საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4137
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 11/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.010.000.01.001.002.495

საქართველოს კონსტიტუციური კანონი

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს კონსტიტუციაში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სიკვდილით დასჯა აკრძალულია.“.

2. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება.“.

3. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

„ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 27 დეკემბერი.

№4137–რს

 

 

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.