს ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს (შემდგომში − საუწყებათაშორისო საბჭო) შემდეგი ძირითადი შემადგენლობა:

−       საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში  სოფიო ჯაფარიძე, საბჭოს თავმჯდომარე;

−       საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

−       საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

−       საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

−       საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

−       საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

−       საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე;

−       საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

−       საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;

−       საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი;

−       საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

−       საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო  პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

−       საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი;

−       საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი;

ეთხოვოთ საუწყებათაშორისო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა:

−       საქართველოს სახალხო დამცველს;

−       საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს;

−       საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს.

მუხლი 2
საუწყებათაშორისო საბჭოსთან შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

−       არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი;

−       არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი“;

−       არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი −  საფარი;

−       არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ქალთა საინფორმაციო ცენტრი;

-         არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი სოხუმი;

-         გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN women);

-         გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA);

−       ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID);

−       ევროკავშირი (EU);

−       არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი − ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი;

−       არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − საქართველოს ქალთა დასაქმების ხელშემწყობი ასოციაცია ამაგდარი;

−       არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − სოციალურ  მუშაკთა ასოციაცია;

−       არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - Partnership For Human Rights; 

−       არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

−       არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

მუხლი 3
დადგენილების პირველ და მეორე მუხლში მითითებულ უწყებებს და ორგანიზაციებს ეთხოვოთ, საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარეს, 10 დღის ვადაში წარმოუდგინონ საუწყებათაშორისო საბჭოს წევრის/საკონსულტაციო ჯგუფის წევრის კონკრეტული კანდიდატურა. 
მუხლი 4
დამტკიცდეს პირის საუწყებათაშორისო საბჭოში წარდგენისა და საბჭოდან გამოწვევის წესი და საუწყებათაშორისო საბჭოს თანდართული საქმიანობის წესი (დებულება).
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



პირის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა

განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საბჭოში წარდგენისა და საბჭოდან გამოწვევის წესი და საბჭოს

საქმიანობის წესი (დებულება)


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო (შემდგომში – საუწყებათაშორისო საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. საუწყებათაშორისო საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

3. საუწყებათაშორისო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

მუხლი 2. საუწყებათაშორისო საბჭოს სტრუქტურა

1. საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2. საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

3. საუწყებათაშორისო საბჭოს საქმიანობაში საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

4. საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს მთავრობის ინიციატივით ან საუწყებათაშორისო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.

მუხლი 3. საკონსულტაციო ჯგუფი

საუწყებათაშორისო საბჭოსთან იქმნება საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საკონსულტაციო ჯგუფის მოვალეობაა საუწყებათაშორისო საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებების მომზადება.

მუხლი 4. საუწყებათაშორისო საბჭოს ამოცანები

 საუწყებათაშორისო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მისი თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებაში ხელის შეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის, ოჯახში ძალადობის ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენა;

გ) ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ამ პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე ერთობლივი წინადადებების შემუშავება საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენად;

დ) ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი.

მუხლი 5. საუწყებათაშორისო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია

1. საუწყებათაშორისო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს და საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომებს წარმართავს საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარე.

2. საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საუწყებათაშორისო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

3. საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომები ტარდება  საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ.

4. საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარემ შეიძლება საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.

5. საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარეს და საუწყებათაშორისო საბჭოს წევრებს.

6. საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საუწყებათაშორისო საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.

7. საუწყებათაშორისო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

 8. საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

9. საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საჭიროებისამებრ მოიწვიოს და წარმართოს საკონსულტაციო ჯგუფის სხდომა.

მუხლი 6. საუწყებათაშორისო საბჭოს სამდივნო

1. საუწყებათაშორისო საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ასრულებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნო.

2. საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომის ოქმის შედგენასა, საბჭოს სხდომის მომზადებას, საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებულ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის ტექნიკურ უზრუნველყოფას და საბჭოს მოწვევის ორგანიზაციულ‑ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საუწყებათაშორისო საბჭოს სამდივნო.

მუხლი 7. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი

1. საუწყებათაშორისო საბჭო თავისი ამოცანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ქმნის საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებულ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს (შემდგომში – მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).

 2. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საუწყებათაშორისო საბჭო.

მუხლი 8.  დასკვნითი დებულება

საუწყებათაშორისო საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.